რა ღირს პირველადი მოხმარების პროდუქტები საბითუმო ბაზარზე და გაიაფების კიდევ რა რესურსია - იმპორტიორი
წიწიბურა, ბრინჯი, შაქარი და ზეთი იმ პროდუქტების სიაშია, რომელიც მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოს საბითუმო ბაზარზე ყველაზე მეტად გაიაფდა.
Business Insider Georgia სურსათის ერთ-ერთ იმპორტიორთან შეეცადა გარკვევას, რეალურად რა რესურსი არსებობს ფასების კიდევ უფრო შესამცირებლად.
როგორც იმპორტიორი თენგიზ ფაცაცია ამბობს, გაიაფების პროცესი ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბერში დაიწყო და ტენდენცია არ შეცვლილა.
კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში საბითუმო ბაზარზე 1 კგ. წიწიბურას ფასი 2,80 ლარით შემცირდა, 70-80 თეთრით 2,24 ლარამდე გაიაფდა შაქარი, ხოლო ზეთისა და ბრინჯის ფასი თითქმის განახევრდა.
„გლობალურ ბაზრებზე ტენდენცია ბოლო თვეების განმავლობაში შეუქცევადია, რაც სავაჭრო ქსელებმა სათანადოდ ვერ ასახეს. საქართველოში პროდუქტები ძირითადად აქციის ფარგლებში იაფდება, მათ შორის, შიდა კონკურენციის გამოც, თუმცა ვითარება სახარბიელო მაინც არ არის. შეღავათს რეალურად ვერავინ გრძნობს.
ერთ-ერთი გამონაკლისია შაქარი, რომლის ფასიც საქართველოში მეტ-ნაკლებად ადეკვატურია.
ჩვენს საბითუმო ბაზარზე 1 კილოგრამი შაქარი 2,24 ლარად გაგვაქვს, სავაჭრო ქსელებში დაახლოებით 25-30 თეთრიანი ფასნამატით იყიდება. ამ დროს შაქარი იმდენად მოთხოვნადი პროდუქტია, რომ ფასნამატი 5-7 თეთრს არ უნდა აღემატებოდეს.
წიწიბურა 2022 წლის დეკემბერში 5 ლარი ღირდა საბითუმო ბაზარზე და ახლა 2,25 ლარია. ბრინჯისა და ზეთის ფასებმაც მკვეთრად შეიცვალა", - ამბობს თენგიზ ფაცაცია.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, როცა რითეილ ბაზარზე ძირითადი დასახელების სურსათზე ფასები შემცირდება, შესაძლოა, სხვა ნაკლებად მოთხოვნადი პროდუქტები გააძვირონ, რის საფრთხეც არსებობს.
„ხშირად რითეილს არასწორად უჭირავს ფასი და მოუწევთ მთავრობის მიერ დადგენილ წესებს დაემორჩილონ, რადგან სამწუხაროდ მომხმარებელს სხვა ვერაფერი დაიცავს მაღალი ფასებისგან. მაგრამ არის რისკის შემცველი სხვა გარემოებაც: კერძოდ, თუ ერთი სახეობა გაძვირდა, არ არის გამორიცხული, სხვა დანარჩენი პროდუქტები გააძვირონ, მაგალითად, წიწიბურას გააიაფებენ, მაგრამ შესაძლოა, ოსპზე ფასი გაზარდონ, რომელზეც ნაკლები მოთხოვნაა. ამიტომ კარგი იქნება, თუ უფრო საფუძვლიანად შეისწავლიან რითეილ ბაზრის ქცევის წესებს, რათა მომხმარებელი მეტად იყოს დაცული მათი საფასო პოლიტიკისგან", - ამბობს ფაცაცია Business Insider Georgia - სთან.
რითეილის ბაზარს საფასო პოლიტიკის შეცვლისკენ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოუწოდა. პრემიერის მოთხოვნაა, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები შემცირდეს.
კონკურენციის სააგენტო გამოყოფს კონკრეტული დასახელების 10-12 სოციალურ პროდუქტს, რომელზეც მოხდება სამუშაო ჯგუფის მიერ გარკვეული დამატებითი შეღავათების შემუშავება.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
09.05.2025.12:20
კონკურენცია ნებისმიერ შემთხვევაში არის მამოძრავებელი ყველაფრის, თუ კონკურენცია არ არის იქ განვითარება არ იქნება, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკური ფორუმის მე-19 დისკუსიაზე სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძემ სექტორში კონკურენციის შეფასებისას.
„კონკურენცია ნებისმიერ შემთხვევაში არის მამოძრავებელი ყველაფრის. კონკურენცია თუ არ არის, იქ განვითარება არ იქნება იმიტომ, რომ მონოპოლისტურ სისტემებს ნაკლები განვითარება ახასიათებს. იმიტომ, რომ სტიმული ნაკლებია. ჩვენს შემთხვევაში თუ იმას გულისხმობთ, რომ ჩვენი კომპანია არის საქართველოში ყველაზე მსხვილი საინვესტიციო კომპანიის შემადგენლობაში, ამ შემთხვევაში ჩვენ კონკურენცია გვაქვს ჩვენს ინსტიტუციაში შემოვალ კომპანიებთან. ჩვენ თვითონ გაქვს ერთმანეთთან კონკურენცია. იქიდან გამომდინარე უფრო ბიზნეს მოდელს გავყვებოდი, რა არის ინტერესი სადაზღვევო კომპანიების, რომლებიც ბაზარზე ოპერირებენ. თუ თვითმყოფადობა ინტერესია, ანუ თვითმყოფადი და დამოუკიდებელი იყოს ყველა მაშინ ეს საკითხი ნაკლებად მტკივნეულია. რადგანაც თუ არ განვითარდი კონკურენციაში სხვა აუცილებლად დაგჯაბნის. ფიცი-მტკიცი, რომ არ დავიწყო, ძალიან რთულია და თვითმყოფადობის მაძიებელი კომპანია, მათ შორის ჩვენს ჯგუფში, ის ისწრაფვის საკუთარი მყოფადობისკენ და შესაბამისად შესაძლებელია, რომ ჩვენ მოლაპარაკება მათთანაც ხისტი გვქონდეს. იმიტომ, რომ ჩვენ მივიღოთ ის პირობები რაც გვჭირდება. ამიტომ ამ კუთხით ჯერჯერობით საქმე მარტივი არ არის. პირიქით, საკმაოდ რთულია ამის მიღწევა, რადგანაც ყველა იღვწის იმისთვის, რომ საკუთარი თავი დაიმკვიდროს.
თუ კი სადმე, რამე კუთხით კონკურენცია იზღუდება ამას თავის რეაგირება აქვს ხოლმე. ჩვენ როცა ვმოქმედებთ ვმოქმედებთ იმ საკანონმდებლო ჩარჩოში რაც გაქვს და შესაბამისად ბაზარს ეტყობა, როგორი კონკურენტულია“, - განაცხადა „არდის“ გენერალურმა დირექტორმა.
მიხეილ ჯაფარიძის თქმით, საქართველოში სადაზღვევო ინდუსტრია ყველაზე დაბალ მარჟიანი ინდუსტრიაა.
„ის არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალ მარჟიანი. ამას კი იწვევს კონკურენცია. რომ შევხედოთ სადაზღვევო კომპანია თუ რა რესურსებს ხარჯავს იმისათვის, რომ უამრავი საზედამხედველო ნორმები ჰქონდეს დაკმაყოფილებული და მერე შევხედოთ სადაზღვევო კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებს სამწუხაროდ ასე მარტივი არ არის. ჯანდაცვის სექტორში ერთ-ერთი დიდი საზრუნავი არის ის, რომ კერძო ჯანმრთელობის დაზღვევის საფასური იზრდება და კიდევ უფრო გაიზრდება. ეს დინამიკა იქნება კიდევ უფრო მზარდი და ტემპი კიდევ უფრო გაიზრდება. იმიტომ, რომ სინერგია ჯერჯერობით ვერ ხდება და იმედი მაქვს მოხდება და სამედიცინო სექტორის გაძვირება ძირითადად გაიზრდება ჯიბიდან გადამხდელზე და სადაზღვევო კომპანიაზე. სხვაგან ფასები ძირითადად ფიქსირებულია. აქედან გამომდინარე მთელი ტვირთი გადადის ამ ორი მიმართულებით. ჩვენ ამას განვიცდით, იმიტომ, რომ ფასი იზრდება სადაზღვევო კომპანია ვერ ხეირობს და პირიქით უფრო ზარალდება და გეტყვით რატომ. სადაზღვევო კომპანიის კონტრაქტები არის 12 თვიანი. თქვენ დაეზღვიეთ და როგორც წესი კონტრაქტი ჩაამთავრა სადაზღვევო კომპანიამ იმ ფასით, რომლითაც თქვენ დაგაზღვიათ. სადაზღვევო კომპანიას შუა წელიწადში ყველაფერი ეცვლება. ყველაფერი თავდაყირა უდგება იმის მიხედვით თუ რა ტიპის გამოწვევაა. შესაბამისად ბოლოში რომ მიდის და კონტრაქტის განახლებაზე იქ უკვე სადაზღვევო კომპანია მისდევს არა იმას თუ რა იქნება მომავალ წელს, არამედ რა იყოს წინა წელს. სადაზღვევო ინდუსტრია ყველაზე გამჭვირვალე ინდუსტრიაა და მონაცემებს, რომ ჩავხედოთ დაინახავთ, რომ ან მარჟა არ არის, ან ძალიან მინიმალურია. თუ შევხედავთ ნებაყოფლობით დაზღვევას ძალიან მწირი ინდუსტრიაა. ამიტომ კონკურენცია უნდა იყოს ნებისმიერ შემთხვევაში დაცული. ჩვენ გვყავს შესაბამისი ორგანოები და თუ რაიმე ამ მხრივ იქნება პრობლემური რეაგირებაც უნდა ჰქონდეს. ჯერჯერობით ჩვენ გამოწვევა გაქვს კონკურენციის ძალიან დიდი სიჭარბე, რომელიც ამ მარჟას უფრო ქვემოთ წევს“, - განაცხადა მიხეილ ჯაფარიძემ.