ქართული წარმოების სამშენებლო სამუშაო ხელთათმანებზე მოთხოვნა მზარდია - „ექსპო გრუპი“ და „მალასა“ სამშენებლო სექტორს პროდუქციით აქტიურად ამარაგებენ
ქართული წარმოების სამშენებლო სამუშაო ხელთათმანებზე მოთხოვნა მზარდია. 2025 წლის შვიდი თვის მონაცემებით, ზრდა 150-დან 250%-მდე მერყეობს. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბარში კომპანია „მალასას“ თანადამფუძნებელმა გიორგი ათუაშვილმა აღნიშნა, კომპანია ამჟამად რამდენიმე ტიპის სამუშაო ხელთათმანს აწარმოებს და პროდუქციას სამშენებლო კომპანიებს აწვდის. „მალასას“ პროდუქციის დისტრიბუტორია Expo Group • ექსპო გრუპი.
„ჩვენ ბაზარზე ვართ 2015 წლიდან და ვაწარმოებთ სამშენებლო, სამეურნეო და მინაზე სამუშაო ხელთათმანებს. სამივე კატეგორიის პროდუქცია არის მრავალჯერადი მოხმარების და მაღალი ხარისხის“, - აცხადებს ათუაშვილი.
კომპანიის თანადამფუძნებლის თქმით, თავდაპირველად ბაზარზე შეღწევა რთული იყო, რის გამოც „მალასამ“ შუამავალი რგოლი (მაღაზიები და ბაზრობები) გამორიცხა და პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარა სამშენებლო კომპანიებთან:
„მაღაზიებმა და ბაზრობებმა ფაქტობრივად არ მოინდომეს ჩვენთან თანამშრომლობა, რადგან ძალიან დაბალ ფასებს გვთავაზობდნენ. ამიტომ გადავწყვიტეთ, მათ გარეშე გვემუშავა და პირდაპირ სამშენებლო ობიექტებთან დავამყარეთ კავშირი. დღეს უკვე საქართველოში მოქმედი სამშენებლო ბრენდების დაახლოებით 80%-თან ვთანამშრომლობთ“ - აღნიშნავს გიორგი ათუაშვილი.
კომპანიის თანადამფუძნებლი განმარტავს, რომ სამშენებლო სამუშაო ხელთათმანების ერთ-ერთი უმსხვილესი მომხმარებელია სახელმწიფო, რის გამოც კომპანია აქტიურად მონაწილეობს ტენდერებში.
„ჩვენი მთავარი უპირატესობაა ის, რომ ჩვენი ხელთათმანები არ არის ერთჯერადი, განსხვავებით იმპორტირებული: ჩინური და თურქული პროდუქციისგან. სრულ პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ იმპორტირებული ხელთათმანი მაქსიმუმ 30 წუთი ძლებს, ჩვენი კი - 2-3 დღე.
ისეთი პროდუქცია, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ, ჩინეთში ბევრად ძვირად იყიდება, ვიდრე საქართველოში ჩვენს მიერ რეალიზებული პროდუქტი,“ - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.
გიორგი ათუაშვილის განცხადებით, კომპანია მიმდინარე ეტაპზე ასორტიმენტის გაფართოებასა და ექსპორტზე გასვლას გეგმავს.
„სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ ექსპორტზე გავიდეთ, თუმცა დღეს ამის საშუალება არ მაქვს. თავიდან საქმე 4 საქსოვი დაზგით დავიწყე და დღეს უკვე მაქვს 110 საქსოვი დაზგა. როდესაც საქმიანობას ვიწყებდი იმ 4 საქსოვი დაზგით გასატარებელი საშუალება არ მქონდა და დღეს კიდევ 2 გასატარებელი ხაზი მაქვს და მათი სიგრძე 43 და 45 მეტრია.
2026-2027 წლებში უნდა დავიმატოთ შედუღებისას (სვარკა) საჭირო სამუშაო ხელთათმანები, ასევე გავზარდოთ არსებული სეგმენტი. რაც შეეხება ექსპორტს, ის 2026 წლის გეგმებში შედის“, - აცხადებს „მალასას“ თანადამფუძნებელი.
როგორც ათუაშვილი ამბობს, კადრების დეფიციტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, თუმცა „მალასამ“ ამ პრობლემას ადგილობრივი კადრების გადამზადებით უპასუხა:
„როდესაც 4 დაზგით ვიწყებდი, საქართველოში არ იყო არცერთი ხელოსანი, ვინც ამ დაზგებს შეაკეთებდა. დაზგის დაზიანების შემთხვევაში, ხელოსნის გამოძახება ჩინეთიდან მიწევდა. ამ პირობებში 2-3 წელი ზარალზე ვიმუშავე. შემდეგ გადავწყვიტეთ, ადგილობრივი ადამიანები შეგვემზადებინა. დღეს უკვე აღარ მჭირდება სპეციალისტების უცხოეთიდან ჩამოყვანა“, - აღნიშნავს ათუაშვილი.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
20.08.2025.19:00
infoajara.com-ზე რეგისტრირებული განთავსების ობიექტების მიხედვით ბათუმში ყველაზე მეტ სასტუმრო ნომერს Grand Bellagio Batumi Convention & Casino Hotel-ი ფლობს. პორტალზე განთავსებული. პორტალის მიხედვით Grand Bellagio Batumi Convention & Casino Hotel-ს 590 სასტუმრო ნომერი და 1180 განთავსების ადგილი გააჩნია. სასტუმროებს შორის მეორე ადგილზე Euphoria Hotel Batumi-ა, რომელსაც 455 სასტუმრო ნომერ და 1500 განთავსების ადგილი გააჩნია.
გთავაზობთ ბათუმში მდებარე TOP 5 სასტუმროს, რომლებიც infoajara.com -ზე განთავსებული მაჩვენებლების მიხედვით, ყველაზე მეტი სასტუმრო ნომრები გააჩნიათ:
Grand Bellagio Batumi Convention & Casino Hotel - 590 ნომერი
Euphoria Hotel Batumi - 455 ნომერი
STEPS Batumi - 250 ნომერი
Hilton Batumi Hotel - 247 ნომერი
Sheraton Batumi Hotel - 202 ნომერი
Jrw Welmond Hotel Spa Casino - 194 ნომერი.
www.infoajara.com არის აჭარის ოფიციალური ტურისტული გზამკვლევი. მისი მიზანია, გაამარტივოს მოგზაურობა აჭარაში და მომხმარებლებს მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია როგორც საინტერესო ადგილებზე, ასევე იმ სირთულეების შესახებ, რომელთა გათვალისწინებაც საჭიროა მოგზაურობის დაგეგმვისას.
ეს არის ერთგვარი ონლაინ გიდი, რომელიც მუდმივად ახლდება და ფართოვდება.
პორტალი შექმნილია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ა(ა)იპ ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიერ შეიქმნა. სააგენტოს ძირითადი მიზანია მთიანი აჭარის პოპულარიზაცია, ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა, ინფრასტრუქტურის განვითარება, მარშრუტების მარკირება, თემატური ფესტივალების მოწყობა და საინფორმაციო ცენტრების მართვა.