ქართული კომპანიების მიერ, კუნძულზე ამჟამად $600 მილიონზე მეტი ღირებულების საინვესტიციო პროექტები ხორციელდება - „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალური დირექტორი
ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე უკვე მიმდინარეობს 600 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის საინვესტიციო პროექტები, რომლებიც ძირითადად ქართული კომპანიების მიერ ხორციელდება. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას კომპანია „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა გოჩა კამკიამ განაცხადა, პროექტის განვითარებაში ადგილობრივი ბიზნესის აქტიური ჩართულობა საერთო სინერგიას უსვამს ხაზს.
„ვინაიდან თითოეული პროექტის განვითარების მონაცემები უკვე დათვლილი გვაქვს, შემიძლია ვთქვა, რომ ქართული კომპანიების ინიციატივით, კუნძულზე ამჟამად 600 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების საინვესტიციო პროექტები ხორციელდება.
ამ პროექტებს წმინდა ქართული კომპანიები უძღვებიან, რაც ჩვენთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა. როდესაც ამ ყველაფერს ვგეგმავდით, ჩვენი უმთავრესი მიზანი იყო, რომ მომავალში ეს წარმატება სხვა ქართული კომპანიებისთვისაც გაგვეზიარებინა. დღეს უკვე გვაქვს სურათი, სადაც ქართული ბიზნესი „ამბასადორ აილენდზეა“ წარმოდგენილი. ეს პროექტი მათი თანაზიარი საკუთრებაა. ისინი ჩვენთან სრულ სინერგიაში არიან და საკუთარ, დამოუკიდებელ ისტორიას ქმნიან, რაც, ვფიქრობ, შესანიშნავი შედეგია“, - აცხადებს გოჩა კამკია.
კომპანია „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალური დირექტორის, განცხადებით, პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა მულტიფუნქციური კომპლექსის კაფსულის ჩადების ცერემონია და 21 ჰექტარის ექსპლუატაციაში შესვლის აღნიშვნა, ხოლო კომპლექსი მოიცავს სასტუმროს, აპარტამენტებს, აუზს, სპას და ვერტმფრენის პადს.
„პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ქალბატონ მარიამს (მარიამ ქვრივიშვილი - რედ), მინისტრთა კაბინეტის წევრებსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, რომლებიც პირადად ესწრებოდნენ ამ ისტორიული თარიღის აღნიშვნას.
ჩვენ ერთდროულად ორი მნიშვნელოვანი მოვლენა ვიზეიმეთ: პირველი - მულტიფუნქციური კომპლექსის საძირკველში სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონია და მეორე - 21-ჰექტარიანი ფართობის ექსპლუატაციაში მიღების დღე.
რაც შეეხება თავად მულტიფუნქციურ კომპლექსს, ის მოიცავს სასტუმროს, აპარტამენტებს, საცურაო აუზს, სპა-ცენტრსა და ვერტმფრენის ასაფრენ-დასაფრენ მოედანს (ე.წ. „პადს“).
გარდა ამისა, კომპლექსი მოიცავს უამრავ სხვა გასართობ და გამაჯანსაღებელ სივრცეს. თავად პროექტი იმ თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი, რომ აქ, ცალკე აღებული, 200 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.
ჩვენთვის მთავარი მაინც ისაა, რომ ეს იყო კომპანიის მხრიდან გაჟღერებული მკაფიო სიგნალი - ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის უშუალო სამშენებლო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. შესაბამისად, აღნიშნული ტერიტორია უსაფრთხო და სრულად მზად არის მშენებლობისთვის.
რაც შეეხება სხვა საინტერესო ფაქტებსა და მონაცემებს, მარტის თვეში ძალიან საინტერესო მაჩვენებელი დაგვიფიქსირდა - უძრავი ქონების დაახლოებით 70% ევროკავშირის მოქალაქეებმა შეიძინეს. ეს ოფიციალური მონაცემია. მათი ასაკი, დაახლოებით, 25-დან 45 წლამდე მერყეობს. რაზე მეტყველებს ეს ყველაფერი? ევროკავშირის მოქალაქეები გადაწყვეტილების მიღებისას საკმაოდ ფრთხილები არიან და დიდხანს ფიქრობენ.
მეორე მხრივ, საქმე გვაქვს ასაკობრივ კატეგორიასთან, როდესაც ადამიანი ყველაზე პროდუქტიულია, მომავალზე ორიენტირებულია და საკუთარ პერსპექტივაში ახდენს ინვესტირებას. ეს ყველაფერი იმის დასტურია, რომ ჩვენი კომპანიის მიერ საერთაშორისო სისტემების სიღრმისეულმა დანერგვამ გლობალურ ასპარეზზე დიდი ნდობა მოიპოვა.
შესაბამისად, ევროკავშირის მოქალაქეები უკვე იღებენ სათანადო გადაწყვეტილებებს, რასაც ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით. სამომავლოდ ვგეგმავთ სხვადასხვა პროგრამის განხორციელებას, რათა მათ ამ გადაწყვეტილებების მისაღებად კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მივცეთ“, - აღნიშნა გოჩა კამკიამ.
სხვა სიახლეები
მერე’ს სააღდგომო შეთავაზებები
06.04.2026.10:38
გაზაფხულზე, განსაკუთრებით კი სააღდგომო დღეების მოახლოებისას, ჩვენი ყოველდღიური საჭიროებები საგრძნობლად იზრდება. ეს ის პერიოდია, როცა სადღესასწაულო სუფრის მომზადება, გარდერობის განახლება, სახლისთვის ტექნიკის შეძენა თუ ქალაქგარეთ დასვენების დაგეგმვა ერთდროულად ხდება აქტუალური. მსგავსი მრავალფეროვანი ხარჯების ერთბაშად დაფარვა ბიუჯეტისთვის ხშირად მნიშვნელოვანი გამოწვევაა და შესაძლოა, დამატებით ფინანსურ სტრესთან იყოს დაკავშირებული. სწორედ ამ მიზნებისთვის Silk Bank-მა მერე ბარათის სპეციალური სააღდგომო შეთავაზებები მოგვიმზადა. ამ ინიციატივის დახმარებით საჭირო ნივთებსა თუ მომსახურებებს გაცილებით მარტივად მიიღებ და ფინანსებს უფრო გონივრულად გაანაწილებ.
სააღდგომო შეთავაზებები ვრცელდება შერჩეულ პარტნიორ ობიექტებზე, სადაც ზოგან - სასიამოვნო ქეშბექები, ზოგან კი განაწილების გაზრდილი თვეები გელოდება. ეს ყველაფერი ხდება ყოველგვარი გაძვირების გარეშე, ეფექტურ 0%-ად, რაც მაქსიმალურ მოქნილობასა და რეალურ ეკონომიას ნიშნავს.

სადღესასწაულო სამზადისი ხშირად საკუთარი თავის გახალისებით იწყება. თუ საგაზაფხულო გარდერობის განახლებას გეგმავ, ეს შეთავაზება ნამდვილად შენთვისაა: 5-იდან 7 აპრილის ჩათვლით, Dressup-ის მაღაზიებსა თუ ონლაინ პლატფორმაზე (dressup.ge) შოპინგისას მერე ბარათით გადახდის შემთხვევაში, თანხის 30% (მაქსიმუმ 150 ლარი) უკან დაგიბრუნდება, ხარჯს კი სრულიად უმტკივნეულოდ 4 თვეზე გაანაწილებ.

გაზაფხული ცვლილებების დროა და შესაძლოა, სწორედ ახლა გადაწყვიტო სახლისთვის, საჩუქრად ან უბრალოდ საკუთარი კომფორტისთვის ახალი ტექნიკის შეძენა. მაღაზიებში ისედაც არსებულ სააღდგომო ფასდაკლებებთან ერთად, მერე ბარათის 30 პარტნიორ კომპანიაში შენაძენის ღირებულებას გაორმაგებულ — 6, 8, 10 და 12 თვეზე გაანაწილებ ეფექტურ 0%-ად. ეს შესაძლებლობა მხოლოდ 3-13 აპრილის შუალედშია აქტიური.

მათთვის, ვინც სადღესასწაულო, გრძელ დასვენებებზე ქალაქგარეთ გასვლას ან სულაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოგზაურობას აპირებენ, სილქ ბანკმა დამატებითი კომფორტი შექმნა. 3-იდან 13 აპრილის ჩათვლით Booking-სა და Airbnb-ზე სასტუმროს ან აპარტამენტის დაჯავშნას მერე ბარათით შეძლებ ნებისმიერი პერიოდისთვის, სრული ღირებულება კი 12 თვეზე ეფექტურ 0%-ად განაწილდება.

თუ გსურს, სადღესასწაულო ვახშამი ევროპული გემოებით გაამდიდრო, ევროპროდუქტი საუკეთესო არჩევანია, რადგან აქ ერთ სივრცეში ყველაზე დიდი ასორტიმენტი დაგხვდება. 6-იდან 15 აპრილის ჩათვლით ნებისმიერ ტერმინალზე მერე ბარათით გადახდისას თანხის 20%-ს (მაქსიმუმ 100 ლარს) ქულების სახით დაიბრუნებ Silk მობაილბანკში. ხარჯს ამ შემთხვევაში 3 თვეზე გაანაწილებ. დაგროვილი ქულების ლარში გადაცვლა კი ნებისმიერ დროს უმარტივესადაა შესაძლებელი (100 ქულა = 1 ლარი).

სადღესასწაულო დღეებში ხშირი მგზავრობა და სტუმრიანობა გარდაუვალია. 6-იდან 15 აპრილის ჩათვლით მერე ბარათით საწვავის ხარჯსაც 3 თვეზე გაანაწილებ, ეფექტურ 0%-ად, საქართველოში სოკარის ნებისმიერ ბენზინგასამართ სადგურზე და დამატებით 20%-ს (მაქსიმუმ 100 ლარს) ქულების სახით დაიბრუნებ.

ეკოლოგიური ტრანსპორტის მფლობელებისთვისაც იდენტური პირობები მოქმედებს: თუ ელექტრომობილი გყავს, 6-იდან 15 აპრილამდე EV power-ის 60 000-ზე მეტ დასამუხტ სადგურზე შეგიძლია ავტომობილის დამუხტვა ნებისმიერ დროსა და ადგილას. უბრალოდ მოძებნე აპლიკაციაში სასურველი მისამართი, გადაიხადე მერე ბარათით და დაიბრუნე 20% (მაქსიმუმ 100 ლარი ქულების სახით), თანხას კი 3 თვეზე გაანაწილებ.
თუ ჯერ კიდევ არ გაქვს მერე ბარათი და გსურს ამ მრავალფეროვანი შეთავაზებებით სარგებლობა, მისი აღება სრულიად უფასოდ შეგიძლია ონლაინ, Silk მობაილბანკში, ბანკის ფილიალებსა და პარტნიორ ობიექტებში.
გაქვს ახლა, იხდი მერე!