მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7198.1
-0.002
flag
AZN 1.5267
-0.0003
flag
CNY 38.898
-0.0019
flag
EUR 2.8998
-0.0147
flag
GBP 3.4746
-0.0189
flag
KZT 57.99
0.0035
flag
TRY 0.0517
-0.0002
flag
USD 2.5949
-0.0006
news banner

ქართველი პროგრამისტის, ნიკა დვალიშვილის მიერ შექმნილი აპლიკაცია App Store - ში, მსოფლიო მასშტაბით, Word category-ში 24-ე ადგილს იკავებს

news image
mbc image
ქართველი პროგრამისტის, ნიკა დვალიშვილის მიერ შექმნილი აპლიკაცია App Store - ში, მსოფლიო მასშტაბით, Word category-ში 24-ე ადგილს იკავებს. ნიკოლოზმა შექმნა ინსტრუმენტი მათთვის, ვისაც დროის დაზოგვა და პროდუქტიულობის გაზრდა სურს.
 
TypeSprint-ის მეშვეობით თქვენ შეძლებთ ბეჭდვის სიჩქარის გაორმაგებას, რაც პირდაპირ აისახება თქვენს სამუშაო ეფექტურობაზე. რატომ გჭირდებათ TypeSprint თქვენს სმარტფონში?
 
- დროის ეკონომია: თუ ბეჭდვის სიჩქარეს გააუმჯობესებთ, დღის განმავლობაში დაზოგავთ იმ დროს, რომელსაც მუშაობისას ინგლისურად წერისას ხარჯავთ
- უშეცდომო კომუნიკაცია: აპლიკაცია გეხმარებათ სიზუსტის დახვეწაში, რაც პროფესიულ თუ პირად მიმოწერაში შეცდომებს მინიმუმამდე დაიყვანს
- პროგრესის კონტროლი: TypeSprint-ში შეგიძლიათ თვალი ადევნოთ თქვენს ზრდას და დაამყაროთ პირადი რეკორდები
 
როგორ უნდა დაიჭიროთ მხარი ახალგაზრდა პროგრამისტს?
 
- ჩამოწერეთ აპლიკაცია
 
- გვერდზე რეკლამების ბოლომდე ნახვით, აპლიკაციის ავტორი შეძლებს აპლიკაციის ტექნიკური ხარჯების დაფარვას, შესაბამისად ის ახალ განახლებებზე იმუშავებს
 
- გამოცადეთ აპლიკაცია და შეფასება დატოვეთ App Store-ში
 
banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image შუა აზიისთვის ალტერნატიული მარშრუტებიდან საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური პარტნიორია - მიხეილ ნამადოვი

06.11.2026.19:00

მხოლოდ წელს დაახლოებით 30 000 კვადრატული მეტრი A კლასის სასაწყობე ფართობი შევიყვანეთ ექსპლუატაციაში, - ამის შესახებ Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ნამადოვმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„სასაწყობე მეურნეობებისა და ლოგისტიკური ცენტრების თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ საწყის პერიოდში ვართ. განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალი არსებობს. ჩვენ მხოლოდ წელს დაახლოებით 30 000 კვადრატული მეტრი A კლასის ფართობი შევიყვანეთ, შეგვყავს უკვე ექსპლუატაციაში და იმავე ტრენდის შენარჩუნებას ვაპირებთ მომავალ წლებშიც, სულ მცირე.

გარდა ამისა, მოთხოვნას ზრდის როგორც შიდა ბაზარი, ისე ელექტრონული კომერცია და ქსელების განვითარება. ასევე, სატრანზიტო ტვირთების გადამუშავებას აპრიორი სჭირდება ეს მომსახურება, განსაკუთრებით საბაჟო საწყობების თვალსაზრისით.

ხშირად მითქვამს და გავიმეორებ: საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო საბაჟო პროცედურები გვაქვს ტრანზიტის რეჟიმში ტვირთების მართვის კუთხით და ამ პოტენციალს მაქსიმალურად ვიყენებთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა შუა აზიაზეა საუბარი, ვინაიდან ვიცით, რა მდგომარეობაშიც არიან. ალტერნატივა მხოლოდ ირანი, საქართველო და რუსეთია და დღევანდელ პირობებში ჩვენ მათთვის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური პარტნიორი ვართ“, - აცხადებს მიხეილ ნამადოვი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა