,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ - თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
22 ოქტომბერს, სტამბაში, Breakfast with Deskmates -ის დამსწრეები ამჯერად ხელოვნურმა ინტელექტმა გააერთიანა. D Block-ის დილის შეხვედრების სერია თიბისი ბიზნესისა და Visa-ს მხარდაჭერით, ყოველ მეორე ოთხშაბათს ტარდება. შეხვედრების მიზანი საერთო სივრცეში მომუშავე ადამიანების დაკავშირებაა, საერთო ინტერესებისა და თემების გარშემო.
ამჯერად, დისკუსია შეეხებოდა ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას — Agentic AI-ს და მის გავლენას თანამედროვე ბიზნესმოდელებზე.
ტექსფეროს წარმომადგენლების გარდა, დამსწრეთა შორის ისეთებიც იყვნენ, ვისთვისაც ეს თემა ახალი იყო. Agentic AI ხელოვნური ინტელექტის სისტემაა, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ პასუხის გაცემა, არამედ დამოუკიდებლად მოქმედება, გადაწყვეტილებების მიღება და მიზნის მიღწევა ადამიანის ჩარევის გარეშე.
თუ “ჩვეულებრივი” AI მხოლოდ ინსტრუქციებს ასრულებს, Agentic AI-ს შეუძლია დაგეგმოს, შეაფასოს შედეგები და თვითონ შეცვალოს მოქმედების სტრატეგია. ასეთმა სისტემებმა შეიძლება გარდაქმნას მომხმარებელთა მომსახურება, ფინანსური ოპერაციები, ლოგისტიკა თუ მარკეტინგიც კი.
დისკუსიის მოდერატორის, ანტრეპრენერის დავით ციცქიშვილის თქმით, Agentic AI-ს დანერგვის მაჩვენებელი გლობალურად 6 %-ია, თუმცა მომდევნო 5 წელიწადში 40 %-მდე გაიზრდება. ეს კი 50 მილიარდიან ბაზარს ქმნის და იმ კომპანიებს, რომლებიც ადრეულად ჩაერთვებიან, აშკარა უპირატესობას მისცემს.
„ნებისმიერ სფეროში, სადაც არ უნდა მუშაობდეთ, თუ არ დაიწყებთ ხელოვნური ინტელექტის დანერგვას, უბრალოდ დაგაგვიანდებათ და თქვენი პროდუქტი არარელევანტური გახდება”, - აღნიშნა დავით ციცქიშვილმა.
“ის, რაც არ იცვლება, არის მომხმარებლის მოთხოვნა, მაღალი ხარისხი და ეფექტურობა“, - უთხრა დამსწრეებს ირაკლი მირზიკაშვილმა , BRIANO-ს დამფუძნებელმა და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
Briano ქმნის პლატფორმას, რომელიც კომპანიებს ეხმარება მომხმარებელთა მხარდაჭერის პროცესის ავტომატიზაციაში ხმოვანი და ტექსტური კომუნიკაციით, მაღალი ხარისხის ე.წ. production-grade აგენტების გამოყენებით.
„სამი წლის წინ, როცა ხელოვნური ინტელექტი საცალო ბაზრისთვის გახდა ხელმისაწვდომი მივხვდით რომ არსებული მიდგომები ძალიან მალე აღარ იარსებებდა. ე.წ. touch და click გასული საუკუნის 70-იანი წლების მონაპოვარია და ბოლო 50 წელი ამ ტექნოლოგიაზე იდგა. მას შემდეგ რაც Agentic AI არსებობს, ადვილი მისახვედრია რომ არსებული ყველა ტექნოლოგია უბრალოდ თეთრი გვერდი გახდება და ასეთ პროდუქტს, როგორც მეგობრებს ისე დაველაპარაკებით ჩვეულებრივი ენით“, - აღნიშნა მან.
5 ნოემბერს, ოთხშაბათს, D Block-ის დილის შეხვედრების შემდეგი სერია გაიმართება და საერთო სივრცეში მომუშავე ადამიანები ამჯერად სხვა საინტერესო თემის გარშემო გაერთიანდებიან.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
ინვესტიციას მოჰყვება ცოდნა და ტექნოლოგია - ლევან ვეფხვაძე
20.02.2026.22:52
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული პრობლემა სტრუქტურულ აცდენასთან არის დაკავშირებული.
როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, ბიზნესის მოთხოვნილ კვალიფიკაციებსა და უმუშევართა არსებული უნარების შორის შეუსაბამობა სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. მისი თქმით, სწორედ ეს სტრუქტურული დისბალანსი განსაზღვრავს შრომის ბაზრის მთავარ გამოწვევას და აისახება ბიზნესის განწყობებსა და BAG ინდექსის მაჩვენებლებშიც.
„სტრუქტურული უმუშევრობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ კვალიფიკაციები ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის აცდენილია. ანუ მოთხოვნა-მიწოდება რაოდენობრივი ხომ არ არის მთავარი პროცენტულად, რომ ამდენი სამუშაო ადგილია, ამდენი პროცენტი ვაკანსიაა და ამდენი პროცენტია უმუშევარი. აქ მთავარია რომ არის სტრუქტურული აცდენა კვალიფიკაციებს შორის. ის კვალიფიკაცია რაც ახლა ამ წუთას სჭირდება ბიზნესს და ის კვალიფიკაცია მეორეს მხრივ არის კვალიფიკაცია რომელიც უმუშევარს დღეს აქვს.
აცდენაზე თვითონ ბიზნესმა დაიწყო ძალიან აქტიური მუშაობა, ნაწილობრივ ძალიან გააქტიურებულია მეორეს მხრივ სახელმწიფო, მე ვგულისხმობ პროფესიული განათლების ნაწილში, თუმცა გამოწვევა მაინც რჩება შედარებით მაღალი კვალიფიკაციები, რომელთა მომზადებას სჭირდება დრო.
არის კვალიფიკაციები, რომელიც შეიძლება ექვს თვეში ვასწავლოთ და არის კვალიფიკაციები რომელთაც წლები სჭირდება, რომ ამ კუთხით მოამზადოს და ჩვენ სამწუხაროდ ბოლო ათწლეულების განმავლობაში არასწორი მიმართულებით მივდიოდით. აღნიშნული ქმედებები არ შეესაბამებოდა ბაზარზე არსებულ კონიუნქტურასა და მოთხოვნას, რის შედეგებსაც დღეს ვიმკით“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.
მისივე განცხადებით, შრომის ბაზარზე კვალიფიკაციების სტრუქტურული აცდენის დასაძლევად საჭიროა ბიზნესისა და განათლების სექტორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, მათ შორის ტრენინგ-ცენტრების განვითარება, პროფესიული გადამზადების პროგრამები. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ასევე საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართვა და ორმაგი დიპლომების პროგრამების გაფართოება, რათა ბაზარზე მოთხოვნად კვალიფიკაციებთან შესაბამისი ცოდნა და უნარები გაძლიერდეს.
„კვალიფიკაციებზე ძალიან კარგად მოქმედებს სხვათა შორის უცხოური პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იმიტომ, რომ ბევრი კვლევა არსებობს რომელიც ამბობს, რომ ეს არ არის მხოლოდ მონეტარული ასე ვთქვათ კონტრიბუცია რაც შეიძლება ქვეყანაში შემოდიოდეს კონკრეტული ფულის სახით. ამ ფულს მოჰყვება ცოდნა და ტექნოლოგია.
საბოლოო ჯამში, თქვენ რომ ნახოთ ის ქვეყნები რომლებმაც ბოლო პერიოდში თვითონ მიაღწიეს ტექნოლოგიურ წინსვლას - იაფი სამუშაო ძალის პირობებში მოახერხეს და შემოიტანეს ტექნოლოგიები, შემოიყვანეს ინვესტორები და დღეს უკვე ისინიც თავის დამოუკიდებელ ცურვილზე არიან გადასული იმით, რომ ისინი თვითონ არიან კვლევის ნაწილში პირველები თუ არა მეორეები - მსოფლიოში გლობალურად და არიან ძალიან მაღალ კონკურენტუნარიანები“, - განმარტა ვეფხვაძემ.