მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.7
0.0097
flag
AZN 1.5258
-0.0001
flag
CNY 38.869
-0.0022
flag
EUR 2.8649
-0.0144
flag
GBP 3.4287
-0.0144
flag
KZT 58.3
-0.0019
flag
TRY 0.0515
-0.0001
flag
USD 2.5934
-0.0001
news banner

"გრინვუდი“ – თანამედროვე და უნიკალური სასტუმრო მწვანე კონცხზე, ბოტანიკური ბაღის სიახლოვეს

news image
mbc image

სასტუმრო “გრინვუდი” მწვანე კონცხზე, ბათუმის ბოტანიკური ბაღის გვერდით, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. გაზაფხულის სეზონიდან სასტუმრო მომხმარებლებს სხვადასხვა სიახლეს შესთავაზებს. ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა მარიკა იაკობაძემ განუცხადა. 

როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?

სასტუმრო Greenwood მუდმივად ცდილობს გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი და შესთავაზოს მომხმარებელს ახალი,მაღალი სტანდარტების გამოცდილება. გაზაფხულიდან სტუმრებს ვთავაზობთ განახლებული დესერტებისა და სასმელების მენიუს, რომელიც შემუშავებულია საერთაშორისო კულინარიულ ტენდენციებზე დაყრდნობით. ასევე, დაემატა ახალი სარელაქსაციო ზონა დახურულ აუზთან, რაც იდეალურ პირობებს ქმნის დასვენებისა და ფიზიკური აღდგენის მიზნით.

გარდა ამისა, დაინერგა უფრო მოქნილი ჯავშნის სისტემა, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მარტივად დაგეგმოს დასვენება წინასწარ ან მცირე პერიოდში. პარალელურად მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის კუთხით და სტუმრის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. 

დაგეგმილია კორპორატიული და საოჯახო შეთავაზებების გაფართოება გაზაფხულ-ზაფხულის სეზონისთვის, არაერთი გასართობი ღონისძიება და თემატური დღე, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს შეუქმნის ჩვენს სტუმრებს.

,,ლაივ მუსიკა" – რესტორან „ლოვატიში“ განწყობას შექმნიან მოწვეული მუსიკოსები, რომლებიც ასრულებენ როგორც თანამედროვე, ისე ქართულ და უცხოურ ჰიტებს. გაიმართება ექსკლუზიური ე.წ. Sunset Events დიჯეის თანხლებით. 

თემატური საღამოები და კულინარიული შოუები – ყოველ თვე ერთი კონკრეტული თემის ირგვლივ შევთავაზებთ სტუმრებს ინტერაქციულ შოუებს. ბავშვებისთვის – მინი კლუბი და გასართობი შოუები.

რა ვითარებაა ჯავშნების კუთხით? შეიმჩნევა თუ არა ზრდის ტენდენცია? 

2025 წლის გაზაფხულის სეზონი დადებითი დინამიკით გამოირჩევა. ჯავშნების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საშუალოდ 27%-ით არის გაზრდილი. მოთხოვნა გაიზარდა როგორც შიდა, ისე უცხოელი ვიზიტორების მხრიდან, რაც მეტწილად განპირობებულია სარეკლამო კამპანიების გაძლიერებით და ციფრული მარკეტინგის ეფექტური გამოყენებით.

აღსანიშნავია, რომ საგაზაფხულო არდადეგების პერიოდში გაიზარდა საოჯახო დასვენების სეგმენტი, რაც მიუთითებს იმაზე,რომ ჩვენი ლოკაცია და სერვისები ითვლება იდეალურ გარემოდ დასვენებისთვის ბავშვებთან ერთად. გაზრდილი დაინტერესება გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ მიმდინარე შეთავაზებების გაფართოებასა და სეზონის გახანგრძლივებაზე.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

Greenwood-ის მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის მისი უნიკალური ადგილმდებარეობა — შავი ზღვისპირეთში, ბუნებრივ გარემოში, ქალაქის ხმაურისგან მოშორებით. ეს იძლევა განსაკუთრებულ შესაძლებლობას შეიქმნას სრულადგანტვირთვისა და სიმშვიდის სივრცე. და რაც მთავარია, სიახლოვე ბოტანიკურ ბაღთან! 

გარდა ლოკაციისა, კომპანიის ძლიერ მხარედ უნდა ჩაითვალოს მაღალი კვალიფიკაციის მქონე პერსონალი, რომლებიც მუდმივად გადიან პროფესიულ ტრენინგებს და მზად არიან უზრუნველყონ ინდივიდუალური მიდგომა ყოველი სტუმრის მიმართ. ასევე, აღსანიშნავია სასტუმროს მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურა — დაწყებული დახურული აუზით და საუნით, დამთავრებული კულინარიული მრავალფეროვნებითა და საბავშვო სივრცეებით.

როგორია 2025 წლის სამომავლო გეგმები?

2025 წლისთვის Greenwood-ის განვითარების სტრატეგია ემყარება სამ ძირითად მიმართულებას: ინფრასტრუქტურის გაფართოება, მომსახურების დივერსიფიკაცია და საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირების გამყარება.

დაგეგმილია ღია სივრცის განახლება, რომელიც მოიცავს, როგორც დასვენების, ისე სარეკრეაციო სივრცეებს. ასევე, კომპანია აქტიურად მუშაობს ახალი საკონფერენციო სივრცის მოწყობაზე, რაც გაზრდის შესაძლებლობას საქმიანი ტურიზმის მიმართულებით.

 საერთაშორისო მასშტაბით, 2025 წლისთვის დაგეგმილია პარტნიორობა რამდენიმე უცხოურ კომპანიასთან, რაც ხელსშეუწყობს Greenwood-ის ცნობადობის ზრდას ევროპულ და აზიურ ბაზრებზე. მიზანია შევქმნათ ეკოსისტემა, რომელიც ერთდროულად დააკმაყოფილებს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ვიზიტორის მოლოდინს.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკისა და LEAF-ის საერთაშორისო განათლების რეგიონული ტურის ფარგლებში მეორე შეხვედრა გორში ჩატარდა

13.11.2026.17:33

საქართველოს ბანკისა და საერთაშორისო განათლების ცენტრ LEAF-ის ერთობლივი რეგიონული ტური, რომელიც რუსთავში დაიწყო, გორში გაგრძელდა. პროექტის მიზანია რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების გაცნობა და საერთაშორისო განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

გორში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე სკოლის მოსწავლეები, ასევე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს შეხვდნენ. მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს საზღვარგარეთ სწავლის პერსპექტივებზე, წამყვან უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო პროგრამებზე. გარდა ამისა, ისინი გაეცნენ განაცხადის შევსების პროცესს, ჩაბარების ეტაპებსა და მიიღეს რჩევები, თუ როგორ უნდა მოემზადონ საერთაშორისო უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებისთვის.

ტური კვლავ გრძელდება და მორიგი საინფორმაციო შეხვედრები ქუთაისსა და ზუგდიდში ჩატარდება:

• 16 ნოემბერი | 17:00–18:00 | ქუთაისი – ილია ჭავჭავაძის გამზირი №50;
• 17 ნოემბერი | 14:00–15:00 | ზუგდიდი – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ჯანაშიას №14.

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, რომელიც ხელმისაწვდომია მოცემულ ბმულზე.

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.

საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებისა და საქართველოს ბანკის სხვა საგანმანათლებლო ინიციატივების გასაცნობად ეწვიეთ ბანკის ოფიციალურ ვებგვერდს.

საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა