მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7054.4
0.0075
flag
AZN 1.6163
0.0003
flag
CNY 37.788
-0.0009
flag
EUR 3.1167
0.0029
flag
GBP 3.6566
0.0041
flag
KZT 53.11
-0.0012
flag
TRY 0.0712
-0.0001
flag
USD 2.7477
-0.0006

ქუთაისის გაზაფხულის დღესასწაულის - „გვირილობის” ისტორია და აღნიშვნის ტრადიცია

news image

მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან მოყოლებული, 2 მაისი, ქუთაისის გაზაფხულის დღესასწაულად იქცა. „გვირილობა”, რომელიც ქუთაისობის სახელითაც არის ცნობილი, ქუთაისელებისთვისა და ქალაქის სტუმრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღესასწაულია.

ისტორიულად, ამ დღეს ქალაქი ხალხით, სიცოცხლით, მუსიკითა და ხელოვნებით ივსებოდა. იმართებოდა თეატრალური სპორტული შეჯიბრებები და სახალხო სეირნობებიეს ტრადიცია დღემდე ნარჩუნდება. ამ დღეს თითქოს თავად ქალაქი გვიწვევს, ერთად გავიზიაროთ მისი განწყობა და ისტორია.

გვირილობის ისტორია — კეთილშობილური ფესვებიდან

დღესასწაულის საწყისი მნიშვნელობა ბევრისთვის უცნობია. გვირილობა პირველად 1921 წელს აღინიშნა. მისი შექმნის ისტორია გიმნაზიელ გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება

იმ დროისთვის გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გაზაფხულის ამ დღეს გაყიდული ყვავილებიდან მიღებული შემოსავალი კი დაავადებულთა სასარგებლოდ იხარჯებოდა.

საქველმოქმედო აქციის მონაწილე გოგონები გვირილებს კრეფდნენ, ყიდდნენ და შეგროვილი თანხით ადამიანებს ეხმარებოდნენ. მომდევნო წლებშიგვირილობასტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის დღესასწაულად იქცა. შესაბამისად, დღემდე დღესასწაული ქველმოქმედებასთანაა დაკავშირებული.

 

გვირილობა და ცვლილებების ხანა

1919 წლიდან, ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დღევანდელი სახით გვირილობა თითქმის 60 წლის განმავლობაში აღარ ჩატარებულა

თუმცა 1980-იანი წლების დასაწყისში, ქუთაისის იმდროინდელმა ხელმძღვანელობამ ტრადიცია აღადგინაგვირილობა კვლავ დაუბრუნდა ქალაქს, როგორც ქუთაისობის სახალხო და კულტურული ზეიმი.

მას შემდეგ დღემდე, 2 მაისი ქუთაისის დღედ იქცაქალაქის განწყობა კი ხელოვანებისთვის შთაგონების უცვლელ წყაროდ დარჩა. ქუთაისი ხომ ის ქალაქია, რომელიც, ერთხელ თუ ნახე, გულში სამუდამოდ რჩება.

საქართველოს ბანკი და გვირილობის დღესასწაული

უკვე წლებია, რაც საქართველოს ბანკისთვის გვირილობა ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და საყვარელ დღესასწაულად იქცა. გაზაფხულის ქუთაისი თავისი მელანქოლიით, სიმშვიდითა და შემოქმედებითი ენერგიით თითქოს თავად უხმობს ხელოვანებსკომპოზიტორებს, პოეტებს, მხატვრებსრათა შთააგონოს ისინი და მათი შემოქმედება გაამდიდროს.

 

ეს ემოციები საქართველოს ბანკმა არაერთ კამპანიაში გააცოცხლახელოვნებად ქცეულ თბილ გრძნობად, რომელიც გვახსენებს, რომ ქუთაისობა არა მხოლოდ ქალაქის დღესასწაულია, არამედ გულის მდგომარეობაა.

https://www.youtube.com/shorts/CoxNrDgEgqs?feature=share

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისის პარტნიორმა, „ASBC საქართველომ" აუდიოსისტემების პრემიალური ბრენდის, Bang & Olufsen-ის შოურუმი გახსნა

05.05.2025.17:25

აუდიოსისტემების პრემიალური ბრენდის, Bang & Olufsen-ის შოურუმი სავაჭრო ცენტრ "გალერია თბილისში" გაიხსნა. ეს Bang & Olufsen-ის პირველი სავაჭრო სივრცეა რეგიონში, რომელიც თიბისის პარტნიორმა, „ASBC საქართველომაამოქმედა. 70 კვ.-ზე მოწყობილი შოურუმი დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს, ადგილზევე გამოცადონ დანიური ბრენდის და ექსკლუზიური პროდუქტები, რომელთა ნაწილი ლიმიტირებულია არამხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო ბაზრებისთვისაც.

 

საუკუნოვანი ისტორიის მქონე კომპანია ხმას, დიზაინსა და ტექნოლოგიას ერთ პროდუქტში აერთიანებს და მომხმარებლებს პროდუქციის საკმაოდ ფართო სპექტრს სთავაზობს, მათ შორის: ხმის სისტემებს(დინამიკები, საუნდბარები, WiFi/Bluetooth აუდიო მოწყობილობები), ყურსასმენებს, ტელევიზორებსა და მოწყობილობებს, რომლებიც თავსებადია სხვადასხვა პლატფორმასთან და ჭკვიან სახლში ინტეგრაციისთვის. ბრენდისთვის დამახასიათებელი მინიმალისტური, სკანდინავიური დიზაინი კი პერსონალიზაციის ფართო შესაძლებლობას იძლევა.

Bang & Olufsen-ის თბილისის შოურუმი სრულად ასახავს ბრენდის გლობალურ კონცეფციას, შესაბამისად, მომხმარებლები ადგილზე მრავალფეროვან პროდუქტებთან ერთად ინდივიდუალური კონსულტაციითა და კონსიერჟ-სერვისით სარგებლობასაც შეძლებენ.

 

წლებია Bang & Olufsen-ი მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში წარმატებით საქმიანობს; საქართველოში პირველი შოურუმის გახსნის შემდეგ კი მათს გეგმებში გაფართოებაც შედის.

თიბისი, როგორც ბიზნესის #1 პარტნიორი, აქტიურად აფინანსებს ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო პროდუქციის წარმოებისა და ვაჭრობის სექტორს და ბაზარზე წამყვანი კომპანიების მთავარი ფინანსური მხარდამჭერია. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხელშეწყობა ბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ბაზარზე Bang&Olufsen-ის შემოსვლა კი მაღალი კლასის სტანდარტს აწესებს, რაც სექტორის ახალ საფეხურზე გადაყვანის შესაძლებლობას იძლევა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა