მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

რა შესაძლებლობებს აძლევს ქვეყანას სააკუმულატორო ქვესადგურის მშენებლობა - დავით ნარმანია

news image

ეს რეალურად იქნება ელექტროენერგიის საცავი, ასე აფასებს სემეკის თავმჯდომარე ADB-ის დაფინანსებით დაგეგმილი პირველი სააკუმულატორო ქვესადგურის პროექტს, რომლის დაფინანსებისთვისაც აზიის განვითარების ბანკი 104 მლნ დოლარს გამოყოფს.

როგორც ADB-ში აცხადებენ, ქსნის ქვესადგურში 200მეგავატიანი/200მეგავატსაათიანი სააკუმულატორო ქვესადგურის დამატება გააძლიერებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას, შეამცირებს მეზობელ ქვეყნებზე დამოკიდებულებას და გაზრდის კერძო სექტორის ჩართულობას.

ADB-მა ასევე დაამტკიცა $400,000 გრანტი, რომელიც დაეხმარება საქართველოს შეისწავლოს პიკურ სეზონებში წარმოებული ზედმეტი ენერგიის მწვანე წყალბადად გარდაქმნის შესაძლებლობა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და შექმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს.

„ეს არის ელექტროენერგიის შემგროვებელი დიდი მოწყობილობა, რომელიც შენდება ქსნის ქვესადგურთან ახლოს. რომლის მთავარი ამოცანაც იქნება მზის ენერგია, რომელიც უხვად იქნება შუადღის განმავლობაში დაგროვდეს და გადამცემი სისტემის ოპერატორმა, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ გამოიყენოს ის პიკური მოხმარების დროს. ეს რეალურად იქნება ელექტროენერგიის საცავი. ადრე ისწავლებოდა ასე, რომ ელექტროენერგია არის ისეთი პროდუქტი, რომელიც გამომუშავებისთანავე მოხმარება უნდა მოხდეს, რადგან მისი შენახვა შეუძლებელიაო.დღეს ეს ყველაფერი შეცვლილია იმიტომ, რომ თანამედროვე დამგროვებელი მოწყობილობები იძლევა იმის საშუალებას, რომ წარმოებული ენერგია შევინახოთ. დაახლოებით ავტომობილის აკუმულატორი, რომ წარმოვიდგინოთ, რა თქმა უნდა ის უფრო დიდი და რთული მექანიზმია. მე მაქვს ნანახი ლიტვაში 200 მგვტ სადგური, რომელსაც ოპერირებას უწებს იქაური გადამცემი ოპერატორი და აქვს ქვესადგურებთან ახლოს იმისთვის, რომ პიკი საათებში გაზრდილი მოხმარება ამით დააკმაყოფილოს. ან მეორე, თუ ხდება გარკვეული ავარია ეს უნდა დააბალანსოს დამგროვებელი მოწყობილობით“, - აცხადებს დავით ნარმანია

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image „ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს

19 , 2025

დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე „ამბასადორი აილენდ ბათუმის” გუნდი ისტორიული მნიშვნელობის პროექტს წარადგენს, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად. 

 

„ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტი მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება და რეგიონის ურბანული განვითარების ახლებური სტანდარტების დადგენას მოემსახურება.

„ჩვენ ღრმად გვწამს, რომ „ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ბათუმისთვის ახლებური მომავლის ფორმირებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი რეგიონის ცნობადობის გაზრდის პროცესში. ჩვენი გუნდის ძირითად მამოტივირებელ ძალას, იმგვარი დანიშნულების ადგილის შექმნა წარმოადგენს, სადაც  სრულფასოვნად იქნება ასახული ის სულისკვეთება, რომელიც საქართველოს, როგორც ქვეყანას, განვითარებასთან და წინსვლასთან მიმართებით ახასიათებს, აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა.

საგამოფენო პერიოდში, კომპანიის წარმომადგენლები სხვადასხვა ბიზნეს პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას და სპეციალურად მოწყობილ მასშტაბურ მულტიფუნქციურ სტენდთან, კუნძულზე საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან დაინტერესებულ პირებს.

სტენდის თითოეულ სტუმარს, შესაძლებლობა ექნება კუნძულის ვირტუალურ ტურში მიიღოს მონაწილეობა. აღნიშნული ტურის სრულყოფა კი, ხელოვნური ინტელექტისა და ინტერაქციული ეკრანების საშუალებით მოხდება. 

კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს, როგორებიცაა: ბრიტანული კომპანია Arup, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არაერთი ქალაქის გეგმარებაშია ჩართული, არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა