მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7054.4
0.0075
flag
AZN 1.6163
0.0003
flag
CNY 37.788
-0.0009
flag
EUR 3.1167
0.0029
flag
GBP 3.6566
0.0041
flag
KZT 53.11
-0.0012
flag
TRY 0.0712
-0.0001
flag
USD 2.7477
-0.0006

რა გეგმები აქვს ბიო მარწყვის მწარმოებელ „პლანტველს“ და სად ყიდის კომპანია პროდუქციას

news image

მარწყვის წარმოებაში ბიო სერტიფიკატის მფლობელმა კომპანიამ პლანტველი / PlantValley / Biofarm ბაზარზე მარწყვი უკვე გამოიტანა. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის დამფუძნებელს მანანა ანჯაფარიძემ განაცხადა, „პლანტველის“ მარწყვი ერთი კვირაა რაც უკვე აგროჰაბში“ იყიდება და მოსავლის ზრდის პარალელურად მათი მიწოდება მალე სხვა ქსელებისთვისაც მოხდება.

„პლანტველის“ დამფუძნებლის თქმით, კომპანიას წელს მარწყვის გაძვირება 3-5%-ით მოუწია, რაც თავის მხრივ შესაფუთი მასალების და ბიოპრეპარატების გაძვირებამ განაპირობა.

„ერთი კვირაა რაც დავიწყეთ ქსელებში მიწოდება. პირველი მიწოდება განვახორციელეთ „აგროჰაბში“ და „აგროჰაბის“ ყველა ფილიალში „პლანტველის“ მარწყვი უკვე შეგვაქვს. როგორც იცით მოსავლის აღება ჯერ მცირე რაოდენობით იწყება და შემდეგ ემატება და ემატება მოსავალი. რამდენიმე დღეში უკვე სხვა სავაჭრო ქსელებსაც ჩავრთავთ. „აგროჰაბის“ გარდა ჩვენს მარწყვს მივაწვდით „კარფურს“ და „გუდვილს“.

შარშანდელთან შედარებით წელს ფასების ცოტა გაზრდა მოგვიწია, რადგანაც გაიზარდა ბიოპრეპარატების და შესაფუთი მასალების ღირებულება“, - აღნიშნავს მანანა ანჯაფარიძე.

2024 წელს „პლანტველმა“ ბაზარს 70 ტონა მარწყვი მიაწოდა, საიდანაც დიდი ნაწილის რეალიზაცია სავაჭრო ქსელებში მოხდა, ხოლო მცირე ნაწილის აგრო მაღაზიებში. მომავალ წელს კომპანია მარწყვის ნარგავების ზრდას აპირებს.

„წელს მარწყვის ნარგავების რაოდენობა არ გაგვიზრდია, თუმცა მომავალ წელს ვაპირებთ. წელს შედარებით მეტი მოსავლის მიღებას ვარაუდობთ, რადგანაც შარშან ნაწილი შედარებით ახალი ნარგავები გვქონდა.

ჩვენ ექსპორტზე არ გავდივართ, რადგანაც საექსპორტო მარწყვს სჭირდება სათანადო სამაცივრე, გამაგრილებელი და შემნახველი მეურნეობა, რომ ის ექსპორტისთვის მომზადდეს. ჩვენ ასეთი ფართები არ გაქვს და შესაბამისად მარწყვს ფრეშად ვყიდით.

ამ ეტაპზე ჩვენ ჯამური ფართობია 6 ჰა, სადაც შერეული ნარგაობა გაქვს. აქედან გვირაბული ტიპის სათბური გაქვს 2 ჰა-ზე და მომავალ წელს გვინდა, რომ 1 ჰა კიდევ დავამატოთ.

ჩვენი მარწყვი ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე მოსავალს იძლევა. ამ ჯიშის მარწყვს რამდენიმე ტალღა ახასიათებს. მეურნეობაში გაქვს ასევე სხვადასხვა ხეხილი და კომერციული თვალსაზრისით შარშან საცდელად გავაკეთეთ ბოსტანი 1000 კვ-ზე და საკმაოდ გაამართლა. წელს ვგეგმავთ ამ ბოსტნის ტერიტორიის გაფართოებას. სათესლე მასალა ჩამოვიტანეთ გერმანიიდან, რადგანაც ბიო სერტიფიცირებული ტესლები საქართველოში არ არის. რეალურად ყველაფერი გერმანიიდან და ნიდერლანდებიდან ჩამოვიტანეთ“, - განმარტავს მანანა ანჯაფარიძე.

„პლანტველი“ პირველი მარწყვის მწარმოებელი მეურნეობაა, რომელმაც ბიო სერტიფიკატი აიღო. კომპანიაში განმარტავენ, რომ ბაზარზე „ბიო პროდუქტით“ სხვა კომპანიებიც „პოზიციონირებენ“, თუმცა რეალურად მათ მასერტიფიცირებლისგან მსგავსი სერტიფიკატი მინიჭებული არ აქვთ.

„ამ დროისათვის როგორც ვიცი ბიო სერტიფიცირებულ მარწყვს სხვა მაწარმოებელი არ ყიდის. თუმცა სიტყვიერად ბევრი კომპანია ამბობს, რომ ბიო სერტიფიკატი აქვს. თუ მასერტიფიცირებელი არ გაძლეს სერტიფიკატს და არ გადიხარ იმ სათანადო, საჭირო გზას, რომელსაც ითხოვს მასერტიფიცირებელი, არ გადიხარ კონტროლს და შენი პროდუქცია არ გადის ლაბორატორიულ კვლევას, სიტყვიერად საუბარი, რომ ბიო ხარ ეს არს ტყუილი“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

“პლანტველის“ მეურნეობა მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მისაქციელში მდებარეობს.

„პლანტველის“ დამფუძნებელი, რომელიც იმავდროულად მაწყვეს მწარმოებელთა ასოციაციის დამფუძნებელიცაა აცხადებს, რომ „საქართველოში მარწყვის სექტორი სავალალო მდგომარეობაშია და არავინ არ გვიწყობს ხელს. არც საგრანტო პროგრამაშია შესული“. თუმცა, როგორც მანანა ანჯაფარიძე აცხადებს, ბოლო პერიოდში სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან იყო კომუნიკაცია და მომავალ კვირაში ასოციაციის წევრებს უკვე სამინისტროში მოუსმენენ.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image რას ნიშნავს პედაგოგებისთვის მასწავლებლის ეროვნული ჯილდო? - ინტერვიუ დაჩი ნანობაშვილთან

06.05.2025.12:59

მასწავლებლობა საპასუხისმგებლო, რთული და შრომატევადი პროფესიაა - განსხვავებული საჭიროებების მქონე ასობით მოსწავლე, დატვირთული საგაკვეთილო პროცესი, უწყვეტი პასუხისმგებლობა ახალგაზრდა თაობის აღზრდასა და განვითარებაზე... 

მასწავლებლების პროფესიის დაფასებისა და მათი მოტივაციისთვის, უკვე მეცხრე წელია, მასწავლებლების ეროვნული ჯილდო, საერთაშორისო „The Global Teacher Prize“-ის ფარგლებში, კონკურსს ახორციელებს. პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.

ინიციატივის მიზანი იმ გამორჩეული მასწავლებლების გამოვლენაა, რომლებიც განათლების სფეროში პოზიტიურ ცვლილებებს ახორციელებენ და მოსწავლეებისთვის განათლების მიღების სრულიად ახალ გამოცდილებას ქმნიან. 

მასწავლებლების ჯილდოს ათეულთა წევრია დაჩი ნანობაშვილი, რომელიც საკუთარი გამოცდილების შესახებ გვესაუბრება. 

როგორც იხსენებს, მან თავდაპირველად კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა, ფიქრობდა, ისეთს არაფერს აკეთებდა, რომ საკუთარი თავი საზოგადოებისთვის წარედგინა. შემდეგ სკოლის ადმინისტრაციამ დაითანხმა, შეევსო აპლიკაცია.

„როდესაც აპლიკაციის შევსება დავიწყე და დასმულ შეკითხვებს პასუხი გავეცი, მაშინ გვერდიდან შევხედე საკუთარ საქმიანობას და მივხვდი, რომ არც თუ ისე ცოტა რამეს ვაკეთებ და - არც თუ ისე ურიგოდ. როცა ამ პროცესში ხარ, არ აკვირდები საკუთარ თავს, ვერ ამჩნევ, რას რა რაოდენობით და დატვირთვით აკეთებ, უფრო სწორი ნათქვამი იქნება ალბათ, რომ დიდად ვერ აფასებ. როცა აპლიკაციის შევსება დავიწყე და შეკითხვებს ვუპასუხე, მაშინ მივხვდი,  თურმე მეც ბევრ რამეს ვაკეთებ განსხვავებულად, არა მხოლოდ კოლეგებისთვისა და ბავშვებისთვის, არამედ ჩემი წვლილი შემაქვს სფეროს განვითარებაში“.

დაჩი ნანობაშვილი 25 წელია პედაგოგია. მისი თქმით, ყველა გაკვეთილის ჩატარებამდე ემზადება, ყველა კლასისთვის განსხვავებულად ფიქრობს, ადგენს სხვადასხვა გეგმას, და თავადაც სულ სწავლობს, რადგან ეს პროფესია ამოუწურავია და  მუდმივად საკუთარ თავზე მუშაობას, თვითგანვითარებას საჭიროებს. 

„მასწავლებელი არ არის ადამიანი, რომელიც მხოლოდ ცოდნას გადასცემს სხვებს. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს ბავშვებთან ურთიერთობა. მათი მეგობრებიც ვართ და დამცველებიც. ამასთან, გვიწევს მათი გულისტკივილისა და სიხარულის გაზიარება. ამას კი ძალიან დიდი ენერგია და ფიქრი სჭირდება. ვერ იტყვის ვერც ერთი მასწავლებელი, რომ 10 წელია, 20 წელია, მასწავლებელი ვარ და ძალიან ადვილად ჩავატარებ გაკვეთილს, არც კი მოვემზადებიო.  ყოველი გაკვეთილისთვის გვჭირდება მომზადება, როგორც ფეხბურთელი ემზადება მოედანზე გასასვლელად, — რომ იყოს კარგად გამოძინებული, მოტივირებული, მუდმივად ფორმაში — ასე მივდივართ სკოლაში. ამ ყველაფერს სჭირდება ძალიან დიდი ენერგია, და ყოველდღიური შრომა.“

დაჩი ნანობაშვილის დაფუძნებულია მათემატიკური ოლიმპიადა „ევერესტი“ და მათემატიკის ფესტივალი. „ევერესტის“ ფარგლებში გამოცემული აქვს ამოცანების კრებულები, რომლებსაც საგაკვეთილო პროცესში მასწავლებლები აქტიურად იყენებენ. ცნობისთვის, საქართველოს ბანკი „ევერესტის“ ოლიმპიადის მხარდამჭერიცაა.

როგორც დაჩი ამბობს, სამი მთავარი მიზეზი, რის გამოც პედაგოგი მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე უნდა გავიდეს, შემდეგია:

  • საკუთარი თავის გარედან, სხვა თვალით დანახვა;
  • ათეულთა კლუბის წევრობა (რაც გულისხმობს ძალიან საინტერესო ადამიანების გაცნობას და შემდეგ მათთან როგორც პროფესიული, ისე მეგობრული ურთიერთობის გაგრძელებას);
  • საკუთარ შესაძლებლობებსა და ძალებში დარწმუნება.

“მთავარია მასწავლებელმა პირველი ნაბიჯი გადადგას და აპლიკაციის შევსება დაიწყოს. რადგან, ეს პროცესი დაეხმარება მათ, სხვა თვალით შეხედონ იმ საქმეს, რომელსაც თავად აკეთებენ და ამასთან, გადაიაზრონ საკუთარი გავლილი გზა... ამ პროცესში უდავოდ აღმოაჩენენ, რომ კოლეგებს ეხმარებიან, რაღაც ისეთს აკეთებენ, რაც მათთვისაც სასარგებლოა. განხორციელებული ინიციატივების, სასწავლო პროცესის გადახედვის შემდეგ საკუთარ აპლიკაციას რომ  გადახედავ და გადაიკითხავ, სიამაყის გრძნობა გეუფლება. ხშირად მითქვამს ჩემი კოლეგებისთვის, „შეავსე თუ გინდა აპლიკაცია და მოდი, აღარ გააგზავნო“, მაგრამ როგორც კი აპლიკაციას ავსებ, ხედავ, თურმე რამდენი რამე გაგიკეთებია და მერე აგზავნი კიდეც, რადგან საკუთარ ძალისხმევას სხვანაირად აფასებ“. 

როგორც დაჩი ამბობს, ათეულთა კლუბში მოხვედრა უკვე ძალიან სასარგებლოა ნებისმიერი მასწავლებლისთვის, რადგან კლუბის წევრები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას, სხვადასხვა მეთოდს და გარკვეულწილად, ადამიანი „რეცეპტს იღებს“, თუ რამ განაპირობა კოლეგის წარმატება.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო გახდა ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი. „მე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა წევრი ვარ“ - ამის თქმა უკვე საამაყოა.“

როგორც დაჩი გვიყვება, თავადაც არაერთი მასწავლებელი ჰყავს წარდგენილი ჯილდოზე, მათ შორის ზოგიერთი უკვე ათეულთა კლუბის წევრია. იმავეს გაკეთება კი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. 

ასე რომ, თუ გსურთ, თქვენთვის გამორჩეული მასწავლებლები საზოგადოებამ გაიცნოს, არ გამოგრჩეთ - მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება 23 აპრილიდან დაიწყო და 30 მაისამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის ფორმა და სხვა დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე: https://application.tprize.ge/

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა