მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7071.2
-0.0111
flag
AZN 1.5858
-0.0002
flag
CNY 38.474
-0.0016
flag
EUR 3.1747
-0.003
flag
GBP 3.637
-0.0112
flag
KZT 53.96
0.011
flag
TRY 0.0628
-0.0001
flag
USD 2.6959
-0.0007

ქართველი გამომგონებელი, რომელმაც შობა შეცვალა - ნახეთ საქართველოს ბანკის ვიდეოები

news image

ისტორია რაჭის პატარა სოფლიდან, თხმორიდან, იწყება და ამერიკის ინდუსტრიული ბაზრებით გრძელდება - ეს ჯორჯ კობია, ქართველი გამომგონებელი და მეწარმე, რომელმაც ახალი წელი გააფერადა. 

ჯორჯ კობი 1883 წელს, რაჭაში, სოფელ თხმორში დაიბადა. წერა-კითხვა სოფლის მღვდელთან შეისწავლა, თუმცა ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა ხელსაქმისადმი ინტერესითა და ნიჭით. თავგადასავლების სიყვარულით შთაგონებული 10 წლის ასაკში სახლიდან გაიპარა და ბორჯომში, მის უფროს ძმასთან ჩავიდა, რომელიც იმ პერიოდში ახლად გახსნილ მინის ქარხანაში მუშაობდა. აქ გაეცნო ჯორჯ კობი მინის დამუშავების ტექნოლოგიას, დაეუფლა ქარხანაში არსებულ ყველა ტექნოლოგიას, სამეწარმეო პროცესებსა და ბიზნესის მართვას - ცოდნას, რომელმაც მისი მომავალი განსაზღვრა.

ჯორჯ კობიმ ბორჯომიდან ნიუ-იორკამდე გრძელი გზა გაიარა - ჯერ იყო თბილისი, შემდეგ პოლონეთი, გერმანია, ინგლისი და ბოლოს ამერიკა.

1919 წელს მან აშშ-ში Coby Glass Products Company დააფუძნა, სადაც მინისგან სრულიად ინოვაციური პროდუქტების წარმოება დაიწყო. კობის სახელთანაა დაკავშირებული არაერთი ტექნოლოგიური სიახლე, მათ შორის ნაძვის ხის ფერადი მინის სათამაშოები, რომლითაც მილიონობით ოჯახისთვის შობა ფერად დღესასწაულად იქცა.

დღეს თხმორში, ადგილობრივი საზოგადოების ძალისხმევით, ჯორჯ კობის, იგივე გრიგოლ კობახიძის ფოტო-მემორიალური მუზეუმი ფუნქციონირებს. მუზეუმი მის ცხოვრებასთან და გამოგონებებთან დაკავშირებულ არქივს ინახავს და მომავალ თაობებს უყვება ისტორიას ადამიანზე, რომელიც დაუღალავი შრომით, დაკვირვებითა და არგაჩერებით არაერთისთვის შთაგონების წყაროდ იქცა.

საქართველოს ბანკმა წინასაახალწლოდ ჯორჯ კობის, ისტორია გააცოცხლა და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, თუ როგორ შეუძლია ერთ იდეას დროისა და საზღვრების გადალახვა. შენ ამას შეძლებ, შესაძლებლობები უსაზღვროა. 

ნახეთ საქართველოს ბანკის ვიდეოები:

https://www.facebook.com/reel/1175930470914102

https://www.facebook.com/reel/737082892292469

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 2025 წელი ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული აღმოჩნდა - „დადარი“

29.12.2025.14:00

2025 წელი ჩვენთვის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული აღმოჩნდა , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ხის ხელნაკეთი სათამაშოების საწარმო „დადარის“ დამფუძნებელმა, არჩილ გობეჯიშვილმა, განუცხადა.

„2025 წელი ჩვენთვის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული აღმოჩნდა.

ბავშვთა დაცვის დღეს გავხსენით ჩვენი პირველი ბრენდული კუთხე ჰუალინგის სავაჭრო ცენტრში, სადაც მივიღეთ საოცრად თბილი გამოხმაურება, მომხმარებლების დიდი ყურადღება, მაღალი შეფასებები და იმაზე უკეთესი შედეგები, ვიდრე ველოდით.

ბევრისთვის აღმოჩენა იყო, რომ ასეთი ხარისხის ხის სათამაშოები საქართველოში მზადდება.

ამ გამოცდილებამ დაგვარწმუნა, რომ სწორ გზაზე ვართ და მოგვცა დიდი სტიმული, ჩვენი პროდუქცია უფრო ხელმისაწვდომი გაგვეხადა სხვადასხვა სივრცეში.

წლის ბოლოს გავხსენით ჩვენი მეორე ბრენდული კუნძული ისთ ფოინთის ახალ, თანამედროვე სივრცეში, სადაც ასევე ძალიან ბევრი თბილი გამოხმაურება მივიღეთ მომხმარებლებისგან.

ჩვენი სათამაშოები დიდი ინტერესითა და პატივისცემით მიიღეს სავაჭრო ცენტრის სტუმრებმმა. ბევრმა პირველად სწორედ იქ დაინახა, თუ როგორი ხარისხიანი, ეკომეგობრული და მზრუნველობით შექმნილი შეიძლება იყოს ქართული სათამაშო.

მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტის მიმართულებაც: გაღრმავდა თანამშრომლობა გერმანიაში, დავიწყეთ გრძელვადიანი პარტნიორობა უნგრეთში, და ვხედავთ, რომ ქართულ სათამაშოებს საერთაშორისო ბაზრებზე სულ უფრო მეტი სივრცე ეძლევა.

ასევე აღსანიშნავია ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია „აქციოს“ მხარდაჭერა, რომლის დახმარებითაც ამ წელს მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ საწარმოს ტექნიკურ-მატერიალური ბაზა და შევძელით ახალი, მოთხოვნადი პროტოტიპების შექმნა. ამან უდიდესი როლი ითამაშა როგორც ექსპორტის ზრდაში, ისე ადგილობრივი წარმოების განვითარებაში “, - აცხადებს არჩილ გობეჯიშვილი.

სოციალური საწარმო „დადარი" 2018 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა