მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7242.3
0.017
flag
AZN 1.6097
0.0044
flag
CNY 39.703
0.0132
flag
EUR 3.1382
0.0121
flag
GBP 3.63
0.0127
flag
KZT 56.39
0.007
flag
TRY 0.0619
0.0001
flag
USD 2.7365
0.0075

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია

news image

ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, თიბისის და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) პარტნიორობით, საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა. ჰაბი, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადისთვის (EGOI) მონაწილე მოსწავლეების შერჩევას, გადამზადებას და ეროვნული ნაკრებების დაკომპლექტებას უზრუნველყოფს.

ჰაბის ერთ-ერთი წარმატებული მონაწილე გვანცა ხვედელიძეა - მოსწავლე, რომელმაც ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე, საქართველოს სახელით ასპარეზობისას, არაერთხელ მოიპოვა გამარჯვება. გვანცას თქმით, სწორედ საკუთარი თავის რწმენა, ინტენსიური მეცადინეობა და მუდმივი შრომა გახდა მისი წარმატებების საფუძველი. გვანცამ 2023 წელს საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ, ეს შედეგი 2025 წელს კიდევ ერთხელ გაიმეორა. დღეს ის აბიტურიენტია და თავის კარიერულ მომავალს კომპიუტერული მეცნიერებების სფეროში ხედავს.

გვანცა აღნიშნავს, რომ EGOI განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პლატფორმაა გოგოებისთვის, რადგან მათ აძლევს შესაძლებლობას, ტექნოლოგიების სფეროში, საკუთარი უნარები  სტერეოტიპების გარეშე წარმოაჩინონ. საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი კი მოსწავლეებს ოლიმპიადებისთვის როგორც აკადემიურად, ისე მენტალურად მომზადებაში ეხმარება. 

„გოგოებს ხანდახან უჭირთ ინფორმატიკის სწავლა სტერეოტიპებისა და ბევრი ნეგატიური კომენტარების გამო, ამიტომ, ჩემი აზრით, ზუსტად ეს სივრცე დაეხმარებათ მათ, რომ არ შეუშინდნენ გამოწვევებს და ბევრი შრომა ჩადონ იმ საგანში, რომელიც მთელი გულით უყვართ და  აინტერესებთ რადგან, გახსოვდეთ, რომ ყველაფერი გამოგივათ - მთავარია გჯეროდეთ“ - გვანცა ხვედელიძე.

საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი აგრძელებს ახალგაზრდა ტექნოლოგიური ტალანტების მხარდაჭერას, რათა მოსწავლეებმა საკუთარი შესაძლებლობები საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩინონ. თუ გსურს ტექნოლოგიურ ოლიმპიადებში საკუთარი ძალების გამოცდა, ჰაბი გაძლევს შესაძლებლობას აღმოაჩინო შენი პოტენციალი და კონკურენცია გაუწიო მსოფლიოს საუკეთესო ტექ-ენთუზიასტებს.  ევროპის გოგოების ოლიმპიადის შესარჩევ ტურზე რეგისტრაცია ღიაა 21 მარტამდე.

მთავარია გჯეროდეს საკუთარი მიზნების, ინტერესების და შესაძლებლობების - სწორედ ეს რწმენა ხდება პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ. თიბისის უფასო საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში - თიბისი ტექსკოლა, კამპუსი, IT აკადემია, ტექ ოლიმპიადების ჰაბი, AI სტუდენტური კლუბი და სხვა ინიციატივები - მიიღებ ცოდნას, შექმნი პირველ ციფრულ პროექტებს, აღმოაჩენ საკუთარ ძლიერ მხარეებს და ტექნოლოგიურ სამყაროში საკუთარ ისტორიას თავად დაწერ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

17.03.2026.14:07

მდგრადი ინფრასტრუქტურისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და სპეციფიკური ნარჩენების მართვის ასოციაცია Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის სამიტი 2026“ (GRAS 2026) გაიმართა. ღონისძიება მდგრადი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის ტექნოლოგიებში გლობალური გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად.

კონფერენციის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტებმა და ინდუსტრიის ლიდერებმა იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს, რომლებიც დღეს ამ მიმართულებით გლობალურად არსებობს. კონფერენციის ნაწილი პანელურ დისკუსიას დაეთმო.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ მდგრადობა საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებში აისახება. მოხარული ვარ, რომ საქართველოს მიეცა შესაძლებლობა, ასეთი მასშტაბური ღონისძიების მასპინძელი ყოფილიყო. GRAS 2026 გვიჩვენებს, რომ ცირკულარული ეკონომიკა საქართველოშიც შეიძლება გახდეს რეალური ეკონომიკური პრიორიტეტი და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანი, სადაც ნარჩენები გარდაიქმნება რესურსად, ქმნის ეკონომიკურ სარგებელს და ამცირებს გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებას.

მსგავსი დისკუსიები ხელს უწყობს ამ მიმართულებით საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობას, ახალი სტანდარტების შემუშავებასა და საგზაო ინფრასტრუქტურის გრძელვადიან მდგრადობას. მიგვაჩნია, რომ საქართველომ ფეხი უნდა აუწყოს თანამედროვე ტექნოლოგიებს, რათა ერთად შევქმნათ უფრო მწვანე მომავალი“.

რეზინით მოდიფიცირებული ასფალტი, რომელიც უკვე 60 წელზე მეტია პოპულარობით სარგებლობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, პორტუგალიაში, ესპანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში, საქართველოში დღემდე არ გამოიყენება. ეს ტექნოლოგია, ჩვეულებრივ ასფალტთან შედარებით, გაცილებით გამძლეა - მისი სიცოცხლისუნარიანობა 8-10 წელია, ამცირებს ხმაურს და წყლის ზემოქმედებას უკეთ უმკლავდება, მეორე მხრივ კი, გარემოს საავტომობილო ნარჩენების მნიშვნელოვან ნაწილს არიდებს.

შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: „საქართველო იმ წერტილშია, სადაც ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებები შესაძლოა, განსაზღვრავდეს მომავალი თაობის ეკონომიკურ და გარემოსდაცვით შედეგებს. ეს სამიტი ჩვენთვის უნიკალური შესაძლებლობაა, რომ გავეცნოთ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში დამკვიდრებულ პრაქტიკებს და დავნერგოთ ადგილობრივ დონეზე. ზოგადად, ცირკულარული ეკონომიკა არის მომავლის გზა - ის გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ნარჩენები, როგორიცაა გამოყენებული საბურავები, გარდავქმნათ სასარგებლო რესურსად, რაც უზრუნველყოფს ეკონომიკურ სტაბილურობას, გარემოს დაცვასა და მდგრად განვითარებას“.

GRAS 2026-ის ორგანიზატორების ამოცანა საქართველოში ნარჩენების სწორი მართვა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაა - განსაკუთრებით იმ ზიანის შესახებ, რომელსაც გადაუმუშავებელი ნარჩენები გარემოს აყენებს.

გიორგი გულიაშვილი, Wasteless-ის თავმჯდომარე: „ჩვენი მიზანია საქართველოში სრული ცირკულარული მოდელის დანერგვა - ნარჩენების შეგროვებიდან გადამუშავებამდე და გადამუშავებული ნედლეულის ეფექტიან გამოყენებამდე. მიმდინარე წლის შემოდგომიდან საქართველოში ამოქმედდება პირველი მაღალტექნოლოგიური საბურავების გადამმუშავებელი საწარმო, რომელიც ქვეყანაში შეგროვებული გამოყენებული საბურავების გადამუშავებას უზრუნველყოფს. გადამუშავებული რეზინის ასფალტში გამოყენება კონკრეტული პასუხია იმ კითხვაზე, თუ რაში გამოიყენება მიღებული ნედლეული. საწარმოს ამოქმედების შედეგად, ვფიქრობთ, წელიწადში 12-15 ათას ტონამდე რეზინის ფხვნილს მივიღებთ, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, ეს ნედლეული ადგილზე გამოვიყენოთ უფრო გამძლე, ეკოლოგიურად სუფთა გზების მშენებლობისთვის. ეს კი როგორც გარემოს, ისე ეკონომიკას მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს“.

საერთაშორისო სამიტი არა მხოლოდ ცოდნის გაზიარების პლატფორმაა, არამედ ერთგვარი მოწოდებაც, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გახდეს რეგიონის ლიდერი მდგრადი ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, რათა მწვანე ინიციატივების დანერგვის გზითა და ინოვაციური მიდგომებით ქვეყნის ეკონომიკა ახალ ეტაპზე გადავიდეს.

„თეგეტა გრინ პლანეტი“ „თეგეტა ჰოლდინგთან“ დაკავშირებული ორგანიზაციაა, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ის ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან ავტორიზაცია მოიპოვა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების მართვაზე. ორგანიზაცია პირველ ეტაპზე სპეციფიკურ ნარჩენებს რეგლამენტის მიხედვით აგროვებს, უზრუნველყოფს მის ტრანსპორტირებას, გადამუშავებას, შემდგომ კი მათ მართვას ცირკულარული ეკონომიკის წესების შესაბამისად.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა