ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია - მარიამ ქვრივიშვილი
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენ - დასაფრენი ბილიკის მშენებლობა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც ახლა აქტიურ სამშენებლო ფაზაშია. ქუთაისის აეროპორტი სტრატეგიული მნიშვნელობით გამოირჩევა - წლიდან წლამდე საკმაოდ სწრაფად იზრდება როგორც მგზავრთნაკადი, ისევე ავიარეისების სიხშირეები. აეროპორტს აქვს უდიდესი მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკის, ასევე უშუალოდ ტურიზმის და ავიაციის სექტორების განვითარების კუთხით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ის იქნება პირველი აეროპორტი საქართველოში, რომელიც დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ავიაციისა და ტურიზმის სექტორებში ინფრასტრუქტურის განვითარებას მუდმივად უზრუნველყოფს, რაც მათ გაძლიერებას ხელს უწყობს. „ქუთაისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხელს შეუწყობს აღნიშნული აეროპორტის შემდგომი განვითარებასა და გაფართოებას. აეროპორტი შეძლებს, მიიღოს კიდევ უფრო მეტი ავიარეისი და შეზღუდვის გარეშე მოემსახუროს დიდი ზომის საჰაერო ხომალდებს," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ახალი ასაფრენ - დასაფრენი ბილიკის ექსპლუატაციაში შესვლა ხელს შეუწყობს ქუთაისის აეროპორტის შემდგომ განვითარებას, მათ შორის, კარგო ტვირთების მიღება - დამუშავებას.
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებებს, რომ შემოვიყვანოთ კიდევ უფრო მეტი ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. ჩვენ გვაქვს შემდგომი განვითარების ხედვა სამგზავრო ტერმინალის განვითარების კუთხითაც, რომ აეროპორტმა უზრუნველყოს კიდევ უფრო მეტი მგზავრის გატარება მომდევნო წლების განმავლობაში. ამ ხედვის კვალდაკვალ ჩვენ მუდმივად და თანმიმდევრულად ვავითარებთ საჭირო ინფრასტრუქტურას, რომელიც ხელს შეუწყობს მეტი ავიარეისებისა და მეტი მგზავრის მიღებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
სხვა სიახლეები
04.09.2025.18:00
კახეთში Schuchmann Wines-ი რთველს რამდენიმე დღეში დაიწყებს. როგორც Business Insider Georgia-სთან Schuchmann Group-ის გენერალურმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა განაცხადა, საკუთარი ვენახებიდან კომპანია წინასწარი მონაცემებით 1000 ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდება.
„რთველი 2025“ ჩვენს ვენახებში მომდევნო კვირიდან დაიწყება. ამ ეტაპისთვის ველოდებით იმ პარამეტრების მიღებას, რომლებიც მოგვცემს რთველის ოფიციალურად დაწყების საშუალებას - შაქრიანობას და ასე შემდეგ.
გეტყვით, რომ წელს ყურძნის არაჩვეულებრივ მოსავალს ველოდებით. შარშანდელთან შედარებით მეტი მოსავალის მოლოდინში ვართ. ამ ეტაპზე რთულია ზუსტი პარამეტრების დასახელება, თუ რა მოცულობის მოსავალს მივიღებთ, თუმცა სავარაუდო მაჩვენებელი 1000 ტონამდეა, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს ჩვენს პორტფელს.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს პორტფელში ღვინოების 80% მიღებული გვაქვს კახეთში მოწეული ყურძნისგან, ხოლო 20% - დასავლეთის ჯიშის ყურძნებიდან, რომელსაც, თავის მხრივ, ადგილობრივი ფერმერებიდან ვყიდულობთ. თუმცა ამ ეტაპზე ჯერ უცნობია, რა რაოდენობის ყურძენი იქნება შესყიდული, რადგან წლევანდელი ინტერესი და მოტივაცია გახლავთ, რომ ჩვენი ღვინოების 100% ჩვენსავე ვენახებში მოწეული ყურძნისგან იქნეს წარმოებული,“ - განმარტავს Schuchmann Group-ის გენერალური დირექტორი.
Schuchmann Wines Georgia-ს წლიური წარმოება დაახლოებით 1.5 მილიონი ბოთლი ღვინოა, საიდანაც 10-15% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, ხოლო დანარჩენი ექსპორტზე სხვადასხვა ქვეყანაში გადის.
„1.5 მილიონი ბოთლი ღვინო ყოველ წელს, ცხადია, არ იყიდება - ხდება ღვინოების დაძველება.
ჩვენ, როგორც მოგეხსენებათ, გვაქვს ორი ტიპის წარმოება: ეს არის ევროპული ტიპის წარმოება Schuchmann-ის ბრენდით და ტრადიციული, ანუ ქვევრის ღვინის წარმოება Vinoterra-ს ბრენდით.
შესაბამისად, ქვევრის ღვინის წარმოებას, ქართული ტრადიციული მეთოდით, სჭირდება მეტი დრო - მის წარმოების ციკლს, შემდგომ კი დავარგების ციკლს.
შესაბამისად, კომპანია Schuchmann Wines Georgia-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის ღვინოების წარმოება, რომელიც, როგორც დროს, ასევე შესაბამის ღირებულებას მოითხოვს,“ - აცხადებს ნუცა აბრამიშვილი.
Schuchmann Wines Georgia საკუთარი პროდუქციის ექსპორტს 20-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს და ბაზრების დივერსიფიკაციას მაქსიმალურად ცდილობს.
„კომპანიის მიზანია ბაზრების მეტი დივერსიფიკაცია, მეტი მსყიდველუნარიანი ბაზრები, და ჩვენი პრიორიტეტი რჩება უცვლელი: დიდ და მსყიდველუნარიან ბაზრებზე ვიყოთ წარმოდგენილები და ამით ვაბალანსოთ რისკები, რომლებიც შეიძლება იყოს სხვადასხვა გარე ფაქტორებიდან გამომდინარე,“ - განმარტავს ნუცა აბრამიშვილი.