რა შესაძლებლობას გაძლევს საქართველოს ბანკი „Back To School“- ის პერიოდში
საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის მათზე მორგებული შეთავაზებების შექმნას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ბანკი მომხმარებლებს პარტნიორ მაღაზიებში სპეციალურ პირობებს სთავაზობს.
Back To School კამპანიის ფარგლებში, PLUS, სტუდენტური და მოსწავლის ბარათებით, ასევე ნაწილ-ნაწილ გადახდისას სხვადასხვა ობიექტში ქეშბექი მოქმედებს.
PLUS შეთავაზებები
PLUS ბარათით გადახდისას, შესაძლებელია 10-ჯერ მეტი PLUS ქულის მიღება შემდეგ ობიექტებში:
გარდა ამისა, ალტაში, 6 სექტემბერს, მოხმარებლებს შეუძლიათ დაიბრუნონ გადახდილი PLUS ქულების 20%, (მაქსიმუმ 20000 ლარი).
ქვემოთჩამოთვლილ ობიექტებში კი PLUS ქულებით გადახდისას 40%-იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარის ოდენობით) მოქმედებს:
აღნიშნული შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ ფილიალებში wallet-ით გადახდისას.
შეთავაზებები ნაწილ ნაწილ გადახდისას
7-8 სექტემბერს, თბილისში, მხოლოდ სითი მოლი საბურთალოსა და სითი მოლი გლდანში, ხოლო ბათუმში, ბათუმი გრანდ მოლში, საქართველოს ბანკის ყველა პარტნიორთან, მომხმარებლებს განსაკუთრებული პირობა დახვდებათ. მათ შეუძლიათ შეარჩიონ სასურველი ნივთები, გადაიხადონ ნაწილ-ნაწილ ჯამურად 200 ლარი და დაიბრუნონ 50 ლარი.
ნაწილ-ნაწილ გადახდით სასურველ ნივთის მიღებას იმავე დღეს შეძლებენ, ხოლო გადახდას მოგვიანებით დაიწყებენ და საფასურს 4 თანაბარ ნაწილად დაფარავენ, ეფექტური 0%-ით.
შეთავაზებები საკრედიტო AmEx ბარათით გადახდისას
Back To School-ის ფარგლებში, AmEx ბარათით გადახდისას მომხმარებელები 30% MR ქულებს, მაქსიმუმ 150 ლარს დაიბრუნებენ შემდეგ ობიექტებში:
შეთავაზებები Student Card-სა და sCool Card-ზე
სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკი Back to School კამპანიის ფარგლებში მრავალფეროვან შეთავაზებებს ამზადებს. ყოველ პარასკევს Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები სხვადასხვა ობიეტში შეღავათებით ისარგებლებენ.
პირველი შეთავაზება 6 სექტემბერს extra.ge-ზე გააქტიურდება, სადაც, Student Card-ით გადახდისას, მომხმარებლები 30%-იან ქეშბექს (მაქსიმუმ 100 ლარის ოდენობით) და sCool Card-ით გადახდისას 30%-იან ქეშბექს (მაქსიმუმ 50 ლარის ოდენობით) მიიღებენ. ინფორმაციისთვის, sCool Card-ის მფლობელებმა შეთავაზება BOG sCoolApp-ში უნდა გაააქტიურონ.
იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებები Back to School პერიოდში, აქტიურად ადევნეთ თვალი მობილბანკისა და BOG sCoolApp-ის შეთავაზებების სივრცეს.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
22.05.2025.10:36
აგრობიზნესის მხარდასაჭერად და სასოფლო-სამეურნეო მიმართულების განვითარების მიზნით, საქართველოს ბანკი კამპანიას „გაამრავლე ერთი ასად“ აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში, აგრობიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, ბანკისგან ფინანსური მხარდაჭერა შეღავათიანი პირობებითა და მოქნილი გრაფიკით მიიღონ, ამასთან, თანადაფინანსებით ისარგებლონ.
კამპანიის ფარგლებში, შეღავათიანი პირობებით სარგებლობა შეუძლია სხვადასხვა მიმართულების აგრობიზნესს, რომლის მიზანი საქმიანობის გაფართოებაა, ან დამწყებ მეწარმეს, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართვა სურს. დაფინანსების მოპოვება მომხმარებლებს სხვადასხვა მიზნობრიობით შეუძლიათ. მათ შორის:
მრავალწლიანი კულტურების გასაშენებლად
ლურჯი მოცვის, თხილის, დაფნის, ვაშლის, გოგრა ბალისა და მსხლის ბაღების გაშენებისა თუ მოვლა-პატრონობისთვის. 3-4 წლის განმავლობაში მომხმარებლებს ყველა ხარჯის დაფინანსება შეღავათიანი პირობებითა და მოქნილი გრაფიკით შეუძლიათ. საგულისხმოა, რომ აგროდაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, მომხმარებელი გადახდას მოსავლის აღების შემდეგ დაიწყებს. პროდუქტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთია ლარში 15.08%, სუბსიდია კი საპროცენტო განაკვეთის 11%-მდე თანადაფინანსებას გულისხმობს.
ერთწლოვანი კულტურების მოსაყვანად
ბოსტნეულის, მარცვლეულის ან სხვა ერთწლოვანი კულტურების დასათესად, მოსაყვანად და მოსავლელად, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლონ და მიიღონ სპეციალური, მათ საჭიროებებზე მორგებული პირობები.
პროდუქტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთია 15.08%, რომელზეც 12 თვის განმავლობაში 11%-მდე სუბსიდია მოქმედებს.
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, აგრეგატების და მისაბმელი საშუალებების შესაძენად, საქართველოს ბანკი მომხმარებლებს შეღავათიან აგროკრედიტს სთავაზობს. აგროკრედიტის ფარგლებში მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ თანადაფინანსებით, წლიური 11%-მდე ოდენობით. ეფექტური საპროცენტო განაკვეთია ლარში 15.08% .
გარდა ამისა, ხელმისაწვდომია აგროკრედიტები მარნების მოსაწყობად და აგროტურიზმის განვითარებისთვის, ატმის ან ვაშლატამის ბაღების გაშენებისთვის, ან იონჯის მოსაყვანად. ყველა ტიპის აგროკრედიტზე სრული ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
“კამპანიით „გაამრავლე ერთი ასად“ გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ აგრობიზნესსა და სოფლის მეურნეობაში ჩართულ მეწარმეებს, რომ ბანკი მათ საქმიანობაში აქტიურად უჭერს მხარს. ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით სხვადასხვა სეგმენტის საჭიროებებს და ვეძებთ თანამშრომლობის გზებს შეღავათიანი დაფინანსების წყაროების შეთავაზებისთვის, რაც, საბოლოო ჯამში, ეკონომიკის გაძლიერებითა და რეგიონებში მეწარმეობის წახალისებით გამოიხატება. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და გავაგრძელებთ მომხმარებლების საქმიანობის სპეციფიკაზე მორგებული პროდუქტების შემუშავებას“, — აცხადებს თორნიკე კუპრაშვილი.