მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7104.4
-0.0023
flag
AZN 1.5775
-0.0005
flag
CNY 38.863
0.0038
flag
EUR 3.1853
-0.0131
flag
GBP 3.6584
-0.0181
flag
KZT 54.2
-0.0037
flag
TRY 0.0614
-0.0001
flag
USD 2.6819
-0.0011

რა ეტაპზეა თბილისის ანძის მოდერნიზაციის პროექტი - Kass Group

news image

თბილისის ანძის მოდერნიზაციის პროექტი 2027 წლის პირველ კვარტალში უნდა დასრულდეს. ანძის განვითარების და ტურისტული თავშეყრის ობიექტად ქცევის პროექტს კი კომპანია Kass Group-ი ახორციელებს, სადაც Business Insider Georgia-ს განუცხადეს, რომ პროექტირების პროცესმა დაგეგმილზე ცოტა მეტი დრო წაიღო, თუმცა მისი დასრულების ვადების გადახედვა დღის წესრიგში არ დგას.

„პროექტირების ეტაპზე ვართ. საბჭოსთან შეთანხმებით კორექტირებული ვერსია წარვადგინეთ და პროექტი გარკვეულ ცვლილებებს განიცდის. შესაბამისი რენდერის მიხედვით ვახორციელებთ უკვე პროექტის ტექნიკურად დამუშავებას“, - განმარტავს Kass Group-ი დირექტორი ეკატერინე თოდრია.

მისივე თქმით, თბილისის ანძის მოდერნიზაციის პროექტირებაზე ცნობილი არქიტექტურული კომპანია „დემარკი“ მუშაობს. 

„პროექტის შემუშავებაში მონაწილეობს არქიტექტურული კომპანია „დემარკი“ და ასევე პროცესში ჩართულები არიან სატელევიზიო ანძის მთავარი ინჟინრები „შიმანოვსკის ინსტიტუტიდან“, უკრაინა. ისინი ჩართულები არიან პროექტის ექსპერტიზის და მოწონების მიმართულებით. 

პროექტირებამ ცოტა მეტი დროს წაიღო, თუმცა არ ვფიქრობთ, რომ დასრულების ვადები იქნება გადასახედი. მთავარია, რომ ავიღოთ მშენებლობის ნებართვა და თვითონ მშენებლობის ორგანიზება განსაზღვრულ დროში მოესწრება“, - აცხადებს  ეკატერინე თოდრია.

Kass Group-ი დირექტორის გათვლებით კი კომპანია მშენებლობის ნებართვას უკვე, დაახლოებით, 2 თვეში აიღებს.

რაც შეეხება ინვესტიციის მოცულობას,  Kass Group-ის ხელმძღვანელის თქმით, საინვესტიციო თანხა ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც კომპანიას საბოლოო პროექტი და მშენებლობის ნებართვა ექნება.

პროექტი, რომელიც კომპანია Kass Group-მა უნდა განახორციელოს მოიცავს სატელევიზიო ანძაზე ვიზიტორთა ცენტრის, პანორამული რესტორნის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას. Kass Group-ი აღნიშნული ობიექტის ოპერირებას განახორციელებს 25 წლის ვადით.

„პროექტის პირველადი ვერსია მომზადებული იქნა ესტონური საკონსულტაციო კომპანიის „KOKO“-ს მიერ შემუშავებული კონცეფციის და კვლევების შესაბამისად. ხოლო შემდგომ, კომპანიის მიერ განხორციელებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის და დეტალური პროექტირების შედეგების გათვალისწინებით, კიდევ უფრო დაიხვეწა პროექტი და ამჟამად მიმდინარეობს წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის განხილვისა და შეთანხმების პროცედურა“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს თბილისის მერიაში 2024 წლის ნოემბერში განუცხადეს.

ირკვევა, რომ პანორამული რესტორანი განთავსებული იქნება 70 მეტრ სიმაღლეზე და დაახლოებით 110 სტუმარს უმასპინძლებს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია არანაკლებ 4 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება, თუმცა კომპანიის განცხადებით, პროექტზე დაიხარჯება გაცილებით მეტი მოცულობის თანხა. პროექტის განხორციელების სავარაუდო ვადა 2027 წლის მარტის ბოლოა.

პროექტი ხორციელდება თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მხარდაჭერით, რაც ასევე მოიცავს იმას, რომ თბილისის მთავრობის მხრიდან არაუმეტეს 1 000 000 ლარი მიმართული იქნება  პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული, საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. გარდა ამისა, ოპერირების პერიოდში მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს სატელევიზიო ანძის (გარდა საპროექტო ტერიტორიისა) განათებას, იმ სტანდარტითა და ხარისხით, როგორც ეს ხდება დღეისათვის.

რკო

ახალი კოლექცია

--> news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მიიღეთ 20%-იანი ქეშბექი extra -ზე საქართველოს ბანკის AmEx ბარათით გადახდისას

13.02.2026.13:50

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს და მორიგ შეთავაზებას უკეთებს. ამჯერად, საკრედიტო AmEx ბარათის მფლობელები extra.ge-ზე და extra market-ზე შოპინგისას, დახარჯული თანხის 20% -ს MR ქულების სახით მიიღებენ.

შეთავაზების ფარგლებში, 13 თებერვალს, ის მომხმარებლები, რომლებიც extra.ge-ზე და extra market-ზე შოპინგისას, საქართველოს ბანკის საკრედიტო AmEx ბარათით გადაიხდიან, დახარჯული თანხის 20% MR ქულების სახით დაუბრუნდებათ. (ჯამში მაქსიმუმ 150 ლარის MR ქულა).

შეთავაზება ვრცელდება extra.ge-სა და extra market-ის სრულ ასორტიმენტზე, როგორც ვებ-გვერდზე, ასევე მობილურ აპლიკაციაში.

ინფორმაციისთვის, extra საქართველოში ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზიაა, რომელიც მომხმარებლებს მრავალფეროვან პროდუქტებსა და კომფორტულ ონლაინ შოპინგის გამოცდილებას სთავაზობს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა