Chelti Winery საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე მუშაობს
Chelti Winery / მეღვინეობა ჩელთი გაერთიანებულ სამეფოში გამართულ London Wine Fair 2025-ში მონაწილეობდა, საიდანაც პოზიტიური მოლოდინებით დაბრუნდა. როგორც Business Insider Georgia-სთან მეღვინეობა ჩელთის კომერციულმა დირექტორმა ანა მირიანაშვილმა განაცხადა, მოხდა ახალი პოტენციური პარტნიორების მოძიება, რომელთანაც მოლაპარაკებები გრძელდება.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხსნის უკან მეღვინეობა ჩელთიზე ბრიტანული გამოცემა Vogue-მაც დაწერა.
“ჩელთი პირველად ბრიტანეთის ბაზარზეა, წელს ჩელთი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ღვინის ბრენდი გახდება“, - აღნიშნავდა Vogue.
„ახალ პარტნიორობებზე შედგა საუბარი. კომპანია ექსპორტს ბრიტანეთში ახორციელებდა, თუმცა ახლა უფრო ახალ ადგილებში ვგეგმავთ შესვლას“, - აცხადებს ანა მირიანაშვილი.
თავის მხრივ ჩელთის აქტიურმა მუშაობამ და სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობამ შედეგი გამოიღო და მიმდინარე წელს მეღვინეობა ჩელთის ექსპორტი უკვე 20%-მდე ზრდას აჩვენებს.
„ბოლო 4 თვე საერთაშორისო გამოფენების კუთხით მართლაც დატვირთული იყო, ვიყავით მადრიდში Madrid Fusión-ზე, პორტუგალიაში, პორტოში გამართულ Quinta de Santa Cristina-ში მივიღეთ მონაწილეობა. ვმონაწილეობდით ასევე Wine Paris & Vinexpo-ში და სხვა. ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო, ექსპორტის კუთხით ზრდა გაქვს. გარდა გამოფენებისა მუდმივად ჩავდივართ კონკრეტულ ბაზრებზე, სადაც ვაკეთებთ პრეზენტაციებს, დეგუსტაციებს და სადაც ჩვენი ღვინოები შედის იქაც ვხვდებით წარმომადგენლებს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც გაუსინჯავთ ჩვენი ღვინო და ამის შემდეგ დაგვკავშირებია. ასევე აქტიურად ვაკეთებთ დიჯიტალ მარკეტინგს. გაქვს ონლაინ გაყიდვები და ვაკეთებთ ონლაინ რეკლამებს“, - აცხადებს კომპანიის კომერციული დირექტორი.
მეღვინეობა ჩელთის გეგმებში ჩინეთის ბაზარზე ექსპორტის ზრდაც შედის, რისთვისაც კომპანიამ სადისტრიბუციო კომპანიაც დააფუძნა.
„ყველზე ზრდის პოტენციალს სამომავლოდ ჩინეთში ვხედავთ. ჩინეთში უკვე გავაკეთეთ სადისტრიბუციო კომპანია და გვქონია, რომ წელს ჩინეთის ბაზარზე ყველაზე დიდი ზრდა გვექნება. ამ ეტაპზე კი ჩვენთვის ყველაზე დიდი ბაზარი გერმანიაა, რადგანაც ჩვენი ჰაბია“, - აცხადებს მეღვინეობა ჩელთის კომერციული დირექტორი.
მეღვინეობა ჩელთი დღეისათვის 28 საექსპორტო ბაზარზეა წარმოდგენილი.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
27.05.2025.22:00
წელს ველოდებით ნუშის პირველ მოსავალს, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე გავყიდით, ხოლო 3 წელიწადში შევძლებთ, რომ საერთაშორისო ბაზარზე გავიტანოთ პროდუქცია, აცხადებს კომპანია „ივრის ფერმების” დირექტორი ნინო ცხადაია. კომპანია ნუშის ბაღებს კახეთში ფლობს. „ივრის ფერმები“ სახელმწიფო პროექტების ბენეფიციარია - სარგებლობს შეღავათიანი აგროკრედიტით და „დანერგე მომავლის“ საგრანტო პროგრამით.
„ივრის ფერმები“ სოფლის მეურნეობაში წარმოდგენილია უკვე მესამე წელია. ჩვენ ამ პროექტზე მუშაობა დავიწყეთ 2022 წელს და ზრდის ეტაპობრივი სტრატეგია ავირჩიეთ. პირველად გავაშენეთ ბაღი 2023 წელს, დავიწყეთ 35 ჰა ნუშით, შემდეგ დავამატეთ 75 ჰა. ხოლო წელს ვასრულებთ ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ გაფართოებას 240 ჰა-ს. ანუ ჯამში ავდივართ 350 ჰა ნუშის ბაღებზე. ჩვენს ბაღებში ჩართულები არიან, როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივი სპეციალისტები. ბაღის ირიგაციის დიზაინი შეადგინა დარგის წამყვანმა სპეციალისტმა ესპანეთიდან. ბაღს ასევე კურირებს აგრონომი-კონსულტანტი, რომელიც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, კონკრეტულად კაკლოვან კულტურებში. ჩვენთან წარმოდგენილია ნუშის 4 ესპანური ჯიში. წელს ველოდებით პირველ მოსავალს, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე გავყიდით. 3 წელიწადში შევძლებთ, რომ საერთაშორისო ბაზარზე გავიტანოთ 160 ტონამდე ნუში, ხოლო როცა ჩვენი ბაღები მიაღწევს სრულ მსხმოიარობას, რაც რამდენიმე წელიწადში მოხდება ჩვენ საექსპორტო მოსავალს გავზრდით 800-900 ტონამდე. ჩვენი აზრით დიდი წვლილი შეგვაქვს, როგორც რეგიონის და ზოგადად ქვეყნის აგრონომიულ და ეკონომიკურ განვითარებაში, ჩვენ ვქმნით სამუშაო ადგილებს და ასევე ხელს ვუწყობთ ადგილობრივ ბაზარზე შეიქმნას კაკლოვანი კულტურების ექსპერტიზა. საერთაშორისო ბაზარზე ნუშის გატანა არ იქნება მარტივი პროცესი. თავისებურ გამოწვევებთან იქნება დაკავშირებული, რადგანაც ამ დროს მოგვიწევს კონკურენციაში შევიდეთ დარგის წამყვან მომწოდებლებთან. ასეთ დროს ჩვენი აზრით მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი სექტორის, მოთამაშეების ერთად დგომა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ასევე სახელმწიფოს მხრიდან ამ პროცესის თავისებური ხელშეწყობა. საერთოდ ნუში არის გრძელვადიანი კულტურა, რას იმას ნიშნავს რომ ჩვენი, ნებისმიერი გამშენებლის მხრიდან ითხოვს საწყის ეტაპზე ძალიან დიდ და მსუყე ინვესტიციებს. ამისი გაკეთება ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა თუ არა სახელმწიფოს მხრიდან პროცესების ხელშეწყობა. კონკრეტულად შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა ჩვენს ბაღებს ძალიან ეხმარება ზრდაში და განვითარებაში“, - აცხადებს კომპანია „ივრის ფერმების” დირექტორი ნინო ცხადაია.
აღსანიშნავია, რომ „ივრის ფერების“ ნუშის ბაღებს რამდენიმე დღის უკან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სტუმრობდა.
კომპანია „ივრის ფერმები” აქტიურად თანამშრომლობს ესპანელ ექსპერტებთან და იყენებს მათ მიერ შემუშავებულ ფიტოსანიტარიულ და განოყიერების გეგმებს, რომლებიც მორგებულია ბაღის საჭიროებებზე და თანხვედრაშია ევროპულ რეგულაციებთან. ბაღები უზრუნველყოფილია თანამედროვე საირიგაციო სისტემით, რომელიც მდინარე ივრიდან მარაგდება. წვეთოვანი საირიგაციო სისტემის ეფექტიანი გამოყენებისა და „ივრის ფერმების“ სასაწყობე სივრცის ელექტრიფიკაციისთვის კომპანიამ 1.75 მეგავატიანი ელექტროქსელიც შექმნა.