"თბილისი აუთლეტ ვილიჯში" კოკა-კოლასთან, ბენე ჯგუფთან და საქართველოს ტურიზმის ასოციაციასთან სტრატეგიული მემორანდუმების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა
2025 წლის 9 ივლისს, ,,თბილისი აუთლეტ ვილიჯმა" მნიშვნელოვან ცერემონიას უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც სტრატეგიული მემორანდუმები გაფორმდა წამყვან საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან: კოკა-კოლასთან, ბენე ჯგუფთან და ტურიზმის ასოციაციასთან (Georgian Tourism Association - GTA).
ღონისძიება მიზანს ,,თბილისი აუთლეტ ვილიჯის", როგორც რეგიონის მთავარი შოპინგის დანიშნულების ადგილის განვითარება და აღნიშნულ სფეროში ახალი სტანდარტების შექმნა წარმოადგენს.
კოკა-კოლა ,,თბილისი აუთლეტ ვილიჯის" სივრცეში ერთობლივ კამპანიებსა და მრავალფეროვან მარკეტინგულ აქტივობებს გეგმავს, რაც ვიზიტორთა გამოცდილებას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.
ცნობისთვის, ,,თბილისი აუთლეტ ვილიჯის" მიზანია, პარტნიორებთან ერთად შექმნას არა მხოლოდ შოპინგის სივრცე, არამედ ინოვაციური გამოცდილებების ერთობლიობა, რომელიც სტილს, კულტურასა და მომსახურების უმაღლეს სტანდარტს აერთიანებს.
თამაზ გუნიავა, Coca-Cola Bottlers Georgia-ს რეგიონალური გაყიდვების და დისტრიბუციის სამსახურის უფროსი: მოხარულები ვართ, რომ ,,თბილისი აუთლეტ ვილიჯის" გახსნაზე ვართ - ეს არის მემორანდუმის ხელის მოწერა. ჩვენ რამდენიმე თვეა უკვე აქტიურ მოლაპარაკებებში ვართ. თავიდანვე განვსაზღვრეთ ეს კონცეფცია. როგორც იცით კოკა-კოლა მუდმივად მზადაა, რომ სიახლეებს ხელი შეუწყოს, მონაწილეობა მიიღოს, ინოვციებზე ორიენტირებული კომპანიაა და აქაც ბევრი ინოვაცია გვექნება. 4 სხვადასხვა დიდი ღონისძიება იგეგმება, რომლებშიც ჩვენც მივიღებთ მონაწილეობა. ასევე იქნება ბევრი სიახლეები საბავშვო, სკოლის მოსწავლეების სტუდენტების მიმართულებით, რაც იცით რომ ჩვენი პირდაპირი მიმართულებაა.
ვატო პაპავაძე, Coca-Cola Bottlers Georgia-ს გაყიდვების დირექტორი: „დიდი ხანია ჩვენ ,,თბილისი აუთლეტ ვილიჯთან" გვაქვს მოლაპარაკება და დღეს ოფიციალურად ეს პარტნიორული შეთანხმება გავაფორმეთ. ჩვენ განვიხილავთ ნებისმიერ თანამშრომლობას, რომელიც საქართველოში განვითარებას უწყობს ხელს.
სხვა სიახლეები
საქართველოს ჩემპიონატი ტრადიციულად სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
07.04.2026.13:12
2026 წლის ზამთრის საშეჯიბრო სეზონი საქართველოს ჩემპიონატით დაიხურა. ჩემპიონატი სლალომსა და გიგანტურ სლალომში გუდაურში, კუდების ტრასაზე გაიმართა. ძლიერი ქარის და ნისლის მიუხედავად, საშეჯიბრო საორგანიზაციო კომიტეტმა სპორტული კლუბების მწვრთნელებთან ერთად, უზრუნველყვეს შეჯიბრის წარმატებით ჩატარება.
თბილისის, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარის სპორტული სკოლების აღსაზრდელებმა ჩემპიონატში მონაწილეობის მანდატი რეგიონულ ეტაპებზე მიღებული მაღალი ქულებით მოიპოვეს. 5 აპრილს კი გამოვლენილი პრიზიორების და გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. ტრადიცია გაგრძელდა და გუდაურის დამაარსებლის, სოლიკო ხაბეიშვილის პრიზი გადაეცა სპორტსმენს, რომელმაც შეჯიბრში საუკეთესო დრო აჩვენა. წელს სოლიკოს თასი ბაკურიანელ ნინო გეორქოვს ერგო.
ყოველწლიურად, სილქნეტის უწყვეტი მხარდაჭერით, M.T.A („ემ თი ეი“) -ის თანაორგანიზებით, საქართველოს სათხილამურო ფედერაცია მართავს საქართველოს თასის ეტაპებს და საქართველოს ჩემპიონატს. ზამთრის კურორტებზე სპორტული ღონისძიებების წარმატებით ჩატარებაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტები მონაწილეობენ.
სეზონზე, რეგიონული თასის ეტაპების და საქართველოს ჩემპიონატის ჩატარება, ახალი თაობის სპორტსმენების აღმოჩენას და აღზრდას უწყობს ხელს. საქართველოსთვის საეტაპო იყო 2023 წელი, როცა სილქნეტის თანადგომით, ბაკურიანმა ფრისტაილის, სნოუბორდის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა, რამაც მეტი ცნობადობა შესძინა ქვეყანას გლობალურ ასპარეზზე.