მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7232.5
0.0109
flag
AZN 1.5849
0
flag
CNY 39.473
-0.0046
flag
EUR 3.1652
-0.0027
flag
GBP 3.642
0.0035
flag
KZT 58.2
0.0012
flag
TRY 0.06
0
flag
USD 2.6938
0

ქართული კომპანია „ელვარე“ თბილისში ინოვაციურ და მულტიბრენდულ შოურუმს ხსნის

news image

საქართველოს ინდუსტრიულ რუკაზე „ელვარე კომპანიათა ჯგუფი“ ახალ, მასშტაბურ ნაბიჯს დგამს და ქმნის ელექტრო მარკეტს, სადაც ყველაფერი ერთ წერტილში ხვდება მომხმარებლებს, ვისთვისაც როგორც ელექტრო სამონტაჟო მასალების, აგრეთვე მოწყობილობების ხარისხი და მომსახურების დრო თანაბრად მნიშვნელოვანია.

„ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა მულტიბრენდული სივრცე, სადაც პროფესიონალი ელექტრიკოსი თუ ინდივიდუალური მომხმარებელი მიიღებდა, ერთის მხრივ როგორც მსოფლიო კლასის უმაღლესი ხარისხის პროდუქციას, აგრეთვე მომსახურების მაღალ ხარისხს ერთ წერტილში,“ – აცხადებენ კომპანიაში.

ახლად გახსნილი ელვარე ელექტრო მარკეტის შოურუმი არ არის მხოლოდ სავაჭრო სივრცე, ეს არის ელექტროსამონტაჟო გადაწყვეტილებების ჰაბი, სადაც პროფესიონალებსა და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ერთ წერტილში, სწრაფად, კომფორტულად და ექსპერტული რჩევის მიღებით შეიძინონ ელექტროსამონტაჟო პროდუქციის სრული ასორტიმენტი.

ელექტრო მარკეტის შოურუმში წარმოდგენილია როგორც „ელვარე“ საწარმოს მიერ წარმოებული საექსპორტო კაბელები, ასევე მსოფლიოში წამყვანი და მაღალი ნდობის მქონე ბრენდები: LEGRAND, SIEMENS, ABB, WAGO, TE connectivity, TENGEN და სხვა.

პროდუქციის ფართო არჩევანი, თანამედროვე შოურუმის კონცეფცია და პროფესიონალური კონსულტაციის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები, ქმნის სივრცეს, სადაც ხარისხი, ინოვაცია და ხელმისაწვდომობა ერთიანდება.

„ელვარე ელექტრო მარკეტი“ მიზნად ისახავს გახდეს ელექტროსამონტაჟო სფეროს მთავარი დანიშნულების ადგილი საქართველოში, რადგან ეს არის სივრცე, სადაც ტექნოლოგია, საერთაშორისო ხარისხი და მომხმარებელზე ზრუნვა ერთ ბრენდში იყრის თავს, ადგილი სადაც ინოვაცია ხვდება კომფორტს.

პირველი ნაბიჯები, რომლებმაც ელვარე შექმნა

კომპანიის ისტორიის დაწყებისა და სწრაფი ტრანსფორმაციის კატალიზატორი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელებული სტრატეგიული ინვესტიცია გახდა. ამ მნიშვნელოვანმა მხარდაჭერამ „ელვარეს“ საშუალება მისცა, წარმოების მასშტაბები მნიშვნელოვნად გაეზარდა და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიან, პრემიუმ კლასის საექსპორტო ბრენდად პოზიციონირებულიყო.

ელვარეს საწარმო განთავსებულია თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს, ალექსეევკის დასახლებაში და მოიცავს 35 000 კვადრატულ მეტრ ფართობს, რომელიც აერთიანებს სრულ საწარმოო ინფრასტრუქტურას, მაღალტექნოლოგიურ საწარმოო ხაზებს, თანამედროვე ლაბორატორიას, ლოჯისტიკურ საწყობებსა და ადმინისტრაციულ სივრცეებს.



წარმოების პროცესში გადამწყვეტ როლს ასრულებს მსოფლიო ლიდერი ბრენდების Niehoff, Sikora, Maillefer და Uygar თანამედროვე დანადგარები. მათი სინერგია უზრუნველყოფს წარმოების მაღალ სიჩქარეს, სიმძლავრესა და მიკრონულ სიზუსტეს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია პროდუქციის უმაღლესი ხარისხის მისაღებად.

აღნიშნული ტექნოლოგიური აღჭურვილობა „ელვარეს“ საწარმოში ასახავს გარდამტეხ გადასვლას ტრადიციული ინდუსტრიიდან „ჭკვიან ქარხანაზე“ (Smart Factory). არსებული დანადგარებით დამზადებული კაბელი მომხმარებლისთვის ევროპული სტანდარტების გარანტიაა, ხოლო კომპანიისთვის, უმნიშვნელოვანესი საექსპორტო უპირატესობა. ნებისმიერი საერთაშორისო აუდიტისთვის, ამგვარი მაღალი კლასის ტექნიკური ბაზა წარმოადგენს უპირობო ნდობის მანდატს, რაც „ელვარეს“ გზას უხსნის მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნად ბაზრებზე.

დამატებით აღსანიშნავია, რომ „ელვარე“ არის პირველი კაბელების მწარმოებელი კომპანია საქართველოში, რომელმაც მიიღო საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის სერტიფიკატები: CE, ROHS, REACH და TÜV NORD. ელვარეში წარმოების ყველა ეტაპი სრულად ავტომატიზებულია და შეესაბამება ISO 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემის მოთხოვნებს, ნედლეულის შერჩევიდან ლაბორატორიულ ტესტირებამდე და საბოლოო პროდუქტის ბაზარზე წარდგენამდე. აღნიშნულმა სტანდარტებმა „ელვარეს“ შესაძლებლობა მისცა, წარმატებით დაემკვიდრებინა თავი როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ქართული წარმოება საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარედგინა.



„ელვარე კომპანიათა ჯგუფი“ წარმოადგენს თანამედროვე ინდუსტრიული წარმოებისა და მომხმარებელზე ორიენტირებული გამოცდილების წარმატებულ სინთეზს. ჯგუფი აერთიანებს საქართველოში პირველი საერთაშორისო სტანდარტების მქონე საექსპორტო კაბელების საწარმოსა და „ელვარე ელექტრო მარკეტს“, ადგილს, რომელსაც ელექტროსამონტაჟო პროდუქტების შეძენის პროცესი ახალ სტანდარტზე აჰყავს და რომელიც მომხმარებლის ნებისმიერი მასშტაბის მოთხოვნას პროფესიონალურ დონეზე მოიყვანს სისრულეში.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ყველაფერი, რაც მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე უნდა იცოდეთ - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

23.04.2026.14:23

ბევრი ადამიანის ცხოვრებაში არსებობს ერთი განსაკუთრებული მასწავლებელი, რომელმაც მათში მუდმივი ძიების, აღმოჩენებისადმი სწრაფვის და შემეცნების სურვილი გააღვივა და ერთგვარად, მათი ცხოვრებაც განსაზღვრა. ასეთი მასწავლებლების დავიწყება შეუძლებელია.

სწორედ იმ მასწავლებლების გამოსავლენად, რომლებსაც განათლების სფეროში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ, მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს ინიციატივითა და ორგანიზებით, კონკურსი წელს მეათედ ხორციელდება. საქართველოს ბანკისთვის, როგორც განათლების მხარდამჭერისთვის, ამ ინიციატივაში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მთავარი მიზანი ასეთი პედაგოგების აღმოჩენა და მათი დამსახურების სათანადოდ აღნიშვნაა.

კონკურსის ისტორია

მასწავლებლის ჯილდოს კონკურსს საქართველოში უკვე მრავალწლიანი ტრადიცია აქვს. ის 2016 წელს დაარსდა და უკვე 10 წელია, ინიციატივა განათლების სფეროში საუკეთესო და გამორჩეულ მასწავლებლებს ავლენს.

როგორ არის შესაძლებელი კონკურსში მონაწილეობის მიღება?

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მასწავლებელს, რომელსაც უყვარს თავისი საქმე და ცდილობს, მოსწავლეებში ცნობისმოყვარეობა გააღვიძოს. კონკურსზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 25 მაისს დასრულდება.

ამისათვის, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ ნომინირება გაუწიონ მასწავლებლებს ან თავად მასწავლებლებმა წარადგინონ აპლიკაცია ვებგვერდზე  www.tprize.ge
მასწავლებლების ნომინირება შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ორგანიზაციებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებს.

კონკურსის ფარგლებში, გამარჯვებულების შერჩევა 19 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიურის მიერ მოხდება. ჟიურის წევრები არიან განათლების სპეციალისტები, მეცნიერები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები.

რას გულისხმობს აპლიკაცია?

კონკურსზე რეგისტრაციის პროცესი თავად პედაგოგებისთვის ძალიან საინტერესოა. აპლიკაციაში მასწავლებლებს საკუთარი შრომისა და გამოცდილების შეფასება შეუძლიათ. ჟიურის განსაკუთრებით მასწავლებლის უნიკალური პერსპექტივა და მეთოდები აინტერესებს; მაგალითად, რა გამოწვევებია კონკრეტულ საგანმანათლებლო გარემოში და როგორ შეიძლება მათი დაძლევა. აპლიკაციის ეფექტურად შესავსებად, დეტალური რჩევებისთვის შეგიძლიათ იხილოთ ბლოგი.

რა კრიტერიუმებით ხდება მასწავლებლების შერჩევა?

კონკურსში მასწავლებლების შერჩევა მრავალმხრივი შეფასების კრიტერიუმებით ხდება, მათ შორისაა:

• მოსწავლეების შედეგები;

• მიდგომებისა და მეთოდების ინოვაციურობა;

• ზოგადსაკაცობრიო და მოქალაქეობრივი ღირებულებების სწავლება;

• სამოქალაქო აქტივობა და აღიარება;

• პროფესიული გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება.

რაც შეეხება თავად კონკურსს, ის ოთხ ეტაპად ტარდება:

• ეტაპი I: აპლიკანტების ტექნიკური შემოწმება

• ეტაპი II: კონკურსანტთა ათეულის შერჩევა

• ეტაპი III: ფინალისტთა დასახელება

• ეტაპი IV: ფინალი – რომელიც 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს ტარდება და სწორედ აქ ხდება ეროვნული ჯილდოს მფლობელის გამოვლენა.

სხვის მიერ წარდგენა ხშირად გადამწყვეტი ბიძგია მასწავლებლისთვის, რომ კონკურსში ჩაერთოს. ასე რომ, ნომინირება საუკეთესო გზაა იმ გამორჩეული პროფესიონალების მხარდასაჭერად, რომელთა ყოველდღიური შრომაც ხშირად მხოლოდ საკლასო ოთახის კედლებში რჩება და ფართო აუდიტორიამდე ვერ აღწევს.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული ჯილდო TThe Global Teacher Prize-ის ნაწილია და მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას ემსახურება. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები არიან: გენერალური სპონსორი - გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი; მთავარი მხარდამჭერი - საქართველოს ბანკი; ოქროს სპონსორი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; მხარდამჭერი და სპონსორი - კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC); მხარდამჭერი - ალტე უნივერსიტეტი. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა