მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7087.9
0.0064
flag
AZN 1.5883
-0.0007
flag
CNY 38.201
-0.0005
flag
EUR 3.1461
-0.0061
flag
GBP 3.6017
-0.0039
flag
KZT 53.53
-0.0035
flag
TRY 0.0635
-0.0001
flag
USD 2.7005
-0.0011

რა შედეგებით დაბრუნდა ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია „მაისი“ FHA - დან

news image

სააგენტოსაწარმოე საქართველოშიმხარდაჭერით, სინგაპურში, აზიის წამყვან საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო გამოფენაზე FHA (Food & Beverage Trade Show), 10-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. მათ შორის იყო ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანიამაისი“.  გამოფენის შედეგებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, Business Insider Georgia კომპანიის თანადამფუძნებელს მარიამ ქოიავას ესაუბრა. მისივე თქმით, კომპანიისთვის ძალიან საინტერესო იყო მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გამოფენაზე წარდგენა და საკუთარი პროდუქციის გაცნობა პოტენციური პარტნიორობის მიზნით.

ზოგადად, სინგაპურის გამოფენა ქართველი მეწარმეებისთვის იყო პირველი. საქართველო პირველად იყო წარმოდგენილი FHA (Food & Beverage Trade Show) -ზე. რეგიონი არის ძალიან საინტერესო და პერსპექტიული, როგორც ნიშური,ასევე კონკურენტული პროდუქტებისთვის. ამასთანავე, არის საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული და ამ რეგიონის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ჰაბად ითვლება სინგაპური. თვითონ სინგაპურიც საკმაოდ საინტერესოა იმის გათვალისწინებით თუ რაოდენ პატარა ადგილს იკავებს ეს ქვეყანა, მოსახლეობით 6 000 000 ადამიანი. ეს ბაზარი ძალიან მაღალი მხარჯველობით უნარიანობით გამოირჩევა. მათი GDP per capita არის 85 000 დოლარამდე, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებლია და ხდის ამ ქვეყანას ერთ-ერთ მიმზიდველ ქვეყანად. ამიტომ მგონია, რომ ძალიან კარგი იყო პირველი ნაბიჯის გადადგმა ამ ბაზარზე. სულ 10 ქართველი მწარმოებელი ვიყავით წარმოდგენილი და მგონია რომ ამ ბაზრის მოსასინჯად და პირველი ნაბიჯების გადასადგემლად აუცილებელი ნაბიჯი იყო და ძალიან კარგია რომაწარმოე საქართველოშიმოგვცა ეს შესაძლებლობა და ვიყავით იქ წარდგენილები. ზოგადად, ძალიან რთულია გამოფენის შეფასება ერთი ან ორი კვირის შემდეგ. მთავარი არის ის რომ ინტერესი იყო, ახალი კონტაქტებიც შევიძინეთ, რომელთანაც გავაგრძელებთ მომდევნო თვეების განმავლობაში მუშაობას და ცალსახად, დიდი იმედი გვაქვს რომ წარმატებით ანუ ამ შემთხვევაში იმ რეგიონში ექსპორტით დასრულდება, თუმცა წინასწარ მოლოდინის შექმნა რთულია რადგან ძალიან ბევრ ფაქტორზე არის დამოკიდებული საბოლოო ჯამში კონკრეტულ ქვეყანაში საქართველოდან ექსპორტი წავა თუ არა მაგრამ მოლოდინი პოზიტიური ნამდვილად გვაქვს.

 

ცნობისთვის, ღონისძიებას ყოველწლიურად 57,000-ზე მეტი პროფესიონალი ვიზიტორი ესწრება, ხოლო მონაწილე კომპანიების რაოდენობა 2,000-ს აღემატება.

FHA – Food & Beverage Trade Show აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა საკვები და სასმელი პროდუქტების ინდუსტრიაში. ღონისძიება მსოფლიო ბრენდებს, მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და სავაჭრო პარტნიორებს აერთიანებს.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image SOLO-ს საახალწლო შეთავაზება მომხმარებლებს: შეხვდით 31 დეკემბერს Rooms Batumi-ში სტეფანესთან ერთად

05.12.2025.18:42

31 დეკემბერს, Rooms Batumi ახალ წელს Stephane-სთან ერთად ხვდება. ღონისძიების მხარდამჭერია SOLO და Visa. 

სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ არტისტის ახალ და ძველ, ყველასთვის კარგად ნაცნობ სიმღერებს, რომლებიც ელექტრონული, პოპ, ბლუზ, დისკო და ფანკის ელემენტებს აერთიანებენ.

1 იანვარს ღონისძიება გაგრძელდება Day Party-ით, გუგა ხელაიასთან ერთად.

ამასთან, SOLO-ს მომხმარებლებისთვის მოქმედებს სპეციალური შეთავაზება, რომლის ფარგლებშიც, 10 დეკემბრამდე, სასტუმროს SOLO Visa ბარათით დაჯავშნის შემთხვევაში, ოთახებზე იმოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.

ინფორმაციისთვის, ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ Rooms Batumi-ს სტუმრებისთვის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა