რა შედეგებით დაბრუნდა საბავშო სამოსის ბრენდი Noonkid Store - ი Pitti Immagine Bimbo - დან
„აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, ბავშვის ტანსაცმლის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა ისეთ მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა როგორიცაა, Pitti Immagine Bimbo. წარმოდგენილ ბრენდებს შორის იყო Noonkid Store - იც. გამოფენის შედეგებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, Business Insider Georgia კომპანიის თანადამფუძნებელს ნანუკა კაკაბაძეს ესაუბრა.
“ნუნქიდსი” იყო ერთ-ერთი ქართული ბრენდი, რომელიც „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით იღებდა მონაწილეობას გამოფენაში. ჩვენი სტილი არის ვინტაჟური ელემენტებით დატვირთული, გამოყენებული ქსოვილები მხოლოდ ნატურალურია და დიზაინი მაქსიმალურად მორგებული ბავშვების საჭიროებებს. კოლექციის შექმნისას ყოველთვის ვითვალისწინებთ სეზონის შესაბამის ტრენდებს, საჭიროებებს და პრაქტიკულობას, რადგან ჩვენი სამოსი ვინტაჟურ სტილთან ერთად აუცილებელია იყოს მარტივად გამოსაყენებელი ნებისმიერი ღირსშესანიშნავი დღის თუ ყოველდღიური აქტივობებისთვის. შესაბამისად, ჩვენმა უახლესმა კოლექციამ დაიმსახურა არაერთი კომპლიმენტი და დადებითი შეფასება იტალიურ გამოფენაზე, ლოკალური თუ საერთაშორისო ბაზრის წარმომადგენლებისგან.
ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკბებები იტალიურ მაღაზიებთან, ასევე, გვაქვს შემოთავაზებები აზიური ქვეყნებიდან და ახლა უკვე ამერიკიდან “, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.
კომპანია გეგმავს საექსპორტო ბაზრების გაფართოებას, როგორც იტალიაში, ასევე ამერიკაში.
„ჩვენი უახლოესი სამომავლო გეგმა მოიცავს ექსპორტის განხორციელებას იტალიაში, შემდეგ კი ნიუ იორკში. ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით და „ნუნქიდსი“ გახდეს ერთ-ერთი წარმატებული ექსპორტიორი ბრენდი საქართველოდან “, - აცხადებს ნანუკა კაკაბაძე.
ცნობისთვის, „ნუნქიდსი“ არის ხელნაკეთი ეკო-მეგობრული ბრენდი ბავშვებისთვის, რომელიც მზადდება მხოლოდ 100% ბუნებრივი ქსოვილებისგან. ეს არ არის მასობრივი წარმოება. თითოეულ მოდელს მხოლოდ რამდენიმე ერთეული აქვს. ბრენდი მოიცავს როგორც გოგონების და ბიჭების ტანსაცმელს, ასევე უნისექს მოდელებს, ჩვილობიდან 14 წლამდე.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
29.07.2025.18:15
ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქმა, სკოპიემ, ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლა, სადაც საქართველო 36 სპორტსმენით, 9 სახეობაში იყო წარმოდგენილი.
საერთო ჯამში, ჩვენმა სპორტსმენებმა 7 მედალს მოუყარეს თავი: 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო. პირველი 4 საშეჯიბრო დღის განმავლობაში, ახალგაზრდა ჯუდოკები 3 ბრინჯაოსა და 1 ვერცხლის მედალს დაეუფლნენ. კვარცხლბეკზე საბა ბოლქვაძე, ვახტანგ ჭიაბერაშვილი, გიორგი მუმლაძე და ვასილ გამეზარდაშვილი (ვერცხლი) ავიდნენ.
მე-5 დღეს, ბრინჯაოს პრიზიორი იოანე აბალაკი (+90კგ.) გახდა, რომელმაც მეოთხედფინალური დაპირისპირება ჩეხ მელიჩარ შკოდასთან დათმო, თუმცა შემდეგ, რეპეშაჟის გავლით, ზედიზედ 4 გამარჯვება მოიპოვა და სერბი პეტარ ნოვაკოვიჩის დამარცხების შედეგად, ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ოქროს მედლის მოპოვებასთან ახლოს იყო გიორგი ზურაბაშვილი (-90კგ.), რომელიც ფინალურ შეხვედრამდე, მთავარი გამარჯვებისკენ დომინანტურად მიიწევდა, თუმცა ბოლო შეხვედრა ლიტველ მაიუს გენისთან დათმო და ვერცხლის პრიზიორი გახდა.
ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ტაეკვანდოისტი ნიკა ღოღობერიძეც (-73კგ.), რომელმაც გზად ბოსნიელი, უნგრელი, ესპანელი და ლიეტუველი მეტოქეები დაამარცხა, თუმცა ფინალურ შეხვედრაში, თურქ მეტოქესთან, ბუგრა კოშგუნგონიულთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა და გახდა ერთადერთი სპორტსმენი ჯუდოს მიღმა, რომელმაც საქართველოს შემადგენლობაში მედალი მოიპოვა.
ტურნირის დასკვნით დღეს, საქართველო ჯუდოს შერეულ გუნდურ პირველობაზე გადაერთო. ვაჟებითა და ქალებით დაკომპლექტებული ჩვენი შემადგენლობა ასეთი გახლდათ: მარიამ წურწუმია, ვახტანგ ჭიაბერაშვილი, ნანა გულბიანი, გიორგი მუმლაძე, ნინი ძაგანია და იოანე აბალაკი.
ჩვენმა ჯუდოკებმა ასპარეზობა შესანიშნავად დაიწყეს: იოლად დაამარცხეს ლიეტუველი (4:0) და უკრაინელი (4:1) თანატოლები, თუმცა სერბეთთან მარცხის (1:4) შემდეგ, საფრანგეთთან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა გააგრძელეს. შეხვედრები უკიდურესად დაძაბული გამოდგა და იქიდან გამომდინარე, რომ 6-მა დაპირისპირებამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ნინი ძაგანიას (+63კგ.)
“გოლდენ სქორში” მეორე შეხვედრის გამართვა მოუწია, სადაც, სამწუხაროდ, გამარჯვება ვერ მოიპოვა. უნდა აღინიშნოს, რომ შერეულ გუნდურ პირველობაზე, შესანიშნავად იასპარეზა ბრინჯაოს პრიზიორმა იოანე აბალაკმა, რომელმაც 3 შეხვედრა გამართა და სამივე გამარჯვებით დაასრულა.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ ოლიმპიელებს. საქართველოს ბანკი ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია.