მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯი
flag
AMD 7117
0.0011
flag
AZN 1.6059
0.0002
flag
CNY 38.037
0.0041
flag
EUR 3.1625
0.0387
flag
GBP 3.7058
0.0206
flag
KZT 53.42
-0.002
flag
TRY 0.0694
-0.0003
flag
USD 2.7301
-0.0005

"მოჩიკომ" ასორტიმენტი გააფართოვა

news image

ქუთაისში მდებარე დესერტების მაღაზია Mochiko • მოჩიკო პირველი საოჯახო საწარმოა, რომელიც მომხმარებელს მოჩის იაპონურ ტკბილეულს სთავაზობს. კომპანიამ ასორტიმენტი გააფართოვა და მომხმარებელს ტორტებისა და ნამცხვრების ხაზი შესთავაზა. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის დამფუძნებელმა თაკო კინწურაშვილმა განუცხადა.

როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?

მთავარი სიახლე გვაქვს ის, რომ უახლოეს პერიოდში ქუთაისში საუკეთესო ფესტივალში „გემო ფესტში“ ვიღებთ მონაწილეობას. აქ ვიქნებით ორი დღე და ჩვენს ასორტიმენტს წარვადგენთ. წინა წელსაც მივიღეთ მონაწილეობა, თუმცა მაშინ სათანადოდ არ ვიყავით მომზადებული, რადგან ფესტივალში მონაწილეობის გადაწყვეტილება სწრაფად იქნა მიღებული. ახლა კი მომხმარებელს წარვუდგენთ ძალიან კარგ ასორტიმენტს და ვფიქრობთ, რომ ამ ფესტივალში მონაწილეობა ჩვენი ცნობადობისთვის ძალიან სასარგებლო იქნება, რადგან წინა წლის გამოცდილებამ კარგი შედეგი გამოიღო. გარდა ამისა, ვმუშაობთ სხვა ფესტივალებზეც, თუმცა მეტი დეტალის გაზიარება ამ ეტაპზე არ შემიძლია, რადგან მოლაპარაკების პროცესში ვართ, ასევე ვმუშაობთ შეფუთვების გაუმჯობესებაზე და როგორც კი ეს საკითხი მოგვარდება, ლოკალურ ბაზარზე თანამშრომლობას შევძლებთ.

ჯერ-ჯერობით ქუთაისის ფარგლებს არ ვცდით, რადგან ნაყინი პრობლემურია, შიგთავსი გაყინულია და ტრანსპორტირება რთულია, დაგროვილი გამოცდილებით კმაყოფილები არ ვართ. ამიტომ ამ ეტაპზე ვგეგმავთ ლოკალურ ბაზარზე არსებულ ქსელებში შესვლას, რის შემდეგაც გაფართოების შესაძლებლობებსაც განვიხილავთ.

როგორია კომპანიის მიმდინარე ასორტიმენტი?

ასორტიმენტს დავამატეთ ტორტების და ნამცხვრების ხაზი. ვთანამშრომლობთ რესტორნებთან, ასევე წარმოდგენილები ვართ სხვადასხვა წვეულებებზე.

არსებულ მოჩის სახეობას დაემატა რამდენიმე ახალი გემო. ერთ-ერთი არის დუბაის მოჩი, რომელზეც მოთხოვნა ძალიან მაღალია მომხმარებლის მხრიდან, ასევე ახლა ვტესტავთ ფელა მოჩს, რომლის ცომშიც არის ბადაგი და ჩვენი ხელნაკეთი ვანილის ნაყინი. „გემო ფესტზე“ წარმოდგენილი გვექნება მოჩის ეს სახეობა, რომელსაც შემდეგ დავამატებთ ასორტიმენტს და ჩვენს მაღაზიაშიც გაიყიდება.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

ჩვენი საწარმო და არსებული მაღაზია მდებარეობს შედარებით გარე უბანში. ამ ეტაპზე ვმუშაობთ ქალაქის ცენტრის სიახლოვეს პატარა Take Away კაფის გახსნაზე, სადაც ადგილზე დამზადდება ბევრი დესერტი და გაიყიდება ჩვენი პროდუქტებიც. ამჟამად, ფართის ძებნის პროცესში ვართ, რათა განვთავსდეთ ლოკალურად ისეთ ადგილზე, სადაც ბევრი ტურისტი მოძრაობს და ხალხმრავალი გარემოა. ამ ეტაპზე არ გვაქვს აქტიური კავშირი ტურისტებთან, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ობიექტი სწორედ ასეთ ხალხმრავალ ადგილას გავხსნათ. ეს მნიშვნელოვანი იქნება როგორც ჩვენი ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად, ისე ბიზნესის განვითარებისთვის.

ცნობისთვის, „მოჩიკო" საოჯახო ტიპის საწარმოა, რომელიც 2023 წლის 23 მაისს დაფუძნდა და მდებარეობს ქალაქ ქუთაისში, ბუკიას 48 ნომერში.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის ლანდშაფტის მოდელირების“ სემინარი და ვორქშოფი გაიმართება

13.06.2025.10:25

2025 წლის სექტემბერში, „უბნის” კვლევითი პროგრამის - ,,ქვების” -  ფარგლებში, თიბისი კონცეპტისმხარდაჭერით, ჩატარდება თბილისის ლანშაფტის მოდელირების სემინარი. სემინარს უხელმძღვანელებს იტალიელი არქიტექტორი და თეორეტიკოსი რენატო რიცი. სემინარი ორგანიზებულია IUAV ვენეციის  უნივერსიტეტის გუნდთან — სუზანა პისშელა და ჯორჯა ანტონიოლისთან თანამშრომლობით. ინიციატივა მიზნად ისახავს ლანდშაფტის მოდელირების ინოვაციური მეთოდოლოგიების პოპულარიზაციას ,,უბნის” კვლევითი პროგრამის ფარგლებში, აქცენტით თბილისის გამორჩეულ ლანდშაფტზე და მის გავლენაზე ქალაქის საერთო მორფოლოგიასა და სტრუქტურაზე.

რენატო რიცის მიდგომა მოდელირების მიმართ დაფუძნებულია ფენომენოლოგიასა და მეტაფიზიკაზე. მისი მოდელები განიხილება არა როგორც უბრალო დიზაინის საგნები, არამედ როგორც „აზროვნების ინსტრუმენტები“, რომლებიც ხელს უწყობენ სივრცის და მისი თანდაყოლილი მნიშვნელობების ღრმა გაგებას. სემინარი მოიაზრებს თბილისის ლანდშაფტზე დაკვირვებას, მის შესწავლას და სხვადასხვა მასშტაბისა მოდელის შექმნას. შემაჯამებელი გამოფენა კი 2026 წლის თებერვალში თიბისი კონცეპტის საგამოფენო სივრცეში გაიმართება.


სემინარზე დასწრება და ვორქშოფში მონაწილეობა შეუძლიათ ხელობის მოყვარულებს, კულტურის ენთუზიასტებს, სტუდენტებს, არქიტექტორებს, ურბანული დაგეგმარების სპეციალისტებს, რესტავრატორებს, დიზაინერებს, მოქანდაკეებს, მხატვრებს, გეოგრაფებს კარტოგრაფებს და სხვა დაინტერესებულ ადამიანებს.

გთხოვ გაითვალისწინოთ რომ ადგილები შეზღუდულია და მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია და შერჩევის გავლა შემდეგ ბმულზე: https://tally.so/r/mRaDdj  რეგისტრაციის ბოლო ვადაა 27 ივნისი, 2025.

რენატო რიცი: ვენეციელი არქიტექტორი, თეორეტიკოსი და პედაგოგი, არქიტექტურის დიზაინის სრული პროფესორია ვენეციის IUAV უნივერსიტეტში და რომის სან ლუკას ეროვნული აკადემიის წევრი. 2018 წელს მას მიენიჭა იტალიის რესპუბლიკის საპატიო ჯილდო. რიცის საგანმანათლებლო საქმიანობა მოიცავს ლექციებსა და კურსებს საერთაშორისო მასშტაბით, მათ შორის ჰარვარდის უნივერსიტეტში. მისი მნიშვნელოვანი არქიტექტურული პროექტებია: ეგვიპტის დიდი მუზეუმი, ვარშავის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (MoMA) და იოანე პავლე II-ის ცენტრი კრაკოვში. განხორციელებულ ნამუშევრებს შორის აღსანიშნავია: Area Sportiva Ghiaie (1984–1998), Museo del Futurismo (1992–2008) და Casa dei Libri Barbarigo (2020–2023). რენატო რიცი ასევე არის რამდენიმე მნიშვნელოვანი პუბლიკაციის ავტორი, მათ შორის: Solemnidad de la Civilidad და Il Daìmon di Architettura.


მთავარი მხარდამჭერია თიბისი კონცეპტი. პარტნიორები: იტალიის საელჩო საქართველოში, IUAV ვენეციის უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა