მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7103
-0.0066
flag
AZN 1.5758
-0.0004
flag
CNY 38.798
-0.0014
flag
EUR 3.1724
-0.0078
flag
GBP 3.6428
-0.015
flag
KZT 54.6
0.0011
flag
TRY 0.0613
0
flag
USD 2.6789
-0.001

ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა

news image

ქართველებს, ისტორიულად, ბევრი რამ გვაქვს რითაც ვამაყობთ და რაც გამოგვარჩევს სხვა ერების კულტურებისგან. მათ შორისაა ჩვენი ქართული ენა. როდესაც ქართულ ენის სიძლიერეს, სილამაზეს, მრავალფეროვნებასა და სიღრმეს ვუფიქრდებით, მაშინვე ქალბატონი მზექალა შანიძე გვახსენდება.

ქალბატონი მზექალა, ათწლეულებია ქართული ენის სადარაჯოზე დგას და პირნათლად ემსახურება მეცნიერებას. ძალზედ დიდია მისი ღვაწლი როგორც, ენათმეცნიერის და ფილოლოგის, ასევე აღსანიშნავია მის მიერ აღზრდილი სტუდენტთა არაერთი თაობა. იგი გახლდათ საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 1991 წლის 9 აპრილის აქტზე ერთ-ერთი ხელმომწერი.

2026 წლის 16 იანვარს ქალბატონი მზექალა შანიძე 100 წლის შესრულდა. მისი მრავალწლიანი მოღვაწეობა ნათლად აჩვენებს, როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა შექმნას ხიდი ტრადიციასა და თანამედროვეობას შორის. თავისი მოღვაწეობით იგი გვასწავლის, რომ ენის სიყვარული მხოლოდ მისი დაცვა კი არა, არამედ მისი მუდმივი განვითარება და ბალანსის დამყარებაა ისტორიულ მეხსიერებასა და სიახლეს შორის.

თიბისისთვის, როგორც #წერექართულად-ის შემქმნელი ბრენდისთვის მნიშვნელოვანია ქართული ენის, როგორც მემკვიდრეობის შენარჩუნება და მის განვითარებაში მონაწილეობა. თიბისის ვიდეორგოლში ნახავთ და მოისმენთ ქალბატონი მზექალას პასუხს დღევანდელობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე: გლობალიზაციის ფონზე, ენასთან მიმართებაში, ჩნდება მთავარი კითხვა - როგორ გავუფრთხილდეთ ქართულ ენას?

„თიბისიში გვჯერა, რომ ენა ცოცხალი მემკვიდრეობაა, რომელიც დაცვასთან ერთად განვითარებასაც საჭიროებს. ქალბატონი მზექალა შანიძე ის ადამიანია, ვინც ათწლეულების განმავლობაში ქართული ენის ისტორიული ფესვების დაცვას და ამავდროულად მის გააზრებულ გარდაქმნას ემსახურება. გვსურს, მისდამი, არა მხოლოდ ჩვენი უსაზღვრო პატივისცემა გამოვხატოთ, არამედ, როგორც #წერექართულად-ის ავტორმა ბრენდმა, ჩვენი ღირებულებების ბუნებრივ გაგრძელებად, ავიღოთ პასუხისმგებლობა - გავუფრთხილდეთ ქართულ ენას და შევუწყოთ ხელი მის განვითარებას“ - მაკუნა თავბერიძე, თიბისის მარკეტინგის და ბრენდის გამოცდილების ლიდერი.

ქართული მეცნიერების მემატიანეს, ქალბატონი მზექალა შანიძის, 100 წლის საიუბილეო თარიღის აღნიშვნას თიბისიც უერთდება და მისი რჩევით, ბრენდმა სიმბოლურად თავის გზავნილს სასვენი ნიშანი დაურთო - მთავარია, გჯეროდეს!

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „აგროლეინი“ საუდის არაბეთში ერთ-ერთ სუპერმარკეტების ქსელთან თანამშრომლობას გეგმავს

18.02.2026.12:00

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერითა და ორგანიზებით, საქართველო საკვები და სასმელი პროდუქტების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე, Gulfood -ზე 2 პავილიონით წარსდგა, ხოლო ღონისძიებას ჯამში 26 ქართული კომპანია დაესწრო. მათ შორის იყო ლურჯი მოცვის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია Agrolane / აგროლეინიგამოფენის შედეგებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, Business Insider Georgia კომპანიის თანადამფუძნებელს და დირექტორს გიორგი ღვინიაშვილს ესაუბრა.

„ეს გამოფენა ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წლებია ჩვენ გალფის ქვეყნებში ვოპერირებთ და ვაწვდით მათ ჩვენს პროდუქციას. პრაქტიკულად ყოველ წელს გამოფენის შემდეგ გვემატება ახალი პარტნიორი კომპანიები, რის გამოც კონკრეტულად ჩვენთვის ეს ღონისძიება განსაკუთრებით ფასეულია.

დაინტერესება კვლავ მაღალია. ვგეგმავთ, რომ წელს საუდის არაბეთის ერთ-ერთ სუპერმარკეტების ქსელთან დავიწყოთ თანამშრომლობა და მივაწოდოთ ჩვენი პროდუქცია. ეს ქსელი ახალია ჩვენთვის, გამოფენაზე გავიცანით და გვაქვს მოლოდინი, რომ წელს შევძლებთ მუშაობის დაწყებას და სუპერმარკეტებში შესვლას “, - აცხადებს გიორგი ღვინიაშვილი.

ინფორმაციისთვის, ვარციხეში, შპს „აგროლეინის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. საწარმოში 2 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა