მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7239.8
0.0232
flag
AZN 1.5842
-0.0003
flag
CNY 39.397
-0.0013
flag
EUR 3.1505
0.0041
flag
GBP 3.6329
-0.0005
flag
KZT 58.03
0.0004
flag
TRY 0.0598
-0.0002
flag
USD 2.6932
-0.0004

რა იცით საქართველოში #1 ლოიალობის პროგრამა PLUS -ს შესახებ

news image

საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამა PLUS-ით უკვე 900 000-მდე ადამიანი სარგებლობს. პროგრამა გამორჩეული და უნიკალურია, რადგან ერთის მხრივ, ის მომხმარებლების წახალისებას ისახავს მიზნად, მეორეს მხრივ კი - მცირე და საშუალო ბიზნესს ეხმარება განვითარებაში, უზრდის ცნობადობას და შესაძლებლობას აძლევს, შეიძინოს ლოიალური მომხმარებლები.

PLUS ერთდროულად ქმნის ღირებულებას მომხმარებლისთვის, ბიზნესისთვის და ქვეყნის ეკონომიკისთვის.

რა არის PLUS ლოიალობის პროგრამა

PLUS საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამაა, რომელიც მომხმარებლებს თანხის ხარჯვის პარალელურად, PLUS ქულების დააგროვების და ბანკის პარტნიორ ობიექტში დამატებითი ბენეფიტების მიღების შესაძლებლობას აძლევს, მათ შორის: მეტი PLUS ქულის დაგროვების, სპეციალური ფასდაკლების და ქეშბექის შეთავაზებებს.

როგორ მუშაობს PLUS

ლოიალობის პროგრამაში ჩართულია ყველა, ვისაც საქართველოს ბანკის ბარათი აქვს. თუ მომხმარებელი საქართველოს ბანკის პოსტერმინალზე, საქართველოს ბანკის ბარათით შეასრულებს გადახდებს, ყოველი გადახდისას მათ PLUS ქულები ერიცხებათ. PLUS ქულები გროვდება ყველა ტიპის გადახდაზე. თუმცა, PLUS ბარათით გადახდისას მომხმარებელი ყოველთვის კიდევ უფრო მეტ PLUS ქულას აგროვებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ბარათით გადახდისას.

PLUS შეთავაზებები

PLUS ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, ბანკი წლის განმავლობაში მომხმარებლებს სხვადასხვა წამახალისებელ შეთავაზებას უკეთებს. PLUS ცდილობს წლის ნებისმიერ მონაკვეთში, საჭირო პროდუქტებსა თუ სერვისებზე რელევანტური შეთავაზებები დაახვედროს მომხმარებლებს.

შეთავაზებებს შორის აღსანიშნავია:

• ახალი წლის შეთავაზებები;
• გაზაფხულის დღესასწაულების შეთავაზები;
• სააღდგომო შეთავაზებები;
• PLUS დაბადების დღის მოსამზადებელი შეთავაზებები;
• PLUS დაბადების დღის წლის საუკეთესო შეთავაზება;
• საზაფხულო & დასვენების შეთავაზებები;
• Back to school შეთავაზებები;
• Black Friday შეთავაზებები;
• ყოველთვიური გასააქტიურებელი შეთავაზებები და სხვა.

ასევე, PLUS მომხმარებლებს ყოველდღიური მომსახურების კატეგორიის ობიექტებშიც, როგორიცაა ბენზინგასამართი სადგურები, ფარმაცია, მარკეტები, კვება, გამოძახების სერვისები და ა.შ. მუდმივად განახლებად შეთავაზებებს უკეთებს.

PLUS დაბადების დღე

5 ივლისი PLUS-ის დაბადების დღეა. წლიდან-წლამდე ეს დღე შოპინგის ნამდვილ დღესასწაულად გადაიქცა. 5 ივლისს როგორც მომხმარებლები, ასევე ბიზნესის წარმომადგენლები, მთელი წლის განმავლობაში ელოდებიან. ის ბიზნესებისთვის განსაკუთრებული შესაძლებლობაა რადგან, 2024-2025 წლებში პარტნიორ ობიექტებში გადახდების მიმართულებით 63%-იანი ზრდა იყო. PLUS დაბადების დღეზე მომხმარებლებმა 170 000-ჯერ გადაიხადეს, მიიღეს განსაკუთრებული შეთავაზებები და სასურველი პროდუქტი თუ ნივთი 50%-იანი ფასდაკლებით შეიძინეს.

იმისთვის რომ მომხმარებლები PLUS-ის დაბადების დღეს მომზადებული შეხვდნენ, საქართველოს ბანკი მომხმარებლებს მთელი წლის განმავლობაში არაერთ საინტერესო შეთავაზებას უკეთებს.

არ გამოგრჩეთ, თვალი ადევნეთ შეთავაზებებს მობილბანკის შეთავაზებების სივრცეში და offers.bog.ge-ზე მითუმეტეს, რომ შავი პარასკევი არც ისე შორსაა.

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ბიზნესმენ ბექა გონაშვილის განცხადებით, ქართულ პროდუქტს ქართულ ბაზარზე მყარად დამკვიდრებაში ხელს ფერმერების ცოდნის ნაკლებობა უშლის

25.04.2026.22:39

ფერმერი და ბიზნესმენი ბექა გონაშვილი მიიჩნევს, რომ ქართულ პროდუქტს ქართულ ბაზარზე მყარად დამკვიდრებაში ხელს ფერმერების ცოდნა უშლის.

“ქვეყანაში იმპორტით შემოგვყავს მაღალპროდუქტიული ძროხა, დედალ ხბოს მერძეული ფერმების უმეტესობა თვითონ ვერ ზრდის. ერთი ძროხა დღეს დაახლოებით 11 000 ლარი ჯდება. ერთ ძროხას შეუძლია წელიწადში 4 000 ლარის მოგება მოუტანოს ფერმერს. ანუ გამოდის 3 წელი უნდა წველოს, რომ თვითღირებულება ამოიღოს, მაშინ როდესაც ის ძროხა თვითონ რომ გაზარდონ, მაქსიმუმ 3 500 ლარი ექნებათ თვითღირებულება. ამას თუ არ ვისწავლით, მეცხოველეობას ვერ განვავითარებთ. იგივეა მებაღეობაში, მემცენარეობაში. ნელ-ნელა ვისწავლეთ უკვე კახეთში ხორბლის მოყვანა, მაგრამ ამას წლები დასჭირდა. აქაც ზოგიერთმა კარგმა პროექტმა იმუშავა ”, - განაცხადა გონაშვილმა.

გონაშვილს მიაჩნია, რომ ქვეყანას მეცხოველეობაშიც და ხორცის წარმოებაშიც ბევრი რამის “გადატეხვა” შეუძლია.

“ყოველ ორ კვირაში ფასი იმატებს და „ვაიმე რატომ იმატებს“? მოიმატებს, ფიზიკურად ცხოველი აღარ არის ქვეყანაში, რომელსაც ხორცად აქცევ. ამ დროს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ევროპაში ცოცხალი წონის ფასი 7 ევროზე არის ასული, მთელს მსოფლიოში ცხოველის დეფიციტია, ამას FAO (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) ამბობდა 10 წლის წინ”, - აღნიშნა ბიზნესმენმა.

ფერმერი გამოსავალს ქვეყანაში ცოდნის შემოტანაში ხედავს.

“შენ თუ გინდა შენი წარმოება გაზარდო, ცოდნა უნდა შემოიტანო ქვეყანაში. ცოდნა რომ შემოვიტანოთ ბიზნესი უნდა გამსხვილდეს, სამინისტროს როლს ვხედავ როგორც ფასილიტატორის”, - აღნიშნა ბექა გონაშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა