მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7048.5
0.0132
flag
AZN 1.5878
0.0037
flag
CNY 37.916
0.0099
flag
EUR 3.1679
0.0206
flag
GBP 3.6599
0.0212
flag
KZT 49.91
-0.0001
flag
TRY 0.0653
0.0001
flag
USD 2.7002
0.0063

"ეკო სოფელი ტყეში" გაფართოებას გეგმავს

news image

კომპანიის საქმიანობა ძირითადად მოიცავს როგორც ქართველი, ასევე უცხოელი დამსვენებლებისთვის ეკომეგობრული და ამავდროულად, მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნას ბუნებაში. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს
„ეკო სოფელი ტყეშის“ წარმომადგენელმა განუცხადა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

კომპანიის საქმიანობა ძირითადად მოიცავს როგორც ქართველი, ასევე უცხოელი დამსვენებლებისთვის ეკომეგობრული და ამავდროულად, მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნას ბუნებაში. ჩვენი კომპანია დაარსდა და ფუნქციონირებს 2021 წლიდან. დამსვენებელს ვთავაზობთ განთავსებას მყუდრო და გამორჩეული არქიტექტურით ნაშენებ კოტეჯში, რომელიც მდებარეობს ლაგოდეხის ნაკრძალში. ტერიტორია სრულად ჩაფლულია ტყეში და იდეალურია მათთვის, ვისაც ქალაქიდან შორს სურს განტვირთვა. დამატებით კომფორტისთვის, ტერიტორიაზე გვაქვს რესტორანი, ღია საცურაო აუზი და სპა სივრცე.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

ბოლო წლებში, მას შემდეგ, რაც ვაწარმოეთ გარკვეული პიარ კამპანია და მივიქციეთ მომხმარებლის ყურადღება, უფრო და უფრო მეტი ადამიანისთვის გახდა ცნობილი ჩვენი ტერიტორიის შესახებ. რა თქმა უნდა, ამასთან ერთად, გაიზარდა დამსვენებელთა რაოდენობაც. მიუხედავად ამისა, ჩვენი სასტუმრო უფრო დატვირთულია ზაფხულის პერიოდში, რაც განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით: ამ პერიოდში ქვეყანაში იმატებს ტურიზმი, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში არის არდადეგები. შესაბამისად, ზაფხულში გვყავს მეტი დამსვენებელი, რასაც ვერ ვიტყვით გვიან შემოდგომასა და ზამთარზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ყველა საჭირო კომფორტი იმისათვის, რომ ჩვენს კომპლექსში დასვენება იყოს მომხმარებლისთვის სასიამოვნო, დამსვენებელთა მოთხოვნა მაინც გაცილებით დაბალია, ვიდრე წელიწადის თბილ და მწვანე სეზონზე.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

ჩვენი კომპანიის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მთლიანი რეკრეაციული კომპლექსი მდებარეობს ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე და გვასაჩუქრებს არაჩვეულებრივი ბუნებით. ასევე გვაქვს კომფორტის ზონები შექმნილი იქ, სადაც ზოგჯერ შეუძლებლადაც მიიჩნევა ასეთი პირობების შექმნა. ტერიტორიაზე დაგხვდებათ სიმწვანე, ხეობისა და ტყის პეიზაჟები, ჩიტების ტკბილი გალობა და მდინარის სასიამოვნო ხმაური. მიუხედავად ყველანაირი კომფორტისა, ჩვენი კომპანიის მთავარ პრივილეგიად მაინც ბუნებასთან სიახლოვე მოიაზრება.

კომპანიის ძირითადი მიზანი იყო, რომ ქართველ და უცხოელ მოსახლეობას მეტი გაეგო ამ ულამაზეს ქალაქზე, რომელსაც ლაგოდეხი ჰქვია. ნაწილობრივ, ეს მიზანი მიღწეულადაც შეიძლება ჩაითვალოს.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

სამომავლოდ ვაპირებთ ტერიტორიაზე სხვადასხვა გასართობი აქტივობების დამატებას, როგორიცაა საცხენოსნო ტურები ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებზე, რათა უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს საქართველოს სილამაზის შემეცნება; ასევე საბავშვო გასართობი სივრცის მოწყობა - სტუმრად მოსული მშობლებისთვის მეტი კომფორტის შესაქმნელად; სავარჯიშო დარბაზი, როგორც სტუმრებისთვის, ასევე ადგილობრივებისთვის, მათი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.

ასევე, გვსურს ჩვენს კომპანიაში რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი ახალგაზრდა დავასაქმოთ, რათა მათ მიიღონ გამოცდილება, რომელიც წინსვლასა და წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ.

ცნობისთვის, კოტეჯი ლაგოდეხში, სოფელ გურგენიანში მდებარეობს.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რობოტები დაასაქმა

12.09.2025.20:45

თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რობოტები დაასაქმა. რობოტები, ტიჯი 1 და ტიჯი 2, TAV Georgia-ს თანამშრომლები არიან და მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას 1-ელი ოქტომბრიდან შეუდგებიან.

„რაც შეეხება სერვისებს - ჩვენ ძალიან ბევრი სიახლე გვაქვს. დღეს უკვე გაიცანით ჩვენი ახალი თანამშრომელი - რობოტი ტიჯი 1, ასევე გვყავს რობოტი ტიჯი 2, რომლებიც 1-ელი ოქტომბრიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მოემსახურებიან. გარდა ამისა, ჩვენ ზამთრის სეზონს იმ პროექტებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამოვიყენებთ, რომლებსაც ყოველწლიურად ამ ორ აეროპორტში ვახორციელებთ“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან TAV Georgia-ს ​ გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ TAV Georgia-ს ​ საქართველოში ოპერირების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.

სწორედ ამ ღონისძიებაზე წარადგინა TAV Georgia-მ რობოტი ტიჯი 1, რომელიც სტუმრებს სცენიდან მიესალმა და კომპანიის მიზნებსა და გეგმებზე სასაუბროდ „საკუთარი მენეჯერი“, თეა ზაქარაძე იხმო.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა