მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ქართველი სპორტსმენები ჯუდოს ევროპის ჩემპიონატზე - საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორია

news image

23-26 აპრილს, მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში, ჯუდოში 2025 წლის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც საქართველოს ნაკრების 15 ჯუდოკა მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორია.

კონტინენტის პირველობის მოსაპოვებლად იასპარეზებენ:

გიორგი სარდალაშვილი (60 კგ.) 

ვაჟა მარგველაშვილი, თემურ ნოზაძე (60 კგ.)

ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.)

ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.)

გიორგი ჯაბნიაშვილი (90 კგ)

ლუკა მაისურაძე (90 კგ.)

ილია სულამანიძე (ილია სულამანიძე (100 კგ.)

გურამ თუშიშვილი (+100 კგ.)

ჯულიეტა როდონაია (48 კგ.)

ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე (57 კგ.)

ეთერ ასკილაშვილი (63 კგ.)

მარიამ ჭანტურია (70 კგ.)

სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.)

რაც შეეხება შერეულ გუნდურ პირველობას, საქართველოს ნაკრებს მიხეილ ბახბახაშვილი (73 კგ.), გიორგი ჯაბნიშვილი (90 კგ.) და ირაკლი დემეტრაშვილი (+100 კგ) დაემატებიან.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორია.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image „ფრუტერამ“ ასორტიმენტი გააფართოვა და ვაშლის ძმრის წარმოება დაიწყო

22 , 2025

„ფრუტერა“ არის ქართული საოჯახო ბიზნესი, რომელიც 2021 წელს დაარსდა. კომპანია ქმნის ნატურალური ხილის პროდუქტებს, ძირითადად კი ორიენტირებულია ჩირის წარმოებაზე კონსერვანტების, ემულგატორებისა და შაქრის დანამატების გარეშე. „ფრუტერამ“ ასორტიმენტი გააფართოვა და ვაშლის ძმრის წარმოება დაიწყო. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის დამფუძნებელმა დავით გელუტაშვილმა განუცხადა. 

„ძმრის წარმოება დავიწყეთ და ვაშლის ძმარიც დავამატეთ ჩვენს პროდუქტებს. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ საკუთარი ბაღები გვაქვს სხვადასხვა ხილის. მათ შორის, ვაშლის სადაც დანერგილი გვაქვს GeoGAP (Georgian Good Agricultural Practices) სტანდარტი. ეს არის  GLOBAL G.A.P. (Good Agricultural Practices) მსგავსი ქართული სტანდარტი და გულისხმობს პირველადი ნედლეულის მოყვანის სტანდარტს. შესაბამისად, ამ სტანდარტით მოყვანილი პროდუქტი ნიშნავს იმას, რომ ეს პროდუქტი არ შეიცავს დაუშვებელი რაოდენობით ნიტრატებს, შხამქიმიკატებს და მავნე ნივთიერებებს. ამ ნედლეულით ვაწარმოებდით ჩირსაც და ტყლაპსაც დიდი რაოდენობით. გარკვეულ ნაწილს ვყიდულობდით, თუმცა ვარჩევდით როგორი ხარისხის უნდა ყოფილიყო ის ნედლეული და ამავე ნედლეულით დავიწყეთ ვაშლის ძმრის წარმოებაც. უკვე რეალიზაციაც განვახორციელეთ. ძმარი არის გაუფილტრავი, რაც ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტი სასარგებლო ნივთიერებისგან შედგება და არ არის გამოყენებული ძმარმჟავა, ესენცია ანუ ქიმიური ჩარევით არ არის დაძმარებული, არამედ ბუნებრივი ნატურალური გზით არის დაძმარებული და არის მაღალი ხარისხის ქართული ვაშლის ძმარი. სხვათაშორის, გაგიკვირდებათ და იმის მიუხედავად, რომ ამდენი ვაშლი იწარმოება საქართველოში იტალიიდან, თურქეთიდან და საიდან აღარ შემოდის ეს ვაშლის ძმარი და მართლა მიკვირს რატომ ხდებოდა აქამდე რომ დიდი კომპანიები არ აწარმოებდნენ ვაშლის ძმარს და რატომ ხდებოდა იმპორტით ამ ძმრის შემოტანა “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი დავით გელუტაშვილი.

 „ფრუტერას“ პროდუქციაზე მოთხოვნა საკმაოდ მზარდია. კომპანია მარკეტინგულ აქტივობებს ფაქტობრივად არ იყენებს და საკუთარი ძალისხმევით ცდილობს ცნობადობის ამაღლებას, რაც დამფუძნებლის თქმის ამართლებს კიდეც.

მე ვფიქრობ რომ ჩვენი მარკეტინგული ძალისხმევის პროპორციულად იზრდება მოთხოვნა პროდუქციაზე. თუ ჩვენს პოსტებს დააკვირდებით ნახავთ, რომ ძალიან იშვიათად  ჩვენი პოსტი დაბუსტული და დასპონსორებული იყოს. მარკეტინგული ძალისხმევის პროპორციულად იზრდება მოთხოვნა სტაბილურად. მე სპეციალურად არ ვცდილობ რომ მარკეტინგული ძალისხმევა უფრო გავაძლიერო იმიტომ რომ მინდა მივყვე წარმოება-მიწოდების მოთხოვნას. მაგალითად, ვაშლის ძმარზეც ზუსტად ასე მოხდა. ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ამხელა მოთხოვნა შეიძლებოდა ყოფილიყო. მაშინ, როდესაც სხვადასხვა პორციებად ვაწარმოეთ ძმარი და მაშინ როდესაც არ გვქონდა დიდი ოდენობით, უბრალოდ პოსტი დავდეთ და იმხელა მოთხოვნა წამოვიდა რომ დაახლოებით მესამედს ვუპასუხეთ მხოლოდ. ფასები არ გვაქვს მაღალი. 12 ლარი არის 1 ლიტრის ფასი ვაშლის ძმარი. კონკურენტებს თუ შევხედავთ, სუპერმარკეტის დახლებზე დაახლოებით 50%-ით ძვირად  იყიდება “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი დავით გელუტაშვილი. 

აღსანიშნავია, რომ კომპანია ორიენტირებულია სხვადასხვა სახის ნატურალური ხილის ჩირის წარმოებაზე, რისთვისაც იყენებს აბსოლუტურად ჰიგიენურ პირობებში ინფრაწითელი სხივებით შრობის მეთოდს, რაც უზრუნველყოფს ხილში არსებული სასარგებლო ნივთიერებების არანაკლებ 95%-ით შენარჩუნებას. საწარმო მოწყობილია საქართველოს სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს სტანდარტების შესაბამისად.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა