მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7052.4
0.0257
flag
AZN 1.617
0
flag
CNY 37.677
-0.0052
flag
EUR 3.1227
0.0003
flag
GBP 3.6682
0.0085
flag
KZT 53.58
0.0016
flag
TRY 0.0715
-0.0001
flag
USD 2.7496
0

ქართული სანაოსნო კომპანია E60 Shipping Line მალე სამგზავრო მიმართულების დამატებას და ახალი მარშრუტების გახსნას გეგმავს

news image

ქართული სანაოსნო კომპანია E60 Shipping Line მალე სამგზავრო მიმართულების დამატებას და ახალი მარშრუტების გახსნას გეგმავს, რაზეც კომპანიას ინტენსიური მოლაპარაკებები უკვე აქვს.

როგორც Business Insider Georgia-თან E60 Shipping Line-ის კომერციულმა დირექტორმა მიხეილ ბაბუნაშვილმა განაცხადა, კომპანია ახალი მიმართულების დამატებაზე და საზღვაო ფლოტის ზრდაზე სერიოზულად ფიქრობს.

„მოლაპარაკებებიც ინტენსიურად მიმდინარეობს. უკვე არის ჩამოყალიბებული სამიზნე ქვეყნები, რომელზეც სერიოზულად ვფიქრობთ ტვირთების მოთხოვნიდან გამომდინარე. ჯერჯერობით ვერ დავაანონსებ, რადგანაც მოლაპარაკებები ბოლომდე მიყვანილი არ არის“, - აღნიშნა მიხეილ ბაბუნაშვილმა.

თუმცა მანამდე E60 Shipping Line სერვისების გაუმჯობესებაზე და ხომალდების ტექნიკურ გამართულობაზე ინტენსიურად მუშაობს და ბორან „აიას“ რენოვაციას ახდენს.

„ამ ეტაპზე E60 Shipping Line მხოლოდ ერთი ბორნით „დიოსკურიათი“ ოპერირებს, რადგანაც „აია“ ამ დროისათვის არის რემონტზე. ვაკეთებთ „აიას“ სრულ განახლებას, რემონტს. ყველაფერი გაკეთდება თავიდან და ეს არ ნიშნავს უცებ დავდექით პორტში და დავიწყეთ რემონტი. არა. ჩვენ „აია“ დავაყენეთ თურქეთში და 1 თვის განმავლობაში მოხდება მისი სრული განახლება, რაც უზრუნველყოფს საზღვაო ხომალდის უკეთეს კონდენციაში მოყვანას, როგორც შიგნიდან, ასევე გარედან, ასევე ტექნიკურად და ის განახორციელებს შეუფერხებელ მოძრაობას. იყო შემთხვევა, როდესაც ტექნიკური მიზეზების გამო შევფერხდით და შესაბამისად სრული რემონტის შემდეგ ასეთი შემთხვევები იქნება გამორიცხული

„აია“ არის სატვირთო გემი, მას შეუძლია ლიმიტირებული რაოდენობით მძღოლების გადაყვანა და ძირითადად არის სარკინიგზო ბორანი, რომელსაც სარკინიგზო შემადგენლობის გარდა კონტეინერების გადაზიდვა შეუძლია.

სრული რემონტის შემდეგ „აიას“ გრაფიკი იქნება უფრო რეგულარული და ფიქსირებული. აქამდე რეისები ფიქსირებული არ იყო და შესაბამისად, შეუფერხებლად მოახდენს ოპერირებას და ტვირთების ტრანსპორტირება/გადაზიდვებს“, - აცხადებს E60 Shipping Line-ის კომერციული დირექტორი.

რაც შეეხება E60 Shipping Line-ის ფლოტში მდგარ „დიოსკურიას“, რომელიც კომპანიამ მიმდინარე წლის დასაწყისიდან დაიმატა, ჯერჯერობით ტვირთების გადაზიდვას და მძღოლების გადაყვანას ემსახურება. თუმცა მალე სამგზავრო გადაყვანებსაც დაიწყებს და ნებისმიერ მსურველს მოემსახურება.

„რაც შეეხება „დიოსკურიას“, ის არის არის ყველაზე მაღალი კლასის სამგზავრო ბორანი შავ ზღვაზე. შესაბამისად „დიოსკურიაზე“ ჩვენ დავხვეწეთ და განვაახლეთ მენიუ, რომელიც იქნება სეზონური და ცვალებადი. კვება შედის ბილეთის ფასში და მოიცავს როგორც ქართულ კერძებს, ისე უცხოურს. ჯერჯერობით ამ მენიუებით ისარგებლებენ მძღოლები, რადგანაც სამგზავრო გადაყვანები ჯერჯერობით არ დაგვიწყია. ვგეგმავთ, რომ სამგზავრო გადაყვანები სეზონის დადგომისთანავე დავიწყოთ, რაც არის ძირითადად ზაფხული. რაც შეეხება „დიოსკურიას“, ის მოძრაობს გრაფიკით, კვირაში ერთი სიხშირით. უფრო კონკრეტულად, რომ გითხრათ გემი ყოველ პარასკევს გამოდის კონსტანციდან, ხოლო სამშაბათს გადის ფოთიდან. ზუსტი გრაფიკი და თარიღები ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გემი მომარაგდება სხვადასხვა გასართობი საშუალებებით და ასევე იქნება გასართობი სივრცეები. „დიოსკურია“ ოპერირებს შეუფერხებლად და მანძილს ყველაზე სწრაფად ფარავს - 2 დღე, მაქსიმუმ 2,5 დღე სჭირდება, რაც შავ ზღვაზე ყველაზე სწრაფია დროა“, - აცხადებს ბაბუნაშვილი.

2025 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლებით E60 Shipping Line-ის გადაზიდვები გაორმაგებულია.

 

ქართული სანაოსნო კომპანია E60 Shipping Line, რომელიც ბაზარზე 2023 წლიდან გამოჩნდა მალევე გაიზარდა და პარკს საკუთარი ლაინერი ოპერირების დაწყებიდან რამდენიმე თვეში შემატა.

კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, „დიოსკურიას“ გარდა E60 Shipping Line ფლობს ბორან „აიას“ (კომპანიის საკუთრება).

მათი მონაცემები კი ასე გამოიყურება:

ბორანი „დიოსკურია“

რეგისტრის კლასი: LMC, UMS Ice class 1A – RORO/PAX CARGO VESSEL

აშენებულია:1981 წელს

სამგზავრო - სატვირთო ბორანი „DIOSCURIA“ (IMO 7931997, MMSI 309826000) - აშენებულია 1981 წელს და განახლებულია კომპანია E60 SHIPPING LINE-ის მიერ 2024 წელს. იგი მოძრაობს საქართველოს დროშით. ბორანი აღჭურვილია კომფორტული კაბინებით, რესტორნით, ბარი/ლაუნჯის სივრცით, გასართობი სივრცით და ა.შ.

ბორანი „აია“

რეგისტრის კლასი: RINA register 100A5 Rail / Ro-Ro ferry

აშენებულია:1995 წელს

ბორანი “AIA” აშენდა 1995 წელს, რომელიც შეისყიდა და გარემონტდა E60 Shipping Line-ის მიერ 2024 წელს. ბორანის ეკიპაჟი მთლიანად საქართველოს მოქალაქეებისგან შედგება და თავად ბორანი ცურავს საქართველოს დროშის ქვეშ.

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Porsche 911 GT3-ის ახალი რეკორდი ნიურბურგრინგის ტრასაზე

28.04.2025.18:12

 

  • ახალი Porsche 911 GT3 Weissach მოდულით ნიურბურგრინგ ნორდშლაიფის ტრასაზე მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სერიული მანქანების რეკორდსმენია

 

  • Porsche 911 GT3-მა ტრასა 6:56.249 წუთში დაფარა და არსებული რეკორდი 9.5 წამით გააუმჯობესა

 

Porsche 911 GT3-მა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ყველაზე სწრაფი მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილია ნიურბურგრინგის ტრასაზე და მორიგი რეკორდული მაჩვენებლები შემოგვთავაზა. ახალმა Porsche 911 GT3-მა არსებული რეკორდი 9.5 წამით გააუმჯობესა. განახლებული 911 GT3 ზოგადი სამუშაო პარამეტრების გაუმჯობესებისა და  Weissach აღჭურვილობის შედეგად 3.7 წამით უფრო სწრაფი აღმოჩნდა თავის წინამორბედზეც - პორშეს ორმაგი გადაბმულობის სისტემის (PDK) მქონე 911 GT3-ზე.უნდა აღინიშნოს, რომ განახლებულ მოდელში ძრავის სიმძლავრე უცვლელია, თუმცა ძარის გაძლიერებულიმახასიათებლების წყალობით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ავტომობილის სამუშაო პარამეტრებიც. 

ანდრეას ფროინინგერი, Porsche-ს GT მოდელების ხაზის დირექტორი: „სულ უფრო მეტი  911 GT3-ის მოყვარული ირჩევს 6-სიჩქარიან, მექანიკური გადაცემათა კოლოფის  მქონე ვერსიას. ისინი ხშირად გვეკითხებოდნენ, რამდენად სწრაფი იქნებოდა ახალი 911 GT3 ნორდშლაიფეს ტრასაზე. ვფიქრობ, ამ შეკითხვას წარმატებით ვუპასუხეთ - იგივე სიმძლავრე და უკეთესი სამუშაო მახასიათებლები.

როდესაც ახალი 911 GT3-ით რეკორდის მოხსნა გადავწყვიტეთ, ცხადია, დავინტერესდით, რომელმა ავტომობილებმა დაამყარეს მანამდე არსებული რეკორდები. ტრასის შემოკლებული, 20.6-კილომეტრიანი მარშრუტის გასავლელად კონკურენტს 7:01.300 წუთი დასჭირდა. ეს კი, სრული მარშრუტის (20.832-კილომეტრიანი ტრასა) შემთხვევაში დაახლოებით 7:05.800 წუთს შეადგენს. სწორედ ეს რეკორდი უნდა გაგვეუმჯობესებინა. ახალი 911 GT3-ის შემთხვევაში წამმზომმა 6:56.249 წუთი აჩვენა, რაც მანამდე არსებულ რეკორდზე 9.5 წამით ნაკლებია“.

ყველა, ვინც ნიურბურგრინგის რეკორდებს ადევნებს თვალყურს, კარგად იცნობს იორგ ბერგმაისტერის სახელს. Porsche-ს ბრენდ ამბასადორსა და განვითარების მენეჯერს ნორდშლაიფის ტრასაზე არაერთი რეკორდი აქვს დამყარებული. ახალი რეკორდის დასამყარებლად, ბერგმაისტერი 20 832-კილომეტრიან ტრასაზე 27 გრადუს სიცხეში გაემართა, 375 კვტ-ის (510 ცხენის ძალა) სიმძლავრისა და Weissach მოდულით აღჭურვილი 911 GT3-ით. წინამორბედის მსგავსად, ავტომობილი წარმოდგენილი იყო Michelin Pilot Sport Cup2 R საბურავებით.  

იორგ ბერგმაისტერი, Porsche-ს ბრენდ ამბასადორი და განვითარების მენეჯერი: „ახალმა 911 GT3-მა კიდევ უფრო მეტი თვითრწმენა შემძინა. ჩემი მიზანი ერთადერთი იყო: მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილით ტრასის უფრო სწრაფად გავლა. ბედნიერი ვარ, რომ წინა მოდელის შედეგი თითქმის ყველა მოსახვევში გავაუმჯობესე.  

911 GT3 RS-ის მართვისას დიდი გამოცდილება მივიღე, განსაკუთრებით ისეთ საკითხებში, რომლებიც ავტომობილის ძარასთანაა დაკავშირებული. შედეგად კი ახალმა მოდელმა გაცილებით უკეთესი შედეგები აჩვენა უსწორმასწორო ზედაპირზე მართვისას. სიჩქარეების გადართვის 8%-ით შემცირებული დროის წყალობით, იმავე სიმძლავრის ძრავის ავტომობილით აჩქარებისას უკანა ხიდიდან მომავალი სიმძლავრე გაცილებით მეტია“.

ახალი Porsche 911 GT3-ის ტექნიკური მახასიათებლები ასე გამოიყურება: 

• სიმძლავრე - 510 ცხენის ძალა;

• აჩქარება 0-დან 100 კმ/სთ-მდე - 3,4 წმ; 

• მაქსიმალური სიჩქარე - 311 კმ/სთ.

საქართველოში Porsche 911 GT3-ის შეძენა ბრენდის ოფიციალურ დილერთან, „პორშე ცენტრი თბილისშია“შესაძლებელი. „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“  შემავალი კომპანია ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს და  მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა