რა შედეგებით დაბრუნდა IkoKids-ი Pitti Immagine Bimbo-დან
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, ბავშვის ტანსაცმლის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა ისეთ მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა როგორიცაა, Pitti Immagine Bimbo. წარმოდგენილ ბრენდებს შორის იყო IkoKids -იც. გამოფენის შედეგებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ია შენგელიას ესაუბრა.
„ძალიან კარგი გამოცდილება იყო ჩვენთვის, მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ უკვე ვიყავით მსგავს გამოფენაზე, თუმცა Pitti Immagine Bimbo სრულიად განსხვავებული და ძალიან საინტერესო იყო.
განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ის, რომ ჩვენმა სათამაშოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. ეს ჩვენთვის ერთგვარი მოტივაციაა. გამოფენაზე, განსხვავებული აუდიტორია იყო წარმოდგენილი, ადამიანები, რომლებიც დიდი ინტერესით ათვალიერებდნენ და აფასებდნენ ჩვენს პროდუქციას.
გამოფენიდან წამოვიღეთ მნიშვნელოვანი კონტაქტები. კონკრეტულ ნაბიჯები ექსპორტის მიმართულებით ჯერ არ გადადგმულა, თუმცა მათთან აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
ცნობისთვის, IkoKids -ი ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს. ასორტიმენტი მოიცავს საბავშვო პროდუქციას, რომელიც არის ხელნაკეთი და მზადდება ბუნებრივი ტექსტილით.
სხვა სიახლეები
ლიბერთი ბანკის სათაო შენობაში დაფიქსირდა ხანძრის შემთხვევა, რომლის აღმოჩენა და ლოკალიზაცია მოხდა ადრეულ ეტაპზე - განცხადება
03.03.2026.08:07