ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ბათუმიდან უამინდობის გამო გადმომისამართებული 19 რეისი მიიღო
ბათუმში უამინდობის გამო 19 საერთაშორისო რეისი ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გადამისამართდა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 3 იანვრიდან დღემდე ჯამში ბათუმიდან გადმომისამართებული19 რეისი მიიღო. კერძოდ, თელ-ავივი–ბათუმის 13 რეისი, რომლებსაც ავიაკომპანიები Arkia და EL AL ასრულებდნენ. ასევე ბათუმის ნაცვლად ქუთაისში გადამისამართდა მოსკოვის, სოჭისა და კრასნოდარის მიმართულების რეისები, რომლებსაც ავიაკომპანია Red Wings ასრულებდა. ბათუმის ნაცვლად ქუთაისში შესრულდა ასევე თურქული ავიაკომპანია Pegasus-ის ავიარეისიც.
დღის ტოპ 10 სიახლე
EBRD ირანის ომისგან გამოწვეული ზიანის შესამსუბუქებლად განვითარებადი ეკონომიკების მხარდაჭერას გეგმავს
სხვა სიახლეები
SOLO Business-ის მომხმარებლებისთვის ბრენდინგის ვორკშოპი გაიმართა
17.03.2026.18:54
ბათუმში SOLO Business-ის მომხმარებლებისთვის ბრენდინგის თემაზე ვორკშოპი გაიმართა. შეხვედრა SOLO Business Talks სერიის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად საშუალო ბიზნესისთვის ბრენდის სტრატეგიული მნიშვნელობისა და პრაქტიკული მიდგომების გაზიარებას ისახავდა.
ვორკშოპს უძღვებოდა ბრენდის სტრატეგიის კონსულტანტი და ტრენერი, ბრენდინგის შესახებ პირველი ქართული წიგნის ავტორი, შოთა ჩინჩალაძე.
შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ბრენდის შექმნისა და განვითარების პროცესზე, სტრატეგიულ მოდელებზე და იმ კომპონენტებზე, რომლებიც ბიზნესს გრძელვადიანი და კონკურენტული ბრენდის ჩამოყალიბებაში ეხმარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ მაგალითებსა და იმ ნაბიჯებს, რომლებიც კომპანიებს საკუთარი ბრენდის პოზიციონირების გასაძლიერებლად შეუძლიათ, გადადგან.
SOLO Business Talks წარმოადგენს რეგულარული შეხვედრების სერიას, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა მიმართულებით ცოდნის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებაში ეხმარება. იგი SOLO Business-ის - საქართველოს ბანკის პრემიუმ საბანკო ბიზნეს მომსახურების ნაწილია. SOLO Business აერთიანებს როგორც ყოველდღიურ პრემიუმ საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს, ისე სხვადასხვა ინიციატივას საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, მათ შორის საგანმანათლებლო პროექტებსა და პროფესიული ქსელის გაძლიერების შესაძლებლობას.