მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7060.5
-0.0173
flag
AZN 1.5922
-0.0027
flag
CNY 37.944
-0.0121
flag
EUR 3.1593
-0.027
flag
GBP 3.6151
-0.0324
flag
KZT 49.68
-0.0031
flag
TRY 0.0651
-0.0003
flag
USD 2.7077
-0.0036

ქართველი მეწარმეები პროდუქციის გაყიდვას Wildberries-ის პლატფორმაზე შეძლებენ

news image

თბილისი, 2025 წლის 24 სექტემბერი — Wildberries, ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინ გაყიდვების პლატფორმა ევრაზიაში, ქართველ მეწარმეებს მისცემს შესაძლებლობას გაყიდონ საკუთარი პროდუქცია იმ ქვეყნებში, სადაც მარკეტფლეისი უკვე ფუნქციონირებს.

რამდენიმე ხნის წინ თბილისში წარმატებით გაიმართა კონფერენცია პოტენციური პარტნიორებისთვის, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის 100-ზე მეტმა წარმომადგენელმა.

საქართველო გახდება მეცხრე ქვეყანა, სადაც მეწარმეები შეძლებენ საკუთარი პროდუქციის შეთავაზებას Wildberries-ის მრავალმილიონიანი აუდიტორიისთვის.

პლატფორმა ყოველდღიურად ამუშავებს 20 მილიონზე მეტ შეკვეთას — ეს კი მცირე და საშუალო ბიზნესს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას სწრაფი ზრდისთვის, საერთაშორისო ბაზარზე გასვლისა და ახალი მომხმარებლებისა და მომწოდებლების მოზიდვის გზით. კომპანიის მონაცემებით, პლატფორმაზე მუშაობის დაწყებიდან ნახევარ წელიწადში, პარტნიორების 10% აღწევს თვიურ შემოსავალს, რომელიც 30 000 ლარს აღემატება.

Wildberries-მა საქართველოში საქმიანობა 2024 წლის ოქტომბერში დაიწყო და ამ დროის განმავლობაში მოიზიდა მზარდი და აქტიური აუდიტორია.

დღეს საქართველოში ძირითადი მომხმარებლები ქალები არიან (75%), თუმცა კაცები მაღალი ლოიალობით გამოირჩევიან: მათგან 39% ყოველკვირეულად ან უფრო ხშირად ყიდულობს პროდუქციას. ყველაზე დიდი ასაკობრივი ჯგუფი 25-44 წლამდეა — ამ კატეგორიაზე მოდის შეკვეთების ნახევარზე მეტი. მომხმარებლები პლატფორმას ირჩევენ სწრაფი მიწოდებისა (69%) და ფართო ასორტიმენტის გამო (62%). ეს ქმნის ძლიერ პოტენციალს ადგილობრივი ბრენდებისთვის, რომლებიც შეძლებენ ხელმისაწვდომი, აუდიტორიისთვის სასურველი პროდუქციის გაყიდვას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

ამჟამად Wildberries უკვე მუშაობს სომხეთის, ბელარუსის, საქართველოს, ყაზახეთის, ყირგიზეთის, რუსეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის ბაზრებზე. იმპორტი ასევე ხორციელდება ჩინეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.

საქართველოში ყველაზე დიდი მოთხოვნაა წიგნებზე, ტანსაცმელზე, ფეხსაცმელსა და კოსმეტიკაზე — ეს კატეგორიები პლატფორმის გაყიდვების ტოპ-10-ში შედის. 2025 წლის პირველი და მეორე კვარტლების შედარება აჩვენებს, რომ საკმაოდ გაიზარდა მოთხოვნა. სეზონურ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე: სანდლების გაყიდვები გაიზარდა 71%-ით, შორტების — 62%-ით, ტოპების — 47%-ით.

Wildberries პარტნიორებს სთავაზობს მრავალფეროვან მხარდაჭერას — მათ შორის სასწავლო სემინარებს, რაც პლატფორმას ბიზნესის განვითარების კომფორტულ იარაღად აქცევს. ქართველი მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება PRO WB განვითარების ცენტრის აქტივობები, რომელიც აერთიანებს საგანმანათლებლო პროგრამებს, ექსპერტების კონსულტაციებსა და მარკეტინგულ მხარდაჭერას. ეს დაეხმარება ბრენდებს უფრო სწრაფად გავიდნენ ბაზარზე და ეფექტურად განავითარონ ბიზნესი.

2025 წლის სექტემბრისთვის საქართველოში ფუნქციონირებს Wildberries-ის 90-ზე მეტი საგანმანათლებლო და სერვის-პუნქტი — თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში და სხვა ქალაქებში. მათი მისამართები ხელმისაწვდომია კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ მუდმივად განახლებად რუკაზე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image კომპანია „თეთრი კვადრატის“ გათამაშება

28.09.2025.14:07

იღბლიანი გამარჯვებული და საცხოვრებელი ბინა საჩუქრად. კომპანია „თეთრი კვადრატის“ უპრეცედენტო გათამაშების გამარჯვებულს შარტავას ქუჩაზე, დასრულებულ კომპლექსში ბინის გასაღები საზეიმო ღონისძიებაზე გადაეცა.

ბინის მოგების შესაძლებლობა იმ მომხმარებლებს ჰქონდათ, რომლებაც 20 ივლისიდან 20 სექტემბრამდე კომპანიის პროექტში მათთვის სასურველი ბინა, კომერციული ან საოფისე ფართი შეიძინა და ღირებულების 20% გადაიხადა. ყოველი გადახდილი 1000$ მყიდველისთვის გათამაშების 1 ბილეთს უდრიდა, შესაბამისად, გამარჯვების შანსები საკმაოდ მაღალი იყო. უძრავი ქონების ყიდვასთან ერთად, მომხმარებლებს გადაეცემოდათ ბილეთი, რომელსაც ისინი გაყიდვების ოფისებში განთავსებულ სპეციალურ ყუთებში თავად ანთავსებდნენ.

გათამაშების გამარჯვებულები საზეიმო ღონისძიებაზე გამოვლიდნენ, სადაც მომხმარებლებთან ერთად მიწვეული სტუმრებიც იმყოფებოდნენ. 

კომპანია „თეთრი კვადრატი“ უკვე 5 წელია წარმატებით ოპერირებს დეველოპერულ ბაზარზე. გათამაშების გამრჯვებულების გამოცხადებამდე, სტუმრებს სიტყვით მიმართა გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ნატროშვილმა, რომელმაც იმ მიმდინარე, თუ დასრულებულ პროექტებზე ისაუბრა, რასაც ამ ეტაპზე კომპანია წარმატებით ახორციელებს. ისაუბრა გათამაშებაზეც და აღნიშნა, რომ ის ერთადერთ მთავარ ამოცანას - მობინადრეების მაქსიმალურ კმაყოფილებას ემსახურება. 

ეს დღე მხოლოდ ბინის გათამაშებით არ დასრულებულა. იღბლიანები აღმოჩნდნენ სხვა მომხმარებლებიც. გათამაშდა 6 ცალი 5000 დოლარიანი ვაუჩერი და 3 ცალი 10 000 დოლარიანი ვაუჩერი. 

უძრავი ქონება, რომლითაც გათამაშების მეშვეობით „თეთრი კვადრატის“ იღბლიანი გამარჯვებული დასაჩუქრდა შარტავას ქუჩაზე დასრულებულ კომპლექსში მდებარეობს, მე-13 სართულზე და მისი ფართობია 71 კვ.მ

კომპანია თეთრ კვადრატს ამ ეტაპზე რამდენიმე მიმდინარე და მათ შორის დასრულებული კომპლექსებიც აქვს და მომავალი მობინადრეებისთვის ბევრ საინტერესო  სიახლეს სთავაზობს. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა