ყველაზე მოთხოვნადი „ვაუჩი ქარდია“ - wowchy ბაზრის მოთხოვნებზე და სამომავლო გეგმებზე
კომპანია wowchy (ვაუჩი), რომელიც ბაზარზე 2 წელზე მეტია რაც ოპერირებს, გაფართოებასა და ახალ ბაზრებზე შესვლას გეგმავს. როგორც კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და დირექტორმა თათია ხაინდრავამ „ბიზნეს ინსაიდერთან“ საუბრისას განაცხადა ამ მიმართულებით მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.
wowchy ეს არის სასაჩუქრე ბარათების პირველი ონლაინ მაღაზია, სადაც ადამიანებს შეუძლიათ, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად, მარტივად შეარჩიონ ცნობილი ბრენდების სასაჩუქრე ბარათები, გადაიხადონ ონლაინ და მიიღონ სასურველ მისამართზე, ან პირდაპირ ადრესატს გაუგზავნონ მზა საჩუქრის ფორმით.
„თავიდან იდეა მე მომივიდა და კომპანიის სხვა თანადამფუძნებლებსაც გავუზიარე. ხშირად ვყიდულობდი სასაჩუქრე ვაუჩერებს და პრობლემა იყო, რომ ადგილზე ფიზიკურად უნდა მივსულიყავი, იქ რიგში დავმდგარიყავი და ამ პროცესში დიდი დრო მეხარჯებოდა. ერთხელაც, როდესაც ერთ-ერთ პოპულარულ ბრენდში მივედი და სასაჩუქრე ვაუჩერის შესაძენად, რიგში ძალიან დიდი დრო დავკარგე, იქ გამიჩნდა იდეა, რომ შემექმნა პლატფორმა, სადაც ონლაინ გაიყიდებოდა სასაჩუქრე ვაუჩერები და არ მომიწევდა დროის ხარჯვა.
საწყის ეტაპზე ზოგიერთ კომპანიასთან მოლაპარაკებები დიდი ხსნის განმავლობაში გვიწევდა, თუმცა ზოგიერთ კომპანიას იდეა მოეწონათ და მარტივად დაგვთანხმდნენ.
თავიდან შეთანხმება ფიზიკურ ვაუჩერებზე გვქონდა და შემდეგ გადავედით ციფრულ ვაუჩერებზე. რაც საკმაოდ შრომატევადი იყო, რათა ისინი ამ ფორმატზეც დაგვეთანხმებინა და დაგვერწმუნებინა, რომ მათი გაყიდვები გაიზრდებოდა“, - აცხადებს wowchy-ს დამფუძნებელი.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, 2021 წელს wowchy-ს თუ ჰყავდა 50-მდე პარტნიორი დღეს უკვე პარტნიორების რაოდენობა 300-მდეა.
„იმავდროულად, დაახლოებით 400%-იანი ზრდა გაქვს შემოსავლების მიხედვით. ყველაზე მოთხოვნადია „ვაუჩი ქარდი“ - ეს არის უნივერსალური ციფრული სასაჩუქრე ბარათი, რომლის გამოყენებაც შეიძლება ნებისმიერ ჩვენს პარტნიორ ობიექტში. ამის შემდეგ ყველაზე მოთხოვნადი სასაჩუქრე ვაუჩერები მოდის ჩაცმის კატეგორიიდან, თავის მოვლის კატეგორიიდან, ასევე ტექნიკის და სპა სასტუმროების კატეგორიიდან“, - აცხადებს თათია ხაინდრავა.
wowchy-ს მენეჯერის განმარტებით, მიმდინარე კვირიდან, მომხმარებელთა მოთხოვნით, რესტორნების სასაჩუქრე ვაუჩერის დამატება მოხდება.
„ვამატებთ რესტორნების ქსელებს რადგანაც წამოვიდა მოთხოვნა უკვე ამ კვირიდანვე დაგვემატება რესტორნები „პური გულიანი“ და „რიგი გასტროდუქანი“, - აცხადებს თათია ხაინდრავა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
30.07.2025.14:43
თიბისი კონცეპტის და Visa-ს მხარდაჭერით ივლისსა და აგვისტოში შუქურას მუსიკალური საღამოების და კულინარიული მასტერკლასების სერიები გაიმართება.
თუ აჭარაში გეგმავთ დასვენებას არ გამოტოვოთ ციხისძირში შუქურას საღამოები.
2 აგვისტო | ZURKIN & SANDRO JORBENADZE (VODKAST RECORDS)
16 აგვისტო | BOYA (MOREVI) & LUKA BARAMISHVILI
30 აგვისტო | MEMOTECH & NIKO
მუსიკალურ საღამოებთან ერთად, აუზის ტერასაზე, თქვენ გელოდებათ კულინარიული მასტერკლასების სერია აჭარა ჯგუფის ბრენდ შეფებთან ერთად.
9 აგვისტო | Lolita-ს მთავარი შეფი: იო კურდღელაშვილი (Fresh Pasta with Seafood)
23 აგვისტო | Stamba-ს მთავარი შეფი: ლევან ქარსელაძე (Asian Flavors & Rice Paper Rolls)
6 სექტემბერი | Shukura-ს მთავარი შეფი: გიორგი თათარიშვილი (Taco Making & Summer Salsas)
მასტერკლასები გაიმართება ნატურალური ღვინის თანხლებით და დასასრულს შეფთან ერთად შეძლებთ დესერტის მომზადებას.
ღონისძიებების სერიების მხარდამჭერია თიბისი კონცეპტი და VISA.
თიბისი კონცეპტის VISA ბარათის მფლობელები, ივენთების სტუმრობისას, გადახდილი თანხის 15 % ადგილზე დაიბრუნებენ, ხოლო კულინარიული მასტერკლასის დაჯავშნისას, 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.