ქუთაისსა და ლიონს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო
დღეიდან, ქუთაისსა და ლიონს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო. ცოტა ხნის წინ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz Air-მა 130 მგზავრით ლიონის სენტ-ეგზიუპერის აეროპორტის მიმართულებით პირველი პირდაპირი ფრენა შეასრულა. ახალი მიმართულებით რეისები ქუთაისიდან კვირაში 2 სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს შესრულდება.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლიონის მიმართულებით საინაუგურაციო ფრენას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი და ავიაკომპანია Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერი სალვატორე გაბრიელე იმპერიალე დაესწრნენ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, ახალი მიმართულება საშუალებას იძლევა გაზარდოს მოგზაურობის შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის და განამტკიცოს როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული კავშირები საქართველოსა და საფრანგეთს შორის.
,,დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს კიდევ ერთ სასიამოვნო სიახლეს ვთავაზობთ. ლიონი, არის საფრანგეთის მესამე ქალაქი, რომელიც პარიზისა და ნიცას შემდეგ, საქართველოს პირდაპირი საჰაერო გზით უკავშირდება. ახალი მიმართულება უზრუნველყოფს კომფორტულ მგზავრობას ქუთაისსა და საფრანგეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ-ეკონომიკურ ცენტრს შორის, ასევე, ეს იქნება სასიამოვნო სიახლე ქართველი ქომაგებისთვის, მარტივად შეძლონ დასწრება ლიონის ოლიმპიკში მოთამაშე საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის საკლუბო მატჩებზე და იხილონ ის ევროპული ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე - ჩემპიონთა ლიგაზე.
იმედი გვაქვს, რომ ლიონის მიმართულება ხელს შეუწყობს ახალი ტურისტული ნაკადების განვითარებას საქართველოში. ველოდებით, რომ მივიღებთ და მოვემსახურებით უფრო მეტ ტურისტს საფრანგეთიდან და მეტი კმაყოფილი მგზავრი გაემგზავრება საქართველოდან საფრანგეთში, -‘’განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
ამ ეტაპზე,Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 14 ქვეყნის 24 მიმართულებით ასრულებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
05.06.2025.13:47
კრისტალი, მიკრობანკის ლიცენზიის მიღების შემდეგ, აქტიურად განაგრძობს ტექნოლოგიურ განვითარებას და ამ პროცესში ინოვაციური პროექტებს ახორციელებს, რომლის მიზანი საბანკო მომსახურების განვითარებაა.
ამჯერად, „კრისტალი“ ციფრული ტრანსფორმაციის ფარგლებში ახალ ეტაპზე გადადის და მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით Optio-ს CRM პლატფორმას ნერგავს, რომელიც ხელოვნურ ინტელექტის გამოყენებუთ ხელს უწყობს მომხმარებლების საჭიროებების უკეთ აღქმას და მათზე მაქსიმალურად მორგებული მომსახურების მიწოდებას.
Optio-ს პლატფორმა კრისტალს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში გააერთიანოს მომხმარებელთა მონაცემები, დააკვირდეს ქცევით ტენდენციებს და მათი ანალიზის საფუძველზე შექმნას მეტად პერსონალიზებული, მიზნობრივი შეთავაზებები და ეფექტური კომუნიკაციის ფორმა.
„საბანკო ტრანსფორმაცია კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ჩვენს მომხმარებლებთან ურთიერთობაში. იმისთვის, რომ უკეთ მოვემსახუროთ მათ, კარგად უნდა ვახერხებდეთ მათი საჭიროებების ანალიტიკას. სწორედ ეს შესაძლებლობა მოგვცა Optio-მ — მოქნილი, ინტელექტუალური და მონაცემებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებით.“- აღნიშნავს კრისტალის გენერალური დირექტორი ილია რევია.
როგორც Optio-ს აღმასრულებელი დირექტორი, შოთა გიორგობიანი აცხადებს: „კრისტალი ყოველთვის გამოირჩეოდა მომხმარებელზე ორიენტირებულობით. ჩვენთვის დიდი პატივია მათთან თანამშრომლობა და იმ პროცესში მონაწილეობა, რაც საბოლოოდ მომხმარებლებს მეტად პერსონალიზებულ და მიზნობრივ ფინანსურ მომსახურებას შესთავაზებს.“
კრისტალის სტრატეგია - პერსონალიზებულ მომსახურებაზე ორიენტაცია, მოხმარებლების შესაძლებლობების გაძლიერება და ტექნოლოგიური განვითარება, საფინანსო ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის ახალ ფორმას ქმნის, რომელიც სარგებელს მოუტანს როგორც კრისტალს, ასევე მის 130 000 -ზე მეტ მომხმარებელს.
კრისტალისთვის ტექნოლოგიური განვითარების პრიორიტეტულობა განსაკუთრებით იზრდება საბანკო ტრანსფორმაციის პროცესში, რომელსაც კომპანია ამჟამად გადის და 16 ივნისიდან მომხმარებლებს სრულ საბანკო სერვისებს შესთავაზებს.
პარტნიორობა Optio-სთვისაც მნიშვნელოვანი ეტაპია — ტექნოლოგიური პლატფორმა სულ უფრო მეტ ფინანსურ ინსტიტუტს ეხმარება მარკეტინგის მიმართულებით, მომხმარებელთა ჩართულობის გაზრდასა და ინოვაციების დანერგვაში.