"კეთილი და პატიოსანი" ასორტიმენტს აფართოებს
კომპანია „კეთილი და პატიოსანი“ ჩამოყალიბდა 2013 წელს და მას შემდეგ წარმატებით ოპერირებს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. არსებულ სიახლეებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, Business Insider Georgia კომპანიის წარმომადგენელს იოსებ მანჯავიძეს ესაუბრა.
მიმდინარე ეტაპზე კომპანიაში რა სიახლეებია?
ჩვეულებისამებრ, ვაგრძელებთ ამერიკის ბაზარზე მუშაობას. ჩვენი პარტნიორები ჩამოსული არიან თბილისში. მათთან გვექნება შეხვედრა და სხვადასხვა საკითხზე საუბარი. მათ შორის, გემოების ცვლილებაზეც. ეს არის როგორც ბროწეულის მიმართულება, ასევე არის ჩვენი ტრადიციული „კეთილი და პატიოსანი“ სმუზების, ანუ დასალევი ხილ-ბოსტნეულის, სოუსების მიმართულებაც. რა თქმა უნდა ქვეყნებიდან გამომდინარე სხვადასხვა გემოები მუშაობას. მაგალითად, ის რაოდენობა რა რაოდენობა ტყემალიც საქართველოში იყიდება, რა თქმა უნდა უჭირს სხვა ქვეყნებში, მაგრამ იქ ჩვენ დიდი ასორტიმენტი გვაქვს. მათ შორის არის წიწაკის ხაზი, მწვანე და წითელი წიწაკის საწებლები, არის შინდის საწებელი. ახლა ვგეგმავთ ალუბლის დამატებას, შემდეგ იქნება ისრიმ-მაყვალი. ასორტიმენტი გაიზრდება და შესაბამისად, ვფიქრობთ რომ მოთხოვნილება უფრო მეტი იქნება. ასევე ვამატებთ ნექტრის მიმართულებასაც, რომელიც ფაქტობრივად დასრულებულია. გემოები მიყვანილი გვყავს ბოლო სტადიამდე, ახლა ეტიკეტზე მიმდინარეობს მუშაობა და უახლოეს მომავალში დავიწყებთ მის წარმოებას, როგორც საქართველოს ბაზარზე, ასევე მის გარეთაც. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ამ მიმართულებით დუბაისთან და ასევე ევროპის ქვეყნებთანაც. ძირითადად, ეს არის გერმანია და საფრანგეთი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პროდუქცია მთლიანად ქოშერულია ებრაული სათვისტომოსთვისაც საკმაოდ მისაღებია და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით კარგად განვვითარდებით. მოთხოვნა საკმაოდ მზარდია. ქოშერულს თავისი ნდობა აქვს ებრაულ სათვისტომოში. ჩვეულებრივ, ტრადიციულ მარკეტებშიც როცა ხედავენ ქოშერულ სერტიფიკატს ფლობს კომპანია ეს უკვე პლუსია მათთვის.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
გამოფენაზე მივდივართ ჩინეთში, რომელიც 19 მაისიდან 21 მაისის ჩათვლით მიმდინარეობს. გვაქვს გარკვეული მოლაპარაკებები ერთ-ერთ სუპერმარკეტების ქსელთან. მათი წარმომადგენლები საქართველოში იყვნენ ჩამოსული. გვქონდა პირველადი მოლაპარაკება და გამოფენაზე როცა ჩავალთ ვფიქრობთ, უფრო კონკრეტული საუბარი გვექნება. საკმაოდ დიდი ბაზარია და მეტი მომზადება სჭირდება.
შეგახსენებთ, პროდუქცია გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში კომპანია „ქართული აგროპროდუქტის" საწარმოში მზადდება.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
06.05.2025.17:28
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2024 წლის ანგარიში წარადგინა. მომხსენებელმა იმ პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე ისაუბრა, რომელსაც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ახორციელებს.
„საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 თებერვლის დადგენილებით „დასაქმების ხელშეწყობის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამა" დამტკიცდა, რომელიც 4 ქვეპროგრამას მოიცავს. ესენია: „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების ქვეპროგრამა", რომლის მიზანია ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარება; ,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ქვეპროგრამა", რომლის მიზანია ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარებით/გაძლიერებით სამუშაოს მაძიებელთა კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით დასაქმების ხელშეწყობა; ,,საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა", რომელიც უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი პირების მიმართ შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელებას, მათი საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის მიზნით და „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ქვეპროგრამა", რომლის მიზანია არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მართვა და დაფინანსების უზრუნველყოფა", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
გიორგი ცაგარეიშვილმა კომიტეტის წევრებს სტატისტიკური მონაცემები გააცნო და აღნიშნა, რომ 2020-24 წლებში სააგენტოს საინფორმაციო სისტემაში 73 507 სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა, ინდივიდუალური კონსულტაცია კი - 116 919 პირს გაეწია. ასევე მუნიციპალიტეტების დონეზე 86 151 სოციალურად დაუცველი პირისთვის, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მიზნით, შესაბამისი კონსულტაციის და ინფორმაციის გაცნობა მოხდა.
მინისტრის მოადგილემ შრომითი მიგრაციის კუთხით არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით გარკვეული პრობლემები არსებობს, რომელთა გადაჭრის მიზნით, 2023 წლიდან სამინისტრო ქმედით ნაბიჯებს დგამს. მისივე თქმით, შრომითი მიგრაციის ახალი ნორმების და მექანიზმების დანერგვის მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა და შესაბამისი პროგრამა მომზადდა, რომელიც აქტიურად ხორციელდება.
კომიტეტმა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა და მის მიერ განხორციელებული პროგრამები დადებითად შეაფასა და წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.
სხდომაზე კომიტეტის წევრები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის 2023-2024 წლების ანგარიშებს გაეცნენ, რომლებიც მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა გვანცა ჩხეიძემ წარადგინა.
კომიტეტის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის შეფასებით, საზოგადოებრივი დამცველის ანგარიში საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიცავს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, დაცული იყოს მომხმარებელთა უფლებები და ასევე აუცილებელია, შენარჩუნდეს და გაგრძელდეს ტელეკომუნიკაციის სივრცეში არსებული ჯანსაღი კონკურენცია.
კომიტეტმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის ანგარიშები ცნობად მიიღო.