მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7140.7
0.0447
flag
AZN 1.5836
0.0095
flag
CNY 39.121
0.0111
flag
EUR 3.1606
0.0025
flag
GBP 3.6065
-0.0001
flag
KZT 53.81
0.0007
flag
TRY 0.0612
0.0003
flag
USD 2.6922
0.0163

ქინგ თამარი არქისგან - ახალი გამორჩეული მულტიფუნქციური კომპლექსი დედაქალაქის გულში

news image

არქი ახალი, მაღალი კლასის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას საბურთალოზე, თბილისის ცენტრალურ ადგილას იწყებს. ქინგ თამარი არქისგან საერთაშორისო სტანდარტებისა და გამორჩეული დიზაინის მქონე მულტიფუქციური საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც შექმნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც აფასებს ცხოვრების მაღალ ხარისხს და ისწრაფვის სრულყოფილებისკენ.

საცხოვრებელი კომპლექსის კონცეფცია მორგებულია თანამედროვე ყოველდღიურობას, რომელიც მაცხოვრებლებს განსაკუთრებული ცხოვრების გამოცდილებას სთავაზობს. ქინგ თამარი არქისგან მდებარეობს თამარ მეფის გამზირზე - გმირთა მოედნიდან 1 წუთის სავალზე. საცხოვრებელ კომპლექსის ირგვლივ მდებარეობს ყველა საჭირო კვების, გასართობი თუ სავაჭრო ობიექტი. პროექტის გამორჩეული ლოკაცია და თანამედროვე არქიტექტურული გადაწყვეტა 360 გრადუსიან პანორამულ ხედებს ქმნის მთელს თბილისზე.

ქინგ თამარის მულტიფუნქციური სივრცე ითვალისწინებს ყველა დეტალს კომფორტული ყოველდღიურობისთვის: ღია აუზი - სიწყნარეში რომ ჩაიძირო, ევროპული სტანდარტების ფიტნეს დარბაზი - ბალანსი რომ არ დაკარგო, სპა - ჰარმონია რომ აღიდგინო, კაფე - კიდევ უფრო მეტად რომ ისიამოვნო საკუთარი თავისთვის დათმობილი დროით, კინოთეატრი - რეალობას რომ გასცდე, პანორამული ხედები - ჰორიზონტი რომ შეიგრძნო.

ქინგ თამარი დააპროექტა მსოფლიოში ცნობილმა არიქტექტორმა, ვეი იაპ ოიმ, რომელსაც უამრავი საინტერესო პროექტი აქვს განხორციელებული მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. მისი პორტფოლიო აერთიანებს უმსხვილეს პროექტებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა სინგაპური, ავსტრალია, ჩინეთი და სხვა.

„გვინდა საქართველოში ძვირადღირებული ცხოვრების სტილი შემოვიტანოთ, რისთვისაც მსოფლიოში გამორჩეული ქალაქების პრაქტიკას ვიკვლევთ. გვჯერა, რომ ქინგ თამარი ქალაქის ღირსშესანიშნაობად იქცევა როგორც არამხოლოდ შენობა, ასევე როგორც პროექტი, რომელიც თბილისში ცხოვრების სტილს შეცვლის. მოქნილობა, რომელსაც მაცხოვრებლები მიიღებენ, ის უნიკალური თვისებაა, რომელიც ამ პროექტს გამოარჩევს. გვინდა ვაჩვენოთ რა შეუძლია დიზაინს, როდესაც მიზანი ბევრი ადამიანის ერთი იდეის გარშემო გაერთიანებაა.“ - ვეი იაპ ოი, ქინგ თამარის არქიტექტორი და Wei Yap Architecture-ის დამფუძნებელი.

ქინგ თამარი გამორჩეულად საინტერესო პროექტია როგორც საცხოვრებლად, ისე დაბალრისკიანი ინვესტიციისთვის, რადგან აერთიანებს ყველაფერს, რაც თანამედროვე ადამიანს სრულყოფილი ცხოვრებისთვის სჭირდება:

კომფორტული მდებარეობა, სტრატეგიულ ობიექტებთან სიახლოვე, ბინების დაგეგმარების მრავალფეროვნება, ულამაზესი ხედები თბილისზე, მშენებლობის უმაღლესი ხარსხი და მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა.

„ქინგ თამარი არქისგან იქნება თბილისის ყველაზე ლამაზი სავიზიტო ბარათი და ჩვენ ამაყები ვართ, რადგან პროექტი ახალი სიტყვაა ლუქს სეგმენტში. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია როგორც უმაღლესი ხარისხის მშენებლობა, ისე ესთეტიური დიზაინი და თანამედროვე ხედვა“ - ილია წულაია, არქის დამფუძნებელი.

ქინგ თამარის მშენებლობისას გამოყენებულია საერთაშორისო სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური სამშენებლო მასალები. პროექტი ხორციელდება იბერკომპანი ჰოლდინგთან ერთად.

არქის მთავარი პრიორიტეტი უმაღლესი ხარისხის სამშენებლო პროექტების განხორციელებაა, სადაც მაცხოვრებლები მიიღებენ ცხოვრების კომფორტულ გამოცდილებას. კომპანიის მისია ისეთი თანამედროვე შენობების აშენებაა, რომლებიც უნიკალური იქნება თავისი ხარისხით, ფორმითა და ხედვით.

ქინგ თამარი არქისგან - შექმნილია სრულყოფილი ცხოვრებისთვის.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ლიბერთი ბანკის სათაო შენობაში დაფიქსირდა ხანძრის შემთხვევა, რომლის აღმოჩენა და ლოკალიზაცია მოხდა ადრეულ ეტაპზე - განცხადება

03.03.2026.08:07

ლიბერთი ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Business Insider Georgia უცვლელად გთავაზობთ:
,,გაცნობებთ, რომ დღეს, 3 მარტს, ლიბერთი ბანკის სათაო შენობაში დაფიქსირდა ხანძრის შემთხვევა.
ცეცხლი გაჩნდა დამხმარე ლიფტის შახტაში. ხანძრის აღმოჩენა და ლოკალიზაცია მოხდა ადრეულ ეტაპზე, ოპერატიულად და შესაბამისი სამსახურების დროული რეაგირების შედეგად.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძარი არ გავრცელებულა საოფისე სივრცეებში. დაზიანებულია შენობის მარცხენა კიდის ფასადი. აღნიშნული სივრცე ფიზიკურად დაშორებულია შენობის დანარჩენ ნაწილებს და არ წარმოადგენს საფრთხეს შენობის ოპერაციული ფუნქციონირებისთვის.
ბანკის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება და მომსახურების პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება.
საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას ოპერატიულად მივაწვდით", - აღნიშნულია განცხადებაში. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა