ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP -ს ექსკლუზიური პარტნიორის იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა
კურასეპტი PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორი და ევროპაში პირის ღრუს მოვლის „ოქროს სტანდარტად“ აღიარებული იტალიური ბრენდია. ყოველწლიურად PSP-სა და კურასეპტის პარტნიორობით სპეციალისტებისთვის - სტომატოლოგების, პაროდონტოლოგებისა და იმპლანტოლოგებისთვის სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო და შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები ტარდება.
კურასეპტი სპეციალიზირებულია როგორც პირის ღრუს ყოველდღიურ მოვლაზე ასევე სამკურნალო მიმართულების განვითარებაზე, პირის ღრუს ჰიგიენაზე ზრუნვის ქიმიური და მექანიკური საშუალებების მრავალფეროვანი ასორტიმენტის ხაზებით, მათ შორის ჩვილის ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებული ღრძილების მასაჟორებისა და გელებიდან დაწყებული, ბავშვის და მოზარდების ჯუნიორ სავლებით, ყოველდღიური და სპეცილაური მოვლის საშუალებებით ზრდასრულებისთვის და იმპლანტის შემდგომი სავლებით.
წამყვანი იტალიური კომპანიის წარმომადგენლებმა, პარტნიორ ქართულ კომპანია PSP Pharma-ს და საქართველოს იმპლანტოლოგიისა და პარადონტოლოგიის საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, საგანმანათლებლო და შემეცნებითი ღონისძიებები გამართეს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტომატოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებთან.
სტუდენტური კონკურსის ფარგლებში IV-V კურსის სტუდენტებისთვის პაროდონტოლოგიის ძირითადად საფუძვლებზე რამდენიმე საგანმანათლებლო ლექცია ჩატარდა, ტესტისა და კლინიკური ქეისის განხილვის საფუძველზე შეირჩა გამარჯვებული. გამარჯვებულ სტუდენტს, ნია თევდორაშვილს კურასპეტის მიერ გადაეცა პრიზი, ერთ-ერთ ყველაზე მაღალრეიტინგულ ღონისძიებაზე - „ევროპერიო 2025“-ზე დასწრება, ავსტრიაში, ვენაში.
ქ. თბილისის სტომატოლოგებისთვის ჩატარებულ კონფერენციაზე კურასეპტის ამბასადორმა ექიმმა, პაროდონტოლოგ-იმპლანტოლოგმა მატეო ბასომ წარადგინა თემა: “პაროდონტისა და იმპლანტის გარშემო ქსოვილების შეხორცების ახალი ინსტრუმენტები მინიმალური ინვაზიური მკურნალობისთვის” გაუზიარა კლინიკური კვლევები და ქეისები ქლორჰექსიდინის მოქმედების მექანიზმების შესახებ. კურასეპტის საერთაშორისო ოპერაციების დირექტორმა ანდრე ლემამ და რეგიონალურმა მენეჯერმა პატრიცია პულსონემ საინტერესო მიმოხილვით გააცნეს კომპანია კურასეპტი დამსწრე საზოგადოებას. კონფერენცია იტალიელი სტუმრებისა და ქართველი სტომატოლოგების გამოცდილების და შთაბეჭდილებების გაზიარებით დასრულდა.
Curasept & PSP მხარდაჭერით წელს სპეციალისტებისთვის 2 განსხვავებული ღონისძიება ჩატარდა; საქართველოში ვიზიტის დასასრულს, იტალიის ელჩი საქართველოში, მასიმილიანო დ’ანტუონო იტალიური კომპანია Curasept-ის წარმომადგენლებს, საერთაშორისო პროექტების დირექტორ ანდრეა ლემასა და რეგიონულ მენეჯერ პატრიცია პულსონეს შეხვდა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
28.04.2025.13:36
თიბისიში ბიზნესსესხის აღების პროცესი კიდევ უფრო გამარტივდა. დღეიდან, ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, სესხი 2 წუთში, ბიზნეს ინტერნეტ ან მობაილბანკიდან აიღონ და ამისათვის დამატებითი პროცედურების გავლა, მათ შორის, დოკუმენტაციის წარდგენა აღარ არის საჭირო.
ბიზნესესხით სარგებლობის პროცესი ძალიან მარტივია. ამისათვის, მომხმარებელმა ბიზნეს ინტერნეტ ან მობაილბანკში, შეთავაზებების კატეგორიაში, საკრედიტო ლიმიტის თანხა და სესხის პირობების შესახებ ინფორმაცია უნდა გადაამოწმოს. პროდუქტით სარგებლობის სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელმა განაცხადი ონლაინ უნდა შეავსოს და დაელოდოს სესხის დამტკიცების შესახებ ბანკის გადაწყვეტილებას, რომლის ნახვა განაცხადის შევსებიდან 2 წუთში, ბიზნეს ინტერნეტ/მობაილბანკშივეა შესაძლებელი.
ბიზნესესხით სარგებლობა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებს, ასევე იურიდიულ და ინდ. მეწარმეებს შეუძლიათ. სესხის მაქსიმალური მოცულობა 7 მლნ ლარს შეადგენს. დაფარვის მაქსიმალური ვადა- 180 თვეს, ხოლო სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 14.54% -დან იწყება.
იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესმომხმარებელს საკრედიტო ლიმიტი წინასწარ არ აქვს დამტკიცებული, ღილაკზე - „ზარის მოთხოვნა“ დაჭერით, შესაძლებლობა აქვს, თიბისის კონტაქტ ცენტრს დაუკავშირდეს. ადგილზე ვიზიტისა და ბიზნესის ფინანსური ანალიზის შემდეგ, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს პროდუქტით.
ბიზნესესხისა და მისი პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია თიბისი ბიზნესის ცხელ ხაზზე: 2 27 27*3