ქართული კომპანიების მიერ, კუნძულზე ამჟამად $600 მილიონზე მეტი ღირებულების საინვესტიციო პროექტები ხორციელდება - „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალური დირექტორი
ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე უკვე მიმდინარეობს 600 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის საინვესტიციო პროექტები, რომლებიც ძირითადად ქართული კომპანიების მიერ ხორციელდება. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას კომპანია „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა გოჩა კამკიამ განაცხადა, პროექტის განვითარებაში ადგილობრივი ბიზნესის აქტიური ჩართულობა საერთო სინერგიას უსვამს ხაზს.
„ვინაიდან თითოეული პროექტის განვითარების მონაცემები უკვე დათვლილი გვაქვს, შემიძლია ვთქვა, რომ ქართული კომპანიების მიერ, კუნძულზე ამჟამად 600 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების საინვესტიციო პროექტები ხორციელდება.
ამ პროექტებს წმინდა ქართული კომპანიები უძღვებიან, რაც ჩვენთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა. როდესაც ამ ყველაფერს ვგეგმავდით, ჩვენი უმთავრესი მიზანი იყო, რომ მომავალში ეს წარმატება სხვა ქართული კომპანიებისთვისაც გაგვეზიარებინა. დღეს უკვე გვაქვს სურათი, სადაც ქართული ბიზნესი „ამბასადორ აილენდზეა“ წარმოდგენილი. ეს პროექტი მათი თანაზიარი საკუთრებაა. ისინი ჩვენთან სრულ სინერგიაში არიან და საკუთარ, დამოუკიდებელ ისტორიას ქმნიან, რაც, ვფიქრობ, შესანიშნავი შედეგია“, - აცხადებს გოჩა კამკია.
კომპანია „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალური დირექტორის, განცხადებით, პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა მულტიფუნქციური კომპლექსის კაფსულის ჩადების ცერემონია და 21 ჰექტარის ექსპლუატაციაში შესვლის აღნიშვნა, ხოლო კომპლექსი მოიცავს სასტუმროს, აპარტამენტებს, აუზს, სპას და ვერტმფრენის ვერტოდრომს.
„ბათუმის კუნძული“ სახელმწიფოსა და „ამბასადორი ჯგუფის“ ერთობლივი პროექტია, რომლის ადმინისტრირება საქართველოს მთავრობასთან ერთად 30-მდე სახელმწიფო უწყებასთან იყო კოორდინირებული.
„პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ქალბატონ მარიამს (მარიამ ქვრივიშვილი - რედ), მინისტრთა კაბინეტის წევრებსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, რომლებიც პირადად ესწრებოდნენ ამ ისტორიული თარიღის აღნიშვნას.
ჩვენ ერთდროულად ორი მნიშვნელოვანი მოვლენა ვიზეიმეთ: პირველი - მულტიფუნქციური კომპლექსის საძირკველში სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონია და მეორე - 21-ჰექტარიანი ფართობის ექსპლუატაციაში მიღების დღე.
რაც შეეხება თავად მულტიფუნქციურ კომპლექსს, ის მოიცავს სასტუმროს, აპარტამენტებს, საცურაო აუზს, სპა-ცენტრსა და ვერტმფრენის ასაფრენ-დასაფრენ მოედანს (ე.წ. „პადს“ და ვერტოდრომს).
გარდა ამისა, კომპლექსი მოიცავს უამრავ სხვა გასართობ და გამაჯანსაღებელ სივრცეს. თავად პროექტი იმ თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი, რომ აქ, ცალკე აღებული, 200 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.
ჩვენთვის მთავარი მაინც ისაა, რომ ეს იყო კომპანიის მხრიდან გაჟღერებული მკაფიო გზავნილი - ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის უშუალო სამშენებლო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. შესაბამისად, აღნიშნული ტერიტორია უსაფრთხო და სრულად მზად არის მშენებლობისთვის,-განაცხადა გოჩა კამკიამ.
რაც შეეხება სხვა საინტერესო ფაქტებსა და მონაცემებს, მარტის თვეში ძალიან საინტერესო მაჩვენებელი დაგვიფიქსირდა - უძრავი ქონების დაახლოებით 70% ევროკავშირის მოქალაქეებმა შეიძინეს. ეს ყველაფერი იმის დასტურია, რომ ჩვენი კომპანიის მიერ საერთაშორისო სისტემების სიღრმისეულმა დანერგვამ გლობალურ ასპარეზზე დიდი ნდობა მოიპოვა.
შესაბამისად, ევროკავშირის მოქალაქეები უკვე იღებენ სათანადო გადაწყვეტილებებს, რასაც ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით. სამომავლოდ ვგეგმავთ სხვადასხვა პროგრამის განხორციელებას, რათა მათ ამ გადაწყვეტილებების მისაღებად კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მივცეთ“, - აღნიშნა გოჩა კამკიამ.
დღის ტოპ 10 სიახლე
ცესკოს თავმჯდომარემ საქველმოქმედო ფონდ „მომავლის გზის“ ბენეფიციარებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
08.04.2026.18:21
მოსწავლეების საყვარელ აპლიკაცია sCoolApp-ში საგანმანათლებლო და გასართობი თამაში - ტრივია დაიწყო. ახალი სეზონზე საქართველოს ბანკი მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი სკოლა დაამატონ და კლასელებთან ერთად იასპარეზონ.
მოსწავლეებს შეუძლიათ აპლიკაციაში საკუთარი სკოლის მითითება და კლასელებთან ერთად საერთო შედეგისთვის ბრძოლა. შეჯიბრების მთავარი პრინციპი ვარსკვლავებზეა დაფუძნებული: მონაწილეებმა ყოველდღიურად ხუთ კითხვას უნდა უპასუხონ, რითაც ვარსკვლავებსა და მონეტებს დააგროვებენ. სკოლის შედეგი მოსწავლეების საშუალო ვარსკვლავების რაოდენობაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, წარმატებისთვის თითოეული მოთამაშის ჩართულობა მნიშვნელოვანია.
ლიდერბორდზე ქვეყნის მასშტაბით TOP 10 სკოლა გამოჩნდება - რაც თამაშს დამატებით მოტივაციასა და ჯანსაღ კონკურენციას მატებს.
თუ თქვენს შვილს sCoolApp ჯერ არ აქვს, გადმოწერეთ მარტივად, ჩაერთეთ თამაშში და მიეცით შანსი, ცოდნა ნამდვილ საგანძურად აქციოს!