რა დაგხვდებათ საქართველოს ბანკის მობილბანკში − მაისის განახლება
საქართველოს ბანკი ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და მის განვითარებაზე მუშაობას აქტიურად განაგრძობს, რათა მომხმარებლებისთვის საბანკო სერვისებით სარგებლობის პროცესი კიდევ უფრო მარტივი და კომფორტული გახადოს. სწორედ ამ მიზნით, ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი აპლიკაცია - მობილბანკი მუდმივად უმჯობესდება.
მაისის განახლება - რა დაგხვდებათ მობილბანკში
მაისის განახლებამ მომხმარებლებისთვის ყოველდღიური გადაწყვეტები უფრო კომფორტული და სწრაფიგახადა.
ამიერიდან ფასდაკლებები, ქეშბექები თუ შეთავაზებები არასოდეს გამოგრჩებათ, რადგან თქვენი საყვარელი ბრენდების გამოწერა (ანუ follow) შეგიძლიათ. ამისთვის საჭიროა, მობილბნაკში შეთავაზების გვერდზე შეხვიდეთ და ჩამონათვალში სასურველი ბრენდი მონიშნოთ. შედეგად, ახალი შეთავაზების არასოდეს გამოგრჩებათ, რადგან შეტყობინება მოგივათ.
გარდა ამისა, ციფრული სასაჩუქრე ბარათების გვერდიც განახლდა. მთავარ გვერდზე პოპულარულისექცია დაგხვდებათ, სადაც სასურველ ბრენდს კიდევ უფრო მარტივად მოძებნით, შეარჩევთ ვიზუალს დაადრესატს სასურველ დროს გაუგზავნით.
სიახლეა ასევე გადახდების მიმართულებით, ამიერიდან გადახდის სტანდარტულ მეთოდებთან ერთად, BOG APP-ით გადახდითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ. მისი გამოყენება ძალიან მარტივია. როდესაც რაიმეს ყიდვას გადაწყვეტთ, საჭიროა მხოლოდ BOG APP - ით გადახდა მიუთითოთ და ბარათის მონაცემების შეყვანის გარეშე, მობილბანკიდან როგორც თანხით, ისე PLUS ან MR ქულებით გადაიხადოთ. აღსანიშნავია, რომ BOG APP - ით გადახდა ონლაინმაღაზიებშიც შეგიძლიათ.
არ გაჩერდე, განაახლე მობილბანკი
სხვა სიახლეები
გაიცანით ნათია მეტრეველი, საშაბათო სკოლის დამფუძნებელი და მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე
16.04.2026.18:00
თუ გსურთ, ბავშვებისთვის ისტორიის გაკვეთილები ნამდვილ მოგზაურობად აქციოთ, საშაბათო სკოლა ჩემოდანი უნდა გაიცნოთ. ეს სივრცე ნათია მეტრეველმა 2022 წელს ერთი მიზნით შექმნა - სურდა, პატარებისთვის საგანმანათლებლო პროცესი ემოციური და ინტერაქციული გზით გამოეცოცხლებინა.
ნათია იმ მიზანდასახულ მეწარმე ქალებს შორისაა, რომლებმაც მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა. პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის, EBRD-ის და საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობით ხორციელდება და უშიშარ, ინოვაციური იდეებით სავსე ქალ ლიდერებს 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს ‒ იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე.
ექსპედიცია წარსულში და ძიებით სწავლების მეთოდი
საშაბათო სკოლა ჩემოდანში თითოეული შაბათი პატარა ექსპედიციაა, სადაც მოზარდებიმოვლენების მიზეზების ამოხსნას, კრიტიკულ დაკვირვებასა და დამოუკიდებელ აზროვნებასსწავლობენ. ნათია ამბობს, რომ სკოლის მთავარი ძალა ის ადამიანები არიან, რომლებმაც ამ იდეასპირველივე დღიდან ნდობა გამოუცხადეს:
“ჩვენი ლექტორები არ არიან უბრალოდ მასწავლებლები, რომლებიც ინფორმაციასგადასცემენ ბავშვებს. ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარი გამოცდილება, ცოდნა და ძვირფასი ამბები “ჩაალაგეს ჩემოდანში”. საბოლოოდ ბავშვებს სწორედ მათიანთებული თვალები და ენთუზიაზმი ამახსოვრდებათ ყველაზე მეტად.”
პროფესიონალების რჩევები და ბიზნესის ახლებური ხედვა
ნათიასთვის, როგორც მეწარმისთვის, მნიშვნელოვანი იყო, დაენახა საკუთარი საქმიანობის სრულისურათი და დახმარება პროფესიონალებისგან მიეღო:
“მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში მიღებული გამოცდილებაჩემთვის იყო შესაძლებლობა, სრულიად ნეიტრალურ სივრცეში, სხვადასხვა დარგისპროფესიონალებისთვის გამეზიარებინა ჩემი გეგმები და მათგან მიმეღო დროული, საჭირო რჩევები”.
ამ შეხვედრებმა და ექსპერტების რჩევებმა ნათიას ბიზნესის სტრატეგიულად დაგეგმვაში შეუწყოხელი. მან ზუსტად დაინახა საკუთარი ძლიერი მხარეები და გაიცნო უამრავი საინტერესო, ძლიერიქალი, რაც დამწყები მეწარმისთვის უდიდესი შთაგონების წყაროა.
რა გეგმები აქვს საშაბათო სკოლას?
მიღებული ცოდნა და სტრატეგიული ხედვა პირდაპირ აისახა საშაბათო სკოლის სამომავლოგეგმებზე. გუნდმა უკვე დაიწყო ახალი პროექტი პატარებისთვის. პარალელურად, აქტიურადმზადდება საზაფხულო პროგრამაც. სექტემბრიდან კი სკოლა განახლებული ენერგიით დაბრუნდება, რათა მოსწავლეებთან ერთად კვლავ განაგრძოს საინტერესო ადგილებისა თუ ამბების აღმოჩენა.
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა, რომელშიც ნათიამ მონაწილეობა მიიღო, პლატფორმაბიზნეს 360°-ის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს პლატფორმა აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესს სთავაზობს, მათ შორის საგანმანათლებლორესურსებს, ინდივიდუალურ პროგრამებსა და სექტორულ ანალიზს. პლატფორმის შესახებ სრულინფორმაციას ამ ბმულზე გაეცნობით.