მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7101
-0.0006
flag
AZN 1.6034
-0.0002
flag
CNY 37.975
0.0032
flag
EUR 3.1435
0.0148
flag
GBP 3.6795
0.0163
flag
KZT 52.12
-0.0031
flag
TRY 0.0687
-0.0002
flag
USD 2.7268
-0.0002

რა შესაძლებლობები ჩნდება საქართველოში სააკუმულატორო ქვესადგურის მშენებლობით - დავით ნარმანიას შეფასება

news image

ეს რეალურად იქნება ელექტროენერგიის საცავი, ასე აფასებს სემეკის თავმჯდომარე ADB-ის დაფინანსებით დაგეგმილი პირველი სააკუმულატორო ქვესადგურის პროექტს, რომლის დაფინანსებისთვისაც აზიის განვითარების ბანკი 104 მლნ დოლარს გამოყოფს.

როგორც ADB-ში აცხადებენ, ქსნის ქვესადგურში 200 მეგავატიანი/200 მეგავატსაათიანი სააკუმულატორო ქვესადგურის დამატება გააძლიერებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას, შეამცირებს მეზობელ ქვეყნებზე დამოკიდებულებას და გაზრდის კერძო სექტორის ჩართულობას.

ADB-მა ასევე დაამტკიცა $400,000 გრანტი, რომელიც დაეხმარება საქართველოს შეისწავლოს პიკურ სეზონებში წარმოებული ზედმეტი ენერგიის მწვანე წყალბადად გარდაქმნის შესაძლებლობა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და შექმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს.

„ეს არის ელექტროენერგიის შემგროვებელი დიდი მოწყობილობა, რომელიც შენდება ქსნის ქვესადგურთან ახლოს. რომლის მთავარი ამოცანაც იქნება მზის ენერგია, რომელიც უხვად დაგროვდება შუადღის განმავლობაში  და გადამცემი სისტემის ოპერატორი, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა გამოიყენებს  პიკური მოხმარების დროს. ეს რეალურად იქნება ელექტროენერგიის საცავი. ადრე ისწავლებოდა ასე, რომ ელექტროენერგია არის ისეთი პროდუქტი, რომელიც გამომუშავებისთანავე მოხმარება უნდა მოხდეს, რადგან მისი შენახვა შეუძლებელიაო. დღეს ეს ყველაფერი შეცვლილია იმიტომ, რომ თანამედროვე დამგროვებელი მოწყობილობები იძლევა იმის საშუალებას, რომ წარმოებული ენერგია შევინახოთ. დაახლოებით ავტომობილის აკუმულატორი, რომ წარმოვიდგინოთ, რა თქმა უნდა ის უფრო დიდი და რთული მექანიზმია. მე მაქვს ნანახი ლიტვაში 200 მგვტ სადგური, რომელსაც ოპერირებას უწებს იქაური გადამცემი ოპერატორი და აქვს ქვესადგურებთან ახლოს იმისთვის, რომ პიკის საათებში გაზრდილი მოხმარება ამით დააკმაყოფილოს. ან მეორე, თუ ხდება გარკვეული ავარია ეს უნდა დააბალანსოს დამგროვებელი მოწყობილობით“, - აცხადებს დავით ნარმანია

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image “თეთრმა კვადრატმა” მობინადრეების ლოიალობის ბარათი „ქი ქარდი“ წარადგინა

22.06.2025.00:15

დეველოპერულმა კომპანია „თეთრმა კვადრატმა“ ოფიციალურად წარადგინა ქი ქარდი - მობინადრეებისთვის განკუთვნილი ლოიალობის ბარათი.

ქი ქარდი არის ბარათი, რომელიც ცხოვრების ახალ სტანდარტს და პრივილეგიებით სავსე ეკოსისტემას ქმნის თეთრი კვადრატის მობინადრეებისთვის. 

ბარათის წარდგენის ღონისძიებას ესწრებოდნენ “თეთრი კვადრატის” და წამყვანი პარტნიორი ბრენდების წარმომადგენლები, რომლებიც უკვე ჩაერთნენ ლოიალობის პროგრამაში.

ღონისძიების ფარგლებში “თეთრი კვადრატის“ მმართველმა პარტნიორმა, ირაკლი ბურდილაძემ სტუმრებს სიტყვით მიმართა:


„ჩვენთვის ქი ქარდი მხოლოდ ბარათი არ არის — ეს არის ცხოვრების ახალი სტილის სიმბოლო. თეთრ კვადრატში ბინის შეძენა ნიშნავს არა მხოლოდ უძრავი ქონების შეძენას,  არამედ ცხოვრების ხარისხის ახლებურ განმარტებას. ‘ქი ქარდი’ წარმოადგენს ამ ხედვის გაგრძელებას — ეს არის გასაღები იმ ეკოსისტემაში, სადაც პრემიუმ გამოცდილება ყოველდღიურობის ნაწილია. თეთრი კვადრატი არის დეველოპერული სივრცე, რომელიც არა მხოლოდ აშენებს, არამედ ქმნის — აყალიბებს სტილს, კულტურასა და გემოვნებას.“

 

პროგრამაში გაერთიანებულია 50-მდე წამყვანი ბრენდი სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის:

  • პრემიუმ ტექნიკისა და ინტერიერის ბრენდები – Miele, Design Avenue, ელიტ ელექტრონიქსი
  • ავტოინდუსტრიის ლიდერი – თეგეტა მოტორსი
  • სილამაზისა და თავის მოვლის ხაზი – NUAGE Clinique, Lutecia, 
  • ფიტნესისა და ცხოვრების სტილის სივრცეები – World Class

„ქი ქარდი“ ერთგვარი პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს სივრცეს, გამოცდილებასა და ღირებულებებს — ქმნის გარემოს, სადაც მობინადრის საჭიროებები, გემოვნება და ცხოვრების სტილი სრულად ეხმიანება თეთრი კვადრატის ხედვას.

ბარათი ხელმისაწვდომია კომპანიის მობინადრეებისა და პარტნიორებისთვის და ბენეფიტების მიღება შესაძლებელია ბარათის წარდგენისთანავე.

„ქი ქარდი“ — ახალი ცხოვრების გასაღები თეთრი კვადრატისგან.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა