მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7094.2
-0.0025
flag
AZN 1.5962
-0.0009
flag
CNY 38.161
-0.0085
flag
EUR 3.1514
-0.0107
flag
GBP 3.5766
-0.0132
flag
KZT 51.14
-0.0036
flag
TRY 0.0646
-0.0001
flag
USD 2.7139
-0.0015

ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი 13 წლისაა!

news image

ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტის 13 წლის დაბადების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, აეროპორტში საიუბილეო კვირეულისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები იმართება. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის პარტნიორი ობიექტები 25-31 ოქტომბრის პერიოდში, მგზავრებს ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და სხვადასხვა სიურპრიზებს უწყობენ.

VISA-ს მხარდაჭერით, მთელი დღის განმავლობაში მგზავრების განწყობაზე ზრუნავს DJ, ასევე დღის მეორე ნახევარში დაგეგმილია დაბადების დღის კვირეულისადმი მიძღვნილი დრამერების მონაწილეობით პერფორმანსი.

და მთავარი სიურპრიზის - ორმხრივი ავიაბილეთის გათამაშება ქუთაისი-ლიონი-ქუთაისის მიმართულებით. გამარჯვებული მგზავრი, დღეს, მემინგენის მიმართულებით დაგეგმილ რეისზე, გაფრენამდე გამოვლინდება.

რაც შეეხება აეროპორტის ისტორიას, 13 წლის წინ, კოპიტნარში მდებარე არსებულ აეროპორტს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოეწყო ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, საჰაერო ხომალდების სადგომები, ახალი ტერმინალი და ახალი სანავიგაციო კოშკურა.

საქართველოს შეემატა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ევროპაში დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და საქართველოში სიდიდით მეორე აეროპორტია.

13 წლის განმავლობაში აეროპორტის არსებული ტერმინალი 6 ჯერ გაფართოვდა, არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სააეროდრომო ინფრასტრუქტურა კი სრულად განახლდა.

2023 წელი არსებობის მანძილზე დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტისთვის ისტორიული იყო, და წლის ჭრილში პირველად მიიღო მილიონ 700 ათასამდე მგზავრი. 13 წლის განმავლობაში, გახსნიდან დღემდე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 8,8 მლნ მგზავრზე მეტსა და 30 ათასზე მეტ რეისს მოემსახურა.

ამ ხნის განმავლობაში, აეროპორტში კვებისა და სხვა სერვისების კუთხით შემოვიდნენ როგორც საერთაშორისო, ისე ქართული ბრენდები. აეროპორტის ტერიტორიაზე მოეწყო 700-მდე ავტომობილზე გათვლილი პარკინგი. აეროპორტიდან ქალაქ ქუთაისამდე და პირიქით, დაინიშნა კომფორტული შათლ ბასები, აეროპორტთან 1, 6 კმ-ში რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებული რკინიგზის სადგურს და მგზავრებს რამდენიმე წელია რკინიგზიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალამდე და პირიქით, ასევე შათლ ბასები ემსახურება.

განახლდა აეროპორტის სპეცტექნიკა, დასრულდა თვითმფრინავის სადგომების, ბაქნის მშენებლობა, ამოქმედდა ე.წ. ელექტრონული e gate გასასვლელები, როგორც მოფრენის ისე გაფრენის დარბაზებში და აეროპორტის გამართული ოპერირებისთვის საჭირო სხვა თანამედროვე სერვისები.

ამ დროისთვის, აქტიურად მიმდინარეობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სრულიად ახალი, 3, 5 კმ. ნახევრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა.რისი დასრულების შემდეგაც აეროპორტი დიდი ზომის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდების მიღებას, შეზღუდვების გარეშე შეძლებს, გაფრენის დარბაზში კი მიმდინარეობს ბიზნეს ლაუნჯის მოწყობა, რომელიც მგზავრებს დეკემბრიდან მოემსახურება. 

ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 7 ავიაკომპანია ევროპისა და აზიის 17 ქვეყნის 32 მიმართულებით ოპერირებს.

დაბადების დღის კვირეულის ფარგლებში, აეროპორტის პარტნიორი ობიექტები 25-31 ოქტომბრის პერიოდში, მგზავრებს ექსკლუზიურ შთავაზებებსა და სხვადასხვა სიურპრიზებს უკეთებენ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სილქ როუდ ჯგუფ ჰოლდინგმა წარმატებით განათავსა თავისი პირველი საერთაშორისო 400 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები

30.10.2025.16:30

Ევროობლიგაციების Ყველაზე მსხვილი ემისია საქართველოს კერძო სექტორის ისტორიაში. 

სილქ როუდ ჯგუფ ჰოლდინგმა წარმატებით განათავსა თავისი პირველი საერთაშორისო 400 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები, რაც ყველაზე მსხვილი ემისიაა ქვეყნის კერძო სექტორის ისტორიაში.

5-წლიანი ობლიგაციები განთავსდა ირლანდიის ბირჟაზე, წლიური 7.5%-იანი განაკვეთით, რაც ბოლო წლებში კერძო კორპორატიული ემიტენტის ყველაზე კონკურენტუნარიან მაჩვენებელს წარმოადგენს.

ემისიის პროცესს ხელმძღვანელობდნენ J.P. Morgan და UBS, ხოლო თანაწამყვანი მენეჯერები იყვნენ თიბისი კაპიტალი, გალტ & თაგარტი და Oppenheimer.

"ვამაყობთ, რომ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე გავედით ინვესტორების ასეთი ძლიერი მხარდაჭერით. ობლიგაციებზე მოთხოვნამ 3-ჯერ გადააჭარბა ემისიის მოცულობას და მიაღწია 1.3 მილიარდ დოლარს, რაც ნათლად ასახავს საერთაშორისო ინვესტორების ნდობას სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგის და განვითარების სტრატეგიის მიმართ” - გიორგი რამიშვილი, სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა