ქსელის გაფართოება და საკუთარი მომხმარებლებისთვის მეტი ონლაინ შესაძლებლობების შეთავაზება - როგორია „გუდვილის“ 2026 წლის გეგმები
2026 წელს „გუდვილი“ საკუთარი ქსელის აქტიურ გაფართოებას გეგმავს. როგორც Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში „გუდვილის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ხაბაშვილმა აღნიშნა, გარდა ახალი ფილიალებისა, კომპანია საკუთარ მომხმარებელს გაზრდილ ასორტიმენტსაც შესთავაზებს.
- როგორ შეაფასებთ 2025 წელს „გუდვილის“ საქმიანობას? რა იყო წლის მთავარი მიღწევები თქვენი კომპანიისთვის?
- „გუდვილმა“ 22-წლიანი იუბილე მასშტაბური რებრენდინგით აღნიშნა. განახლებული იდენტობა, მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისები და პრემიუმ გამოცდილება - სწორედ ასე შევაბიჯეთ განვითარების ახალ ეტაპზე. რებრენდინგმა კომპანიის თანამედროვე ვიზუალური სტილი სრულად გააერთიანა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ვაკის ფილიალის განახლება, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით დაიგეგმა და სრულად პასუხობს თანამედროვე სავაჭრო სივრცის უმაღლეს სტანდარტებსა და მომხმარებლის მოლოდინებს. გარდა ამისა, გაფართოების სტრატეგიის ფარგლებში, ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის 61 ნომერში, „გუდვილის“ რიგით მესამე ფილიალი გაიხსნა.
- რომელ კატეგორიის პროდუქტების გაყიდვებმა დააგენერირა ყველაზე დიდი ზრდა 2025 წელს?
- 2025 წელს გაყიდვების ყველაზე მაღალი ზრდა „გუდვილის“ საკუთარი წარმოების მიმართულებებმა აჩვენა. მომხმარებელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მზა კვებისა და პურ-ფუნთუშეულის კატეგორიები.
ასევე, ლიდერ პოზიციებს ინარჩუნებს ხორცისა და ხორცპროდუქტების სექცია. მნიშვნელოვანი მატება გვაქვს ხილ-ბოსტნის კატეგორიაშიც, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მომხმარებლისთვის პრიორიტეტულია ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტების მრავალფეროვნება.
- რა ძირითადი მიზნები გაქვთ 2026 წლისთვის: გაფართოება, ახალი მაღაზიები, ონლაინ გაყიდვების განვითარება, ასორტიმენტის გაზრდა ან სხვა?
- ჩვენს გეგმებში 2026 წელს აქტიურად არის ქსელის გაფართოება და ახალი ფილიალების გახსნა. ამასთანავე, მომხმარებლებს შევთავაზებთ გაზრდილ ასორტიმენტს - როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე ექსკლუზიური ბრენდების პრემიუმ პროდუქციის მიმართულებით.
- როგორ აპირებთ ონლაინ კომერციის (e-commerce) განვითარებას 2026 წელს?
- 2026 წელს ონლაინ მიმართულებით ჩვენს მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას შევთავაზებთ.
ჩვენი პრიორიტეტებია:
სხვა სიახლეები
„მეტროპოლს“ გაყიდვების კუთხით ბაზრის 5% უკავია - მამუკა იმედაშვილი
09.01.2026.19:00
„ძირითადი ფინანსური გეგმები, რაც დასახული გვქონდა, თითქმის 100%-ით შევასრულეთ“, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში საუბრისას, „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ მამუკა იმედაშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, გაყიდვების კუთხით „მეტროპოლს“ ბაზრის 5% უკავია.
„ჩვენ მუდმივად ვადევნებთ თვალს ანალიტიკას და შემიძლია ვთქვა, რომ 2025 წელს ჩვენი ძირითადი ფინანსური გეგმები, რაც დასახული გვქონდა, თითქმის 100%-ით შევასრულეთ. წლის დასაწყისსა და შუა პერიოდში იყო გარკვეული ტურბულენტობა, რასაც ცნობილ ფაქტორებიდან გამომდინარე გამოწვევებს ვეძახით, თუმცა ბოლო პერიოდში ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად დასტაბილურდა და მგონია, რომ დინამიკა კიდევ უფრო დადებითი იქნება.
რაც შეეხება ჩვენს წილს, როგორც ვაკვირდებით, დღეის მდგომარეობით „მეტროპოლს“ გაყიდვების კუთხით ბაზრის 5% უკავია. ანუ 2025 წელს თბილისში გაიყიდა დაახლოებით 350 ბინა, ხოლო ბათუმში - დაახლოებით 200, რაც წინა წელთან შედარებით დაახლოებით 15–20%-იან ზრდას ნიშნავს“, - აღნიშნა მამუკა იმედაშვილმა.