მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.9
0.039
flag
AZN 1.5862
-0.0003
flag
CNY 39.557
0.0075
flag
EUR 3.18
0.0281
flag
GBP 3.6546
0.0308
flag
KZT 56.71
0.003
flag
TRY 0.0603
-0.0003
flag
USD 2.6963
-0.0002

ქონების დაზღვევის სეგმენტს ძირითადად 5 კომპანია ინაწილებს

news image

2025 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ ქონების დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 158 მლნ. ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს. 

ბაზრის წილი კომპანიებს შორის ასე გადანაწილდა: 

  • ალდაგი - 70.2 მლნ ლარი - 44%
  • თიბისი - 31.1 მლნ ლარი  - 20%
  • ჯიპიაი - 18.7 მლნ ლარი  - 12%
  • ირაო - 15.3 მლნ ლარი  -10%
  • უნისონი - 13.0 მლნ ლარი  - 8%
  • სხვა - 9.7 მლნ ლარი  - 6%

2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

2025 წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 1 411 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 348 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 129 მილიონი ლარი.

სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 584 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 513 მილიონ ლარს. 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ალდაგი ხელოვნების საერთაშორისო აუქციონის მხარდამჭერი და ოფიციალური მზღვეველია

15.04.2026.14:13

სადაზღვევო კომპანია ალდაგი Hessink’s თბილისის სააუქციონო სახლის პარტნიორი და ქართული მოდერნისტული ხელოვნების საერთაშორისო აუქციონის მხარდამჭერი და ოფიციალური მზღვეველია.

Hessink’s თბილისის სააუქციონო სახლი, ალდაგთან პარტნიორობით, პირველ საერთაშორისო აუქციონს 27 აპრილს, თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MoMa Tbilisi) წარმოადგენს.

აუქციონზე წარმოდგენილი იქნება 90 საგულდაგულოდ შერჩეული ლოტი, რომელიც მოიცავს პერიოდს გვიანი საბჭოთა ეპოქიდან დღემდე. შერჩევა ასახავს ქართული ხელოვნების განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებს და სთავაზობს შეკრულ ხედვას კულტურული ტრანსფორმაციისა და მხატვრული განახლების პროცესებზე.

აუქციონში წარმოდგენილია ისეთი ავტორების ნამუშევრები, როგორებიც არიან ალექსანდრე (შურა) ბანძელაძე, ვერა ფაღავა, ლუკა ცეცხლაძე, ლია ბაგრატიონი, ილიკო ზაუტაშვილი და მამუკა ცეცხლაძე, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი ხელოვანები.

კურატორული ხედვა

კატალოგი აერთიანებს განსხვავებულ მხატვრულ მიდგომებს აბსტრაქციიდან ფიგურაციამდე და წარმოაჩენს ქართული ხელოვნების მრავალფეროვან ვიზუალურ ენას. წარმოდგენილი ნამუშევრები ერთდროულად ეხმიანება ადგილობრივ და ფართო საერთაშორისო კონტექსტს, რაც კოლექციონერებისთვის ქმნის მკაფიო და გააზრებულ წვდომას დინამიკურ და მრავალშრიან ხელოვნების სივრცეზე.

ალდაგთან პარტნიორობა

Hessink’s სააუქიცონო სახლთან თანამშრომლობის ფარგლებში, სააუქციონო კოლექციის სრული დაზღვევა სადაზღვევო კომპანია ალდაგმა უზრუნველყო, რაც ამ სფეროში საერთაშორისო სტანდარტის დამკვიდრებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

როგორც დაზღვევის ბაზრის ლიდერი, ალდაგი კოლექციონერებსა და გალერეებს სთავაზობს ხელოვნების ნიმუშების დაცვის სრულ ციკლს - ტრანსპორტირებიდან საგამოფენო სივრცეებში განთავსებამდე. ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ალდაგის მისწრაფებას, ხელი შეუწყოს ქართული სახელოვნებო ბაზრის განვითარებასა და კულტურული მემკვიდრეობის უსაფრთხოებას.

„ჩვენი სადაზღვევო პროდუქტი სრულად პასუხობს საერთაშორისო აუქციონის მაღალ სტანდარტსა და ხელოვნების ნიმუშების სპეციფიკურ საჭიროებებს. ვამაყობთ, რომ ვართ ამ პროცესის მონაწილე და მხარს ვუჭერთ პროექტს, რომელიც ქართული ხელოვნების პოპულარიზაციასა და მასში ინვესტირებას უწყობს ხელს,” - ქეთევან მაღალაშვილი, ალდაგის მარკეტინგისა და კომუნიკაციების დირექტორი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა