მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7106.2
-0.0024
flag
AZN 1.6073
-0.0005
flag
CNY 37.995
-0.0043
flag
EUR 3.0969
0.0108
flag
GBP 3.6846
0.0008
flag
KZT 53.47
-0.0032
flag
TRY 0.0697
-0.0002
flag
USD 2.7334
-0.0008

რა აქტივობები განხორციელდა „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ 6 თვის განმავლობაში

news image

საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუნებრივ გარემოში გაუშვებენ.

• „კურორტ საირმისვიზიტორები ირმების ნახვას არა მხოლოდ ტყესა და სპეციალურ საშენებში, არამედ ბუნებრივ გარემოშიც შეძლებენ. 

• „საირმეს რეკრეაციული ფერმისტერიტორიაზე ბოლო 6 თვეში უკვე 700 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

საირმეში დაგეგმილი მასშტაბური პროექტის ფარგლებში, 13 000 ჰექტარ ტერიტორიაზესაირმეს რეკრეაციული ფერმამოეწყობა. ინვესტორმა კომპანიამ აღნიშნული სივრცის სრულ მოვლა-პატრონობაზე აიღო პასუხისმგებლობა. პირველად ისტორიაში ტერიტორიაზე კავკასიურ კეთილშობილ ირემსა და არჩვს გაამრავლებენ. ინვესტორი ვანისა და ბაღდათის მდინარეებში მთის კალმახის გამრავლებაზეც იზრუნებს. პროექტის განსახორციელებლად 5 წლის განმავლობაში არანაკლებ 4 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება.

 

ინვესტორმა 2024 წლის 5 ნოემბერს სსიპგარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში უმაღლესი ფასის დაფიქსირების შედეგად გაიმარჯვა და შესაბამისი ლიცენზია მოიპოვა. შედეგად აიღო ვალდებულება, დაიცვას და გაუფრთხილდეს ტერიტორიაზე არსებულ ფლორასა და ფაუნას. აწარმოოს მუდმივი მონიტორინგი, იზრუნოს იშვიათი სახეობის ცხოველებზე და ხელი შეუწყოს მათ გამრავლებას.

ტერიტორიაზე სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. უახლოეს მომავალში 13 000 ჰექტარ ფართობზე ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტებისთვის კეთილმოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, ასევე განისაზღვრება რუკები ლაშქრობისათვის. მოგზაურთა უსაფრთხო და საინტერესო გადაადგილებისათვის კი სპეციალური მანიშნებლები განთავსდება.

 

რა ინვესტიცია განხორციელდა 6 თვეში?

აღსანიშნავია, რომსაირმეს რეკრეაციულ ფერმაშიმიმდინარე წელს უკვე განხორციელდა 700 000 ლარის ინვესტიცია. დასაქმდა 6 რეინჯერი და 1 სპეციალისტი. ასევე მათ გადაეცათ მაღალი გამავლობის 4 ავტომობილი, ბაგის ტიპის 2 ავტომობილი, 2 თოვლმავალი და 2 ცხენი.

 

პროექტის ფარგლებში უკვე დამონტაჟდა 25 ფოტოხაფანგი, რომელთა რაოდენობაც უახლოეს პერიოდში გასამმაგდება. მონიტორინგისთვის შეძენილია მაღალი ხარისხის 1 დრონი.

საირმეს რეკრეაციული ფერმისპროექტის ფარგლებში, მდინარე წაბლარისწყლის ერთ-ერთ შენაკადში წითელწინწკლებიანი კალმახის თვალის სტადიაზე არსებული 30 000 ქვირითი გაეშვა.

ტყეში შეტანილია საკვები გარეული ცხოველებისათვის. ასევე მოეწყო მოსასვენებელი, საპიკნიკე სივრცეები, რომლებიც აღჭურვილია ინვენტარით, მათ შორის, ცეცხლმაქრებით, ხანძრის პრევენციისთვის.

 

რა გეგმები აქვს „საირმეს რეკრეაციულ ფერმას“?

საირმეს რეკრეაციული ფერმისპროექტის ფარგლებში ვანისა და ბაღდათის ტერიტორიაზე განვითარდება ეკოტურიზმი, ასევე შემეცნებითი, რეკრეაციული და სათავგადასავლო ტურიზმი.

დამსვენებლებისთვის, ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის თანამედროვე სტანდარტების სივრცეები მოეწყობა, აშენდება პირველადი დახმარების სამედიცინო პუნქტები და კოტეჯები.

ტერიტორიაზე დაცული იქნება უსაფრთხოება, თუმცა ტყეში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა მიეცემა ნებისმიერ მსურველს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დაავადებული ტყის აღდგენაც, ხოლო ცხოველების, ფრინველებისა და თევზებისთვისსაკვების შეტანა ინტენსიურად მიმდინარეობს.

ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტორებისთვის შეიქმნება და კეთილმოეწყობა ფერმამდე მისასვლელი, ასევე შიდა გზები, შეიქმნება საცხენოსნო და საფეხმავლო ბილიკები.

ამასთანავე, მოეწყობა სახანძრო-სამაშველო მანქანების გადასაადგილებელი გზები და ტერიტორია აღიჭურვება სახანძრო უსაფრთხოების სისტემებით. აღნიშნულ სივრცეში გაიზრდება მობილური ქსელების დაფარვის არეალი, რაც სატელეფონო კავშირსა და ინტერნეტის ხარისხს გააუმჯობესებს.

გარდა ამისა, ადგილობრივი მოსახლეობისათვის რეგულარულად გაიმართება სახეობების აღწარმოებასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო ღონისძიებები.

პროექტის ფარგლებში უკვე დაწყებულია ვანისა და ბაღდათის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების პროცესი, მათ შორის, რეინჯერების მიღება, რომლებიც ტყის უსაფრთხოებაზე იქნებიან პასუხისმგებლები.

მნიშვნელოვანია ის, რომ ტყით სარგებლობის საშუალება ადგილობრივ მოსახლეობას არ შეეზღუდება და ისინი ტერიტორიაზე კანონით დაშვებული ნებისმიერი საქმიანობის შესრულებას შეძლებენ.

გარდა რეინჯერებისა, ვანისა და ბაღდათის ადგილობრივი მოსახლეობა პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზეც დასაქმდება. მათ შორის, ისინი გადამზადდებიან და დასაქმდებიან როგორც ფერმის მშენებლობის დროს, ისე თავად ფერმაში.

ვანისა და ბაღდათის ტერიტორიაზე ამ მასშტაბური პროექტის რეალიზება უკვე დაწყებულია და პროექტით გათვალისწინებული ვალდებულებები 5 წლის განმავლობაში შესრულდება.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Volvo Personal Service – როდესაც სერვისი პერსონალურ გამოცდილებად იქცევა

30.05.2025.16:56

თანამედროვე ავტომფლობელებისთვის დრო და სანდოობა უკვე ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ავტომობილის ბრენდი და ხარისხი. სწორედ ამიტომ „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს სთავაზობს უნიკალური სერვისის კონცეფციას – Volvo Personal Service (VPS), რომელიც იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ტექნიკური მომსახურება.

VPS-ის ძირითადი იდეა მარტივიაავტომობილის სერვისი უნდა იყოს სწრაფი, ეფექტური და, რაც მთავარია, პერსონალიზებული. ამ მიდგომის ფარგლებში ვოლვოს ოფიციალურ სერვისცენტრებში პროცესი რადიკალურად განსხვავდება იმ ტრადიციული პრაქტიკისგან, რომელსაც მომხმარებლები წლების განმავლობაში იყვნენ მიჩვეული.

 

ირაკლი იმნაძე, „ვოლვო ქარ საქართველოს“ დირექტორი: „Volvo Personal Service ვოლვოს ახალი საოპერაციო სტანდარტია გაყიდვების შემდგომ მომსახურებაში, რომელიც შექმნილია მომხმარებელზე მორგებული, სწრაფი და ეფექტური სერვისის უზრუნველსაყოფად.

VPS-ის მთავარი იდეა არის პირადი ტექნიკოსის (Personal Service Technician) კონცეფციაის პირადად მართავს მომსახურების სრულ პროცესს, უშუალოდ ურთიერთობს მომხმარებელთან, შესაბამისად, ზუსტად იცის მისი საჭიროებები.

გარდა ამისა, სისტემა ეფუძნება სწრაფი სერვისის მოდელს, სადაც ერთ ავტომობილზე ორი ტექნიკოსი ერთდროულად მუშაობს. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს მომსახურების ხანგრძლივობას, ზრდის სერვისის გამტარუნარიანობას და ზოგავს მომხმარებლის დროს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში. ჩვენი მიზანია, ავტომობილის ფლობა ჩვენი მომხმარებლისთვის უფრო კომფორტული და სასიამოვნო გავხადოთ“.

 

VPS არ არის უბრალოდ სწრაფი სერვისი. ეს მიდგომა ავტომობილის მოვლას პერსონალურ გამოცდილებად აქცევს. მომხმარებელი არ არის უბრალოდნომერი რიგში“ – მას ელოდება თავისი პირადი ტექნიკოსი, რომელიც იცნობს მის ავტომობილს და ზუსტად იცის, რა სჭირდება

VPS რამდენიმე პრინციპს ეფუძნება: პირადი ტექნიკოსი, რომელიც  პერსონალურ ყურადღებას ნიშნავს; ორგანიზებული გუნდური მუშაობა, რაც დროის ეფექტურ გამოყენებასთან პირდაპირ კავშირშია, და  გადამზადებული ტექნიკოსები, რაც VPS-ის საფუძველია. „ვოლვო ქარ საქართველომგასულ წელს მიიღო VPS-ის სერტიფიკატი, მექანიკოსებმა გაიარეს სპეციალური სწავლება და მოიპოვეს შესაბამისი ავტორიზაცია. ამასთანავე, აპრილშივოლვო ქარ საქართველომუმასპინძლა რესერტიფიცირების პროცესს და უმაღლესი შეფასება აიღო VPS სტანდარტის დანერგვის კუთხით.

Volvo Personal Service-ით სარგებლობა შესაძლებელია წინასწარი რეზერვაციითაც, ნომერზე (+995) 32 2 24 42 42 დაკავშირებით. მომხმარებელს საშუალება ექნება, საკუთარი ავტომობილის სერვისის პროცესსვოლვო ქარ საქართველოსკომფორტული შოურუმიდან დააკვირდეს.

 

თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ საქართველო შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ საქართველო უზრუნველყოფს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა