ქართული ჩაი გლობალურ ბაზარზე - Teni Tea ქვეყანაში პირველი კომპანიაა, რომელმაც ჩაის ზეთის წარმოება დაიწყო
გურიის სოფელ ბახვში მდებარე მრავალფეროვანი ეკომეურნეობა Teni Tea • თენი თი აერთიანებს ჩაის პლანტაციებს, გადამამუშავებელ ქარხანას, თევზისა და სასათბურე მეურნეობებს, საოჯახო ფერმასა და ტურისტულ სივრცეს.
დავით თენიეშვილის მიერ დაარსებული ოჯახური ბიზნესი უკვე მეოთხედი საუკუნეა ქმნის უმაღლესი ხარისხის ნატურალურ ქართულ ჩაის – შავ, მწვანე, თეთრ და მოცვის არომატიან ჩაის, რომელიც პოპულარულია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ .
აქ, სტუმრებს დახვდებათ თბილი მასპინძლები, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები და უნიკალური გამოცდილება პროექტით – „ჩაის გზა“, რომლის ფარგლებში მონაწილეები უშუალოდ მონაწილეობენ ჩაის კრეფასა და გადამუშავებაში.
როგორც Business Insider Georgia-სთან Teni Tea-ს წარმომადგენელმა გაბრიელ თენიეშვილმა განაცხადა. Teni Tea-ს წარმოებული ჩაის 60%-ი საექსპორტო ბაზრებზე იყიდება.
„ჩვენ გვაქვს შერეული კოლმეურნეობა, სადაც ძირითადი როლი უკავია ჩაის წარმოებას. ვაწარმოებთ ქართული უმაღლესი ხარისხის, პრემიუმ ჩაის. ჩაისთან ერთად ვაწარმოებთ ჩაის ზეთს.
Teni Tea-ს პროდუქციის 60%-ი იყიდება საექსპორტო ბაზრებზე, ხოლო 40%-ი ადგილობრივ ბაზარზე. ადგილობრივ ბაზარზე რომელიმე სუპერმარკეტების ქსელში შესული არ ვართ. თბილისში მხოლოდ ჩაის მუზეუმში, ჩაის სახლში ვართ წარმოდგენილები და ასევე ადგილიდან ვყიდით პროდუქციას. ვიყიდებით ასევე ონლაინ.
ხოლო რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს ვიყიდებით ევროპის ქვეყნებში და ასევე კანადაში.
ყოველწლიურად მომხმარებლების რაოდენობა იზრდება. ქართული ჩაის მივიწყებულია, თუმცა ნელ-ნელა ფეხს იდგამს. ჩვენც აქტიურად ვაკეთებთ ქართული ჩაის პოპულარიზაციას. 7 თვის მონაცემებით, საექსპორტო ბაზრებზე გაყიდვები 30%-ითაა გაზრდილი“, - განმარტავს გაბრიელ თენიეშვილი.
Teni Tea-ს საკუთრებაშია 7 ჰა ჩაის პლანტაცია, რაც წარმოებისთვის საკმარისი არ არის, თუმცა წარმოებისთვის საჭირო მარაგებს მცირე წარმოება პარტნიორი 3 ფერმერისგან ივსებს, რომლებიც Teni Tea-ს რეკომენდაციებით უვლიან პლანტაციებს და შემდეგ მათვე აბარებენ.
„ექსპორტზე მცირე მეწარმე არ უნდა ფიქრობდეს, იმიტომ, რომ ჯერ ადგილობრივ ბაზარზე უნდა განვითარდეს. თუმცა ადგილობრივ ბაზარზე ძალიან არაკონკურენტულ გარემოში გვიწევს ყოფნა. იმპორტირებული ჩაი უფრო იაფია, ვიდრე ქართული ჩაი, თუმცა ქართული ჩაის ბევრად კარგი ხარისხისაა. ქართული ჩაი მსოფლიოში საუკეთესოა. აქ პრობლემა არის ისიც, რომ არსებობენ ყველაზე დიდი „მწარმოებელი“, რომლებიც ირანიდან პირობითად 2 დოლარად ყიდულობენ ჩაის, შემდეგ აფასოებენ და ყიდიან, როგორც ქართული ჩაი. მათ ჩვენ კონკურენციას ვერ გავუწევთ. ფაქტობრივად მთლიანი ბაზარი აქვთ დაპყრობილი. იძულებული ვართ, რომ ექსპორტზე გავყიდოთ ევროპაში და არამხოლოდ ევროპაში.
ჩვენ ვართ ოჯახური მეურნეობა და ორიენტირებულები ვართ მხოლოდ პრემიუმ ხარისხზე. 30 წელია მაღალი ხარისხის პროდუქციას ვაწარმოებთ“.- ამბობს Teni Tea-ის წარმომადგენელი.
Teni Tea-ს ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია. ის პირველია საქართველოში, რომელმაც ჩაის ზეთის წარმოება დაიწყო.
„მრავალი ინოვაციური პროდუქტი გვაქვს, რომელიც ჩვენი ასოციაციის და ჩვენი ოჯახის ფარგლებში შექმნა. ასეთი პროდუქტი არის ჩაის ზეთი, რომელიც ძვირად ღირებული პროდუქტია. ჩაის ზეთი უძლებს მაღალ ტემპერატურას და არ იწვის და არ გამოყოფს კანცეროგენებს - ეს საკვები მიმართულებით. თუმცა ჩაის ზეთის ერთ-ერთი გამოყენების მიმართულებაა ასევე კოსმეტიკის მიმართულება. ძირითადად იყენებენ კანის მოვლისთვის და სამკურნალო დანიშნულებით. საქართველოში პირველები ვართ, ვინც ჩაის ზეთის წარმოება დაიწყო“, - განმარტავს გაბრიელ თენიეშვილი.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
12.09.2025.20:45
თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რობოტები დაასაქმა. რობოტები, ტიჯი 1 და ტიჯი 2, TAV Georgia-ს თანამშრომლები არიან და მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას 1-ელი ოქტომბრიდან შეუდგებიან.
„რაც შეეხება სერვისებს - ჩვენ ძალიან ბევრი სიახლე გვაქვს. დღეს უკვე გაიცანით ჩვენი ახალი თანამშრომელი - რობოტი ტიჯი 1, ასევე გვყავს რობოტი ტიჯი 2, რომლებიც 1-ელი ოქტომბრიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მოემსახურებიან. გარდა ამისა, ჩვენ ზამთრის სეზონს იმ პროექტებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამოვიყენებთ, რომლებსაც ყოველწლიურად ამ ორ აეროპორტში ვახორციელებთ“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ TAV Georgia-ს საქართველოში ოპერირების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.
სწორედ ამ ღონისძიებაზე წარადგინა TAV Georgia-მ რობოტი ტიჯი 1, რომელიც სტუმრებს სცენიდან მიესალმა და კომპანიის მიზნებსა და გეგმებზე სასაუბროდ „საკუთარი მენეჯერი“, თეა ზაქარაძე იხმო.