მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.9
0.039
flag
AZN 1.5862
-0.0003
flag
CNY 39.557
0.0075
flag
EUR 3.18
0.0281
flag
GBP 3.6546
0.0308
flag
KZT 56.71
0.003
flag
TRY 0.0603
-0.0003
flag
USD 2.6963
-0.0002

ქართული პრემიალური ბრენდი MEMO აგრძელებს პოზიციების გაძლიერებას ადგილობრივ ბაზარზე

news image

MEMO • მემო -ს ბრენდი Georgia Starts Here-ის ფარგლებში შეიქმნა და მისი მიზანია საქართველოს სილამაზისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება უნიკალური ქართული ხელნაკეთი (ტექსტილი, კერამიკა, სამკაულები და სხვა მრავალი) კოლექციით. „მემოს“ დაბადების იდეა 2024 წლის ბოლოს გაჩნდა და მისი განხორციელება მალევე დაიწყო. 2025 წლის ივნისის თვეში ფიზიკური მაღაზიაც გამოჩნდა კოტე აფხაზის 31 ნომერში. სულ მალე კი MEMO • მემო -ს ბრენდი 1 წლის გახდება.

2025 წელზე, არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელსა და დირექტორს, ალექსანდრე სუსარეიშვილს ესაუბრა.

„2025 წელი საკმაოდ დატვირთული იყო. ამ წელს როგორც დაგეგმილი გვქონდა დავიწყეთ „მემოს“ ვინილების ბიბლიოთეკის პროექტი რომლის ფარგლებშიც, პირველი ვინილი გოგი დოლიძის გამოვეცით, და ასევე ჩავატარეთ ვინილის პრეზენტაციისადმი მიძღვნილი კონცერტი.

წელს კი უკვე მეორე ვინილზე ვმუშაობთ და ეს ჰამლეტ გონაშვილის შემოქმედების გაცოცხლება იქნება ვინილზე. პროექტი საკმაოდ დიდ დროს და რესურსს მოითხოვს, ბევრი საკითხის დარეგულირებაა საჭირო იმისთვის, რომ ვინილის ჩანაწერის შექმნასთან დაკავშირებული ყველა საავტორო უფლება და საკითხი დაცული იყოს ქვეყნის კანონმდელობის შესაბამისად.

2026 წელს კიდევ უფრო მეტი სიახლით შევხვდით იმ მხრივ, რომ ყოველდღიურად ვზრდით უნიკალური, პრემიალური ხაზის პროდუქციის ჩამონათვალს შოურუმში. ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა გვაძლიერებს და ახალ იდეებზე ერთად ვმუშაობთ, რათა „მემოში“ უფრო მეტი საინტერესო და ექსკლუზიური ნაკეთობა იყოს წარმოდგენილი.

ვაგრძელებთ ჩვენი მიზნისკენ სვლას, რათა ქართული ნამუშევრები გახდეს საქართველოში მოთხოვნადი, და როდესაც საჩუქარზე ვიფიქრებთ, პირველ რიგში სწორედ ქართული გაგვახსენდეს და მას მივანიჭოთ უპირატესობა.

ჩვენი გეგმა რომ ბათუმში გავფართოვდეთ კვლავაც აქტუალურია, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ ხელნაკეთ, პრემიუმ ხარისხის პროდუქციასთან გვაქვს საქმე, რომელიც ერთეული რაოდენობით იქმნება, რეალური ნაბიჯების გადასადგემლად უფრო მეტი დრო და მომზადება დაგვჭირდა, ვიდრე თავდაპირველად ვფიქრობდით. ამ ეტაპზე, ერთი შოურუმით ვართ წარმოდგენილი თბილისში, თუმცა მნიშვნელოვანად იმატებს ქართველი ვიზიტორების რაოდენობა, რაც ძალიან გვახარებს. ვეცდებით, ბათუმში მეორე შოურუმის გახსნა რაც შეიძლება მალე იქცეს რეალობად “, - აცხადებს ალექსანდრე სუსარეიშვილი.

ცნობისთვის, დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კომპანიის საიტს ესტუმრონ: https://memories.ge/ka-ge/.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

14.04.2026.18:03

სტუდენტებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ფინანსური განათლების საკითხები, აქვთ შესაძლებლობა, გაიარონ ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსი. პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.

კურსის ფარგლებში, შეხვედრა 25 აპრილს, 13:00 საათზე გაიმართება. დასწრების მსურველებმა, უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.

შეხვედრას ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარი, ლევან ფავლენიშვილი გაუძღვება.

ტრენინგზე განვიხილავთ სტუდენტებისთვის საინტერესო თემებს ფინანსური განათლებიდან: ბიუჯეტირებას, შემოსავლებს, ხარჯებს, ემოციურ ფაქტორებს, ანაბარს, დანაზოგს და სხვ.

შეხვედრის ძირითადი თემები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ბიუჯეტირება, ფულის ფსიქოლოგია, ხარჯვის ემოციური ფაქტორები, პროცენტი, ანაბარი, ემოციების გავლენა დანაზოგებზე და სხვა.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

ინფორმაციისთვის, ლევან ფავლენიშვილი ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარია, რომელსაც აქვს ISET-ის მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში. ის ასევე არის ედინბურგის უნივერსიტეტის, მათემატიკის სკოლის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ოპერაციების კვლევაში.

ლევანი 2014 წლიდან ასწავლის სხვადასხვა უნივერსიტეტში არაერთ საგანს: ეკონომიკის პრინციპები, საერთაშორისო ეკონომიკა, საერთაშორისო ფინანსები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების ეკონომიკა, ეკონომეტრიკა და ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი.

2021 წელს ლევანმა კოლეგებთან ერთად დააარსა საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi), რომელსაც ის ხელმძღვანელობდა 2024 წლამდე და რომლის ფარგლებშიც საქართველოში ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების გავრცელებისთვის არა ერთი პროექტი გაუკეთებია.

ამასთან, 2026 წელს ფინანსური წიგნიერების სასერტიფიკატო კურსების ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება სამ განსხვავებულ ჯგუფთან: სტუდენტებთან, მასწავლებლებთან და სკოლის მოსწავლეების მშობლებთან. თითოეული კურსი მორგებული იქნება ინდივიდუალური ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებზე. შეხვედრები ჩატარდება როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ ფორმატში და მათ მაღალკვალიფიციური ლექტორები გაუძღვებიან. 

გაეცანით საქართველოს ბანკის მიერ შექმნის საგანმანათლებლო პროექტებს ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა