მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

ქუთაისის N1 საჯარო სკოლის 2000-ზე მეტი მოსწავლისთვის შექმნილი განათლების შესაძლებლობა - როგორია საქართველოს ბანკის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკები

news image

ისტორიულ, ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში საქართველოს ბანკის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა - იდეათეკა თითქმის ერთი წელია ფუნქციონირებს და სკოლის 2000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის ცოდნის მიღებისა და ახალი აღმოჩენების შესაძლებლობას.

„იდეათეკაში შეგვიძლია, ჩვენი საყვარელი წიგნები ვიკითხოთ, რომელთა ავტორებიც ამ სკოლაში სწავლობდნენ. მაგალითად ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში სწავლობდნენ: აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი... შეგვიძლია ვუყუროთ ფილმებს - აქაურობა ჩვენი თავშეყრის საყვარელ ადგილად იქცა. ქუთაისში კულტურა და ხელოვნება განსაკუთრებით უყვართ და ეს ჩვენს სკოლაში კიდევ უფრო მეტად იგრძნობა“.

იდეათეკა არის ის სივრცე, რომელიც მოსწავლეებს აძლევს წვდომას კლასიკურ, ასევე თანამედროვე ლიტერატურაზე, ბიბლიოთეკაზე, რომელიც როგორც საკლასო, ასევე ზოგადი განათლების მისაღებად საჭირო 2000-ზე მეტი სასწავლო რესურსისგან შედგება; ამასთან, ყოველი იდეათეკა აღჭურვილია კომპიუტერებით, პროექტორით და STEM კუთხით - სადაც მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა,  მომავლის პროფესიებისკენ მიმავალ გზაზე პირველი ნაბიჯები გადადგან. 

ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში გახსნილი საქართველოს ბანკის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს.

ამჟამად, საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები, ქვეყნის მასშტაბით, 11 რეგიონის 25 სკოლაში ფუნქციონირებს და 18 000-ზე ახალგაზრდას აძლევს წვდომას ხარისხიან განათლებაზე.

საქართველოს ბანკის იდეათეკების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენს ქვეყანაში ტურიზმი ვითარდება და ეკონომიკა იზრდება - ვაკო თურნავა La Quinta by Wyndham Batumi-ის გახსნაზე

13.05.2025.16:10

ბათუმი არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული კურორტი და ამ ქალაქში როდესაც ასეთი დონის სასტუმროები იხსნება, ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ქვეყანაში ტურიზმი ვითარდება, - ამის შესახებ დეპუტატმა ვაკო თურნავამ ბათუმში სასტუმრო La Quinta by Wyndham Batumi (ლა ქინთა ბაი უინმდემ) გაიხსნის შემდეგ განაცხადა.

სასტუმრო La Quinta ქართული სამშენებლო - დეველოპერული კომპანია ELT GROUP- ისა და მსოფლიოს უმსხვილესი ამერიკული სასტუმრო ქსელის – Wyndham Hotel Group-ის ერთობლივი პროექტია და პირველია არამარტო საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში. La Quinta - ს ბრენდის სასტუმრო ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ, „იელთი კვარტალის“ ტერიტორიაზე მდებარეობს.

„დღევანდელი სასტუმროს გახსნა არის უმნიშვნელოვანესი. ბათუმი არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული კურორტი და ამ ქალაქში როდესაც ასეთი დონის სასტუმროები იხსნება კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ტურიზმი ვითარდება, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იზრდება და ეს ყველაფერი უკვე აქ, ბათუმში შეგიძლიათ რომ ხედვითაც შეხედოთ, ნახოთ. ამ სასტუმროში დაახლოებით 10 მლნ დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული, რაც განაპირობებს იმას, რომ რამდენიმე ასეული სამუშაო ადგილი შეიქმნება.
ასევე თვითონ ამ კვარტალში არის 50 მლნ დოლარამდე ჩადებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა იზრდება, ნიშნავს, რომ ტურისტს უნდა საქართველოში ჩამოსვლა, უნდა რომ შეიძინოს უძრავი ქონება და აქ იმუშაოს, დასახლდეს და ამ ულამაზესი ბათუმიდან თავისი ეკონომიური სამსახური აწარმოოს“, - განაცხადა ვაკო თურნავამ.

La Quinta სტუმრების მისაღებად მზად არის. ოფიციალური გახსნის ცერემონიალი ქალაქ ბათუმში 8 მაისს გაიმართა, რომელსაც საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის, ბიზნეს სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის, მათ შორის აშშ- ს, თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა და   “იელთი ჯგუფის” ადგილობრივმა და უცხოელმა პარტნიორებმა.

La Quinta by Wyndham Batumi - ი, ქართულ - ამერიკული პროექტია, რომელიც მხარეებს შორის, წარმატებული კოლაბორაციის შედეგად განხორციელდა. Wyndham - ისა და ELT Group - ის მისიაა, სასტუმროს სერვისები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში მოგზაურთა ნაკადისა და ბათუმის, როგორც ტურისტული ლოკაციის მნიშვნალობის ზრდას. ასევე, ქვეყნის შავიზღვისპირეთის დინამიურად მზარდი საინვესტიციო ბაზრის პოტენციალის განვითარებას. ბათუმი, უკვე მოინიშნა მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე რეგიონის ტურისტულ ცენტრად, რომელიც მოგზაურებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან თავისი მდიდარი კულტურით, მრავალფეროვანი ლანდშაფტებით და მზარდი ტურისტული ინფრასტრუქტურით იზიდავს.

Wyndham Hotel Group-ი უდიდეს ამერიკულ სასტუმრო ქსელს მიეკუთვნება, რომელსაც საერთაშორისო მოგზაურები უკვე კარგად იცნობენ და ენდობიან. Wyndham Hotel Group-ი მსოფლიოს 95-ზე მეტ ქვეყანაში 9,300 - მდე სასტუმროს აერთიანებს. Wyndham - ი აღიარებულია ტექნოლოგიების, სტუმრების გამოცდილებისა და ლოიალობის თვალსაზრისით და იზიარებს “იელთი ჯგუფის” ხედვას ტურისტული პოტენციალის განვითარების შესახებ.

ბათუმში, “იელთი კვარტალის” ტერიდორიაზე მდებარე სასტუმრო La Quinta საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობს და მორგებულია როგორც საქმიანი, ასევე, თავისუფალი მოგზაურებისთვის. სასტმრო 98 ბიზნეს, სტანდარტ, სუპერიორ, ჯუნიორ და ექსკლუზივ ლუქსის ტიპის ნომრებს, ასევე, სპა ცენტრს, ფინურ საუნას, სავარჯიშო დარბაზს, რესტორნებს, ბარს, საკონფერენციო და დასასვენებელ სივრცეებს აერთიანებს. საერთაშორისო სტანდარტების სასტუმრო La Quinta by Wyndham Batumi აჭარის რეგიონში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, ქალაქის თანამედროვე, ცოცხალ არქიტექტურაში ჩაეწერება და ადგილობრივი სტუმართმოყვარეობის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.  

 La Quinta ადგილმდებარეობით და მომსახურების მაღალი ხარისხით იდეალური არჩევანი იქნება საქართველოს ვიზიტორებისთვის.

აღსანიშნავია, რომ სასტუმრო La Quinta ამერიკის შეერთებულ შტატებში ნომინირებულია ynd ham -ის International Opening Award -ზე. ELT GROUP - ი 19 – 21 მაისს მონაწილეობას მიიღებს Wyndham -ის გლობალურ კონფერენციაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა