მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.9
0.0085
flag
AZN 1.5256
-0.0005
flag
CNY 38.883
0.0005
flag
EUR 2.9111
0.007
flag
GBP 3.4835
0.0014
flag
KZT 58.01
0.0018
flag
TRY 0.0516
-0.0001
flag
USD 2.5936
-0.0007
news banner

რა ეტაპზეა თბილისის ანძის მოდერნიზაციის პროექტი - Kass Group

news image
mbc image

თბილისის ანძის მოდერნიზაციის პროექტი 2027 წლის პირველ კვარტალში უნდა დასრულდეს. ანძის განვითარების და ტურისტული თავშეყრის ობიექტად ქცევის პროექტს კი კომპანია Kass Group-ი ახორციელებს, სადაც Business Insider Georgia-ს განუცხადეს, რომ პროექტირების პროცესმა დაგეგმილზე ცოტა მეტი დრო წაიღო, თუმცა მისი დასრულების ვადების გადახედვა დღის წესრიგში არ დგას.

„პროექტირების ეტაპზე ვართ. საბჭოსთან შეთანხმებით კორექტირებული ვერსია წარვადგინეთ და პროექტი გარკვეულ ცვლილებებს განიცდის. შესაბამისი რენდერის მიხედვით ვახორციელებთ უკვე პროექტის ტექნიკურად დამუშავებას“, - განმარტავს Kass Group-ი დირექტორი ეკატერინე თოდრია.

მისივე თქმით, თბილისის ანძის მოდერნიზაციის პროექტირებაზე ცნობილი არქიტექტურული კომპანია „დემარკი“ მუშაობს. 

„პროექტის შემუშავებაში მონაწილეობს არქიტექტურული კომპანია „დემარკი“ და ასევე პროცესში ჩართულები არიან სატელევიზიო ანძის მთავარი ინჟინრები „შიმანოვსკის ინსტიტუტიდან“, უკრაინა. ისინი ჩართულები არიან პროექტის ექსპერტიზის და მოწონების მიმართულებით. 

პროექტირებამ ცოტა მეტი დროს წაიღო, თუმცა არ ვფიქრობთ, რომ დასრულების ვადები იქნება გადასახედი. მთავარია, რომ ავიღოთ მშენებლობის ნებართვა და თვითონ მშენებლობის ორგანიზება განსაზღვრულ დროში მოესწრება“, - აცხადებს  ეკატერინე თოდრია.

Kass Group-ი დირექტორის გათვლებით კი კომპანია მშენებლობის ნებართვას უკვე, დაახლოებით, 2 თვეში აიღებს.

რაც შეეხება ინვესტიციის მოცულობას,  Kass Group-ის ხელმძღვანელის თქმით, საინვესტიციო თანხა ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც კომპანიას საბოლოო პროექტი და მშენებლობის ნებართვა ექნება.

პროექტი, რომელიც კომპანია Kass Group-მა უნდა განახორციელოს მოიცავს სატელევიზიო ანძაზე ვიზიტორთა ცენტრის, პანორამული რესტორნის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას. Kass Group-ი აღნიშნული ობიექტის ოპერირებას განახორციელებს 25 წლის ვადით.

„პროექტის პირველადი ვერსია მომზადებული იქნა ესტონური საკონსულტაციო კომპანიის „KOKO“-ს მიერ შემუშავებული კონცეფციის და კვლევების შესაბამისად. ხოლო შემდგომ, კომპანიის მიერ განხორციელებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის და დეტალური პროექტირების შედეგების გათვალისწინებით, კიდევ უფრო დაიხვეწა პროექტი და ამჟამად მიმდინარეობს წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის განხილვისა და შეთანხმების პროცედურა“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს თბილისის მერიაში 2024 წლის ნოემბერში განუცხადეს.

ირკვევა, რომ პანორამული რესტორანი განთავსებული იქნება 70 მეტრ სიმაღლეზე და დაახლოებით 110 სტუმარს უმასპინძლებს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია არანაკლებ 4 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება, თუმცა კომპანიის განცხადებით, პროექტზე დაიხარჯება გაცილებით მეტი მოცულობის თანხა. პროექტის განხორციელების სავარაუდო ვადა 2027 წლის მარტის ბოლოა.

პროექტი ხორციელდება თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მხარდაჭერით, რაც ასევე მოიცავს იმას, რომ თბილისის მთავრობის მხრიდან არაუმეტეს 1 000 000 ლარი მიმართული იქნება  პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული, საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. გარდა ამისა, ოპერირების პერიოდში მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს სატელევიზიო ანძის (გარდა საპროექტო ტერიტორიისა) განათებას, იმ სტანდარტითა და ხარისხით, როგორც ეს ხდება დღეისათვის.

რკო

ახალი კოლექცია

--> banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად

11.11.2026.12:28

თიბისის მობაილბანკი მომხმარებლებს ახალ შესაძლებლობებს მუდმივად სთავაზობს, რომლებიც ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილებას კიდევ უფრო მარტივსა და კომფორტულს ხდის.

ოქტომბერში, მობაილბანკს მნიშვნელოვანი სიახლე დაემატა - თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთწლიანი ულიმიტო სამგზავრო ბარათის გააქტიურება მომხმარებლებს უკვე პირდაპირ მობაილბანკიდან, სპეციალური შეთავაზებით შეუძლიათ. ერთიანად გადასახდელი წლიური 250₾-იანი აბონემენტის ან ერთთვიანი 40₾-იანი აბონემენტის ნაცვლად, მომხმარებლები სააქციო პერიოდში თვეში მხოლოდ 20 ლარს გადაიხდიან. შეთავაზებით სარგებლობა შეუძლიათ სრულწლოვან მომხმარებლებს, ფიზიკური ბარათის გამოყენებით.

კიდევ ერთი სიახლე პირველი სწრაფი სამომხმარებლო სესხის აღებას უკავშირდება. მომხმარებლები, რომლებიც ამ ტიპის სესხს თიბისიში პირველად იღებენ, 0%-იანი გაცემის საკომისიოთი ისარგებლებენ და სესხს დამატებითი ერთჯერადი გაცემის საკომისიოს გარეშე მიიღებენ.

გაფართოვდა მობაილბანკის კრიპტო პლატფორმის შესაძლებლობებიც - ყიდვა-გაყიდვის ფუნქციონალს ხუთი ახალი კრიპტოაქტივი: HYPE, MNT, KAS, SKY და PENGU დაემატა. შედეგად, პლატფორმაზე უკვე 60-ზე მეტი კრიპტოაქტივის ყიდვა-გაყიდვაა შესაძლებელი.

ოქტომბრის სიახლეებს შორისაა Visa+-იც - პირველად საქართველოში, თიბისის მობაილბანკში მომხმარებლებს შეუძლიათ, საბანკო ბარათს ტელეფონის ნომერი დაუკავშირონ და Visa+-ის საშუალებით საერთაშორისო მასშტაბით თანხა მხოლოდ ტელეფონის ნომრით გაგზავნონ და მიიღონ. სერვისი ასევე იძლევა მობაილბანკიდან საერთაშორისო მომენტალური გადარიცხვის შესაძლებლობას.

თიბისის მობაილბანკი აგრძელებს განვითარებას და მომხმარებლებს სულ უფრო მეტ შესაძლებლობას სთავაზობს. თითოეული განახლების მიზანი ყოველდღიური საჭიროებების გამარტივება, დროის დაზოგვა და კიდევ უფრო კომფორტული ციფრული გამოცდილების შექმნაა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა