მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7123.5
-0.0373
flag
AZN 1.5881
-0.002
flag
CNY 39.065
-0.0044
flag
EUR 3.1032
-0.0082
flag
GBP 3.5726
-0.0223
flag
KZT 56.13
0.0029
flag
TRY 0.0607
-0.0001
flag
USD 2.6998
-0.0027

ქართული გასტრონომიის პოპულარიზაციის ფონზე ესპანეთში „ჩელთის“ ღვინოებზე მოთხოვნა იზრდება

news image

Chelti Winery / მეღვინეობა ჩელთი Madrid Fusión-ის გასტრონომიულ გამოფენაში მონაწილეობს. როგორც Business Insider Georgia-სთან „ჩელთის“ კომერციული დირექტორი, ანა მირიანაშვილი აცხადებს, ესპანეთში ქართული რესტორნების გახსნასთან და ზოგადად ქართული გასტრონომიის პოპულარიზაციასთან ერთად „ჩელთის“ ღვინოებზეც მოთხოვნა იზრდება.

„ამჟამად Madrid Fusión-ის გამოფენაზე ვიმყოფებით. Madrid Fusión არის გასტრონომიული გამოფენა, სადაც ერთ სივრცეში მსოფლიოს ტოპ შეფები - მიშელინის ვარსკვლავის მქონე შეფები - იკრიბებიან. აქ ჩვენ წარვადგენთ ქართულ მეღვინეობას.

გამოფენის ფარგლებში „ჩელთის“ ღვინოებზე საკმაოდ მაღალი ინტერესია, რადგან მადრიდში უკვე ქართული რესტორნები და ქართული გასტრონომია საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ერთ-ერთი რესტორანი, „ნუნუკა“, უკვე მესამე წელია მიშელინის გიდშია. ასევე გაიხსნა „პერსიმონი“, ახლა უკვე „კერა“, რომელიც თითქმის ყველა მადრიდელისთვის ცნობილია და დიდი პოპულარობით სარგებლობს. ქართული რესტორნების განვითარებამ გამოიწვია ისიც, რომ ჩვენი ღვინის მიმართ ინტერესიც გაიზარდა. ამას გარდა, დიდი ინტერესი მოდის სხვა ესპანური რესტორნებისგან და მიშელინის ვარსკვლავის მქონე რესტორნებისგანაც“, - აცხადებს ანა მირიანაშვილი.

მეღვინეობის დირექტორის განმარტებით, ესპანეთისა და ზოგადად ევროპის ბაზარზე „ჩელთის“ ღვინოებზე ყოველწლიურად მზარდი მოთხოვნაა.

„2025 წელს ესპანეთის ბაზარზე დაახლოებით 20–30%-იანი ზრდა გვქონდა და ახალი ობიექტების დამატებამ და გამოფენებმა, რა თქმა უნდა, შედეგი უნდა გამოიღოს. წელსაც, შემდეგ წელსაც, წინასწარ ვერ ვიტყვით, მაგრამ რა თქმა უნდა, ველოდებით ზრდას. ჩვენ ევროპის ბაზარს აღვიქვამთ როგორც ერთ ბაზარს - არ ვყოფთ ცალკე ესპანეთი, ცალკე საფრანგეთი და ასე შემდეგ, რადგან, როგორც იცით, გერმანიაში გვაქვს ჰაბი, საიდანაც ვამარაგებთ მთელ ევროპას.

ახლო მომავალში დაგეგმილი გვაქვს ხუთ გამოფენაში მონაწილეობა. ორ კვირაში პარიზში მივდივართ, რომელიც უფრო მასშტაბური და დიდი გამოფენაა, ვიდრე მადრიდის გამოფენა. აღნიშნულ გამოფენაზე არა მხოლოდ ფრანგებს, არამედ მთელი მსოფლიოს იმპორტიორებს, დისტრიბუტორებს, რესტორნების წარმომადგენლებს და სხვებს უნდა შევხვდეთ. ზოგადად, ევროპის ბაზარზე გვქონდა ძალიან დადებითი ზრდა“, - აღნიშნავს „ჩელთის“ კომერციული დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში ჰაბის გარდა, „ჩელთის“ ჰაბი უკვე ჩინეთშიც აქვს, რაც კომპანიას სხვადასხვა ბაზრებზე ღვინის დროულ მიწოდებას უმარტივებს. „ჩელთი“ ჩინეთის ბაზარზე დიდი იმედებს ამყარებს და აქტიურად გეგმავს სხვადასხვა გამოფენებში მონაწილეობას.

„ჩინეთში ჰაბი უკვე გავაკეთეთ. პროექტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. პირველი პარტია, რაც გავაგზავნეთ, მთლიანად გაიყიდა, და ახლა მეორე პარტიაზე ვმუშაობთ. სექტემბრიდან მოყოლებული ჩინეთის სხვადასხვა პროვინციაში უკვე სამ გამოფენას დავესწარით. მარტში კიდევ ჩენგდუში მივდივართ ორ ძალიან დიდ გამოფენაზე და, რა თქმა უნდა, ჩინეთის ბაზარზეც კიდევ უფრო მეტ ზრდას ველოდებით. ასევე ამერიკაში ვაპირებთ გამოფენაზე წასვლას - წლის აპრილში გვაქვს დაგეგმილი. გერმანიაში კიდევ მარტის თვეში გვაქვს დაგეგმილი, და უკვე დაიწყო აქტიური საგამოფენო სეზონი, რომელიც გაზაფხულამდე გაგრძელდება“, - ამბობს ანა მირიანაშვილი.

მეღვინეობა „ჩელთი“ ამ დროისთვის 20-მდე დასახელების ღვინოს აწარმოებს.

„ასორტიმენტის გაზრდას, რა თქმა უნდა, ახლო მომავალში ვაპირებთ. რეალურად, ასორტიმენტს ყოველწლიურად ვზრდით, მაგრამ ძირითადად არ ახალი პროდუქტი, არამედ ძველი რეზერვებიდან გამოაქვს. შუშხუნა ღვინის დამატებას ჯერჯერობით არ ვგეგმავთ. ჩვენი მთავარი მიმართულება კვლავ ღვინო და ჭაჭაა“, - აღნიშნავს „ჩელთის“ კომერციული დირექტორი.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორ აფასებს მეღვინეობა „ჩელთი“ ProWein Düsseldorf-ის გამოფენას და რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ

30.03.2026.18:00

მეღვინეობა „ჩელთი“ ახლახანს მონაწილეობდა ProWein Düsseldorf-ის გამოფენაში. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის კომერციული დირექტორი, ანა მირიანაშვილი, აღნიშნავს გამოფენა მათთვის მნიშვნელოვანი იყო როგორც არსებულ იმპორტიორებთან და პარტნიორებთან შეხვედრისთვის, ისე ახალ პარტნიორებთან მოლაპარაკებების დასაწყებად.

„ჩვენ ახლახანს მონაწილეობა მივიღეთ ProWein Düsseldorf-ის გამოფენაში, რომელიც გერმანიაში ჩატარდა. გერმანიის ბაზარი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარია, რადგან გვაქვს საკუთარი საწყობები და ვთანამშრომლობთ რამდენიმე დიდ ქსელთან.

გამოფენა მნიშვნელოვანი იყო როგორც არსებულ იმპორტიორებთან და პარტნიორებთან შესახვედრად, ისე ახალ პარტნიორებთან მოლაპარაკებების დასაწყებად. ეს გამოფენა განსაკუთრებით საინტერესო იყო ადგილობრივი ბაზრისთვის.

ჩვენი გამოცდილება გამოფენაზე საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა - ამჟამად ორი ახალი კონტრაქტის გაფორმებას განვიხილავთ, რომლებიც გამოფენის შედეგია, და ორივე ძალიან მნიშვნელოვანი ქსელია “, - აღნიშნავს ანა მირიანაშვილი.

კომპანია სამომავლოდ საექსპორტო ბაზრების გაფართოებას გეგმავს.

„წელს გეგმაში გვაქვს ამერიკის ბაზარს განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ. ერთი თვეში მივდივართ მაიამიში, სადაც დაგეგმილი გვაქვს დიდი გამოფენა. ეს შესაძლებლობაა, როგორც არსებულ იმპორტიორებთან შეხვედრისთვის, ისე იმ შტატებში დისტრიბუტორების მოძიებისთვის, სადაც ჯერ-ჯერობით წარმომადგენლობა არ გვაქვს.
ამერიკის ბაზარი საკმაოდ სპეციფიკურია, მოთხოვნები შტატების მიხედვით განსხვავდება. სწორედ ამიტომ, თითოეულ შტატში საჭიროა სხვადასხვა დისტრიბუციის პარტნიორი. ამ მიზანს ისახავს ჩვენი ვიზიტი, რათა ამერიკის ბაზარზე პოზიციები უფრო გავამყაროთ “, - აცხადებს კომპანიის კომერციული დირექტორი.

ინფორმაციისთვის, მეღვინეობა „ჩელთი“ ამ დროისთვის 20-მდე დასახელების ღვინოს აწარმოებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა