მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7126.5
0.0132
flag
AZN 1.6024
0.003
flag
CNY 38.248
0.0065
flag
EUR 3.1638
0.0116
flag
GBP 3.628
-0.001
flag
KZT 50.59
0.0007
flag
TRY 0.0649
0.0001
flag
USD 2.7241
0.0041

მორიგი საერთაშორისო აღიარება - ELT Group-ის პროექტმა World Luxury Hotel Awards-ზე გაიმარჯვა

news image

„იელთი ჯგუფის" კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება. Aparthotels Collection by ELT გახდა ბარსელონაში გამართული ღონისძიების World Luxury Hotel Awards 2025-ის გამარჯვებული ნომინაციაში - Luxury Collection Group.

აღნიშნული გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული სტუმართმოყვარეობა იმსახურებს მსოფლიო აღიარებას.

„World Luxury Hotel Awards წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმას და 2006 წლიდან აჯილდოებს სასტუმრო ინდუსტრიის ლიდერებს მსოფლიოს მასშტაბით.

გამარჯვებულები განისაზღვრება სტუმრების, მოგზაურებისა და ტურიზმის სფეროს ექსპერტთა ხმების საფუძველზე, რაც ამ ჯილდოს განსაკუთრებულად პრესტიჟულს ხდის.
ასევე, სიამაყით ვაცხადებთ, რომ ამავე დაჯილდოებაზე „იელთი ჯგუფში“ შემავალი ტურისტული კომპანია ELT Travel დაჯილდოვდა ნომინაციაში Day Tours – Georgia.
 მადლობა ჩვენს ერთგულ გუნდს, პარტნიორებსა და ყველა მოგზაურს, ვინც აირჩია საქართველოს აღმოჩენა Aparthotels Collection by ELT-თან ერთად“, - აღნიშნულია „იელთი ჯგუფის“ მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციაში. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image გალტ & თაგარტმა ჩინეთში მდგრად ფინანსებზე ADB-ის კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

27.10.2025.14:04

23–24 ოქტომბერს, პეკინში, აზიის განვითარების ბანკმა (ADB) ინოვაციური და მდგრადი ფინანსების თემაზე კონფერენცია გამართა, რომელსაც აზიის, წყნარი ოკეანის და კავკასიის რეგიონების წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები და სფეროს ექსპერტები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა წამყვანი საინვესტიციო კომპანიის, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორის მოადგილე, ქეთევან თოიძე, რომელმაც პანელურ დისკუსიაზე მწვანე დაფინანსების სფეროში კერძო სექტორისა და ფინანსური ინსტიტუტების როლი მიმოიხილა.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებმა სხვადასხვა ქვეყნიდან — საქართველოდან, ინდონეზიიდან, აზერბაიჯანიდან, მონღოლეთიდან, ტაილანდიდან, ფილიპინებიდან და ვიეტნამიდან. მათ ინდუსტრიის მთავარი გამოწვევებზე ისაუბრეს, რაც ინვესტორთა მოლოდინებს, რისკების აღქმის მართვას, მონაცემების ხარისხს და ბაზარზე წვდომას უკავშირდება.

“მოხარული ვართ, რომ გვქონდა პატივი, მონაწილეობა მიგვეღო აზიის განვითარების ბანკის მიერ ორგანიზებულ ორდღიან კონფერენციაში, სადაც მდგრად დაფინანსებასთან და კლიმატის ეროვნულ მიზნებთან დაკავშირებული სტრატეგიები მიმოვიხილეთ. საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და პარტნიორობა ისეთ ორგანიზაციასთან, როგორიცაა ADB, შესაძლებლობას გვაძლევს, ბაზარზე საუკეთესო პრაქტიკები დავამკვიდროთ და ხელი შევუწყოთ ქვეყნის მდგრადი ეკონომიკის განვითარებას”, - განაცხადა ქეთევან თოიძემ.

ორდღიანი ღონისძიების მიზანი იყო ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება და მდგრადი ფინანსების განვითარების ხელშეწყობა მწვანე ეკონომიკის, ESG სტანდარტების, მწვანე ობლიგაციების ბაზრისა და კერძო კაპიტალის მობილიზების გზით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა