ქართული ბრენდი "ღვინის ბრილიანტი" The New York Times-ის ფურცლებზე, Cartier, Tiffany & Co., Chanel, Bulgari - ის გვერდით
Wine Diamond ქართული სამკაულის ბრენდია, რომელიც 2021 წელს დაარსდა. ბრენდის დამფუძნებელი თამარ აბულაძე Business Insider Georgia-სთან 2025 წლის ერთ-ერთ მთავარ მიღწევაზე საუბრობს, რაც Wine Diamond-ის სამკაულების ისეთი ცნობილი გამოცემის ფურცლებზე მოხვედრას გულისხმობს, როგორიც არის The New York Times.
Wine Diamond • ღვინის ბრილიანტის 2025 წლის ყველაზე დიდ მიღწევად და ასევე, უნიკალური ღვინის სამკაულის ქართული ბრენდის ყველაზე დიდი მოგზაურობის დასაწყისად ეს ამბავი მიგვაჩნია, როცა ჩვენი სამკაულები ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი გაზეთის The New York Times - ის ფურცლებზე მოხვდა თან ისეთი ლუქს ბრენდების განყოფილებაში, როგორიცაა - Cartier, Tiffany & Co., Chanel, Bulgari.

ამავე კომპანიების სამკაულის გვერდით, ღვინის ბრილიანტმა 2024 წელსაც გაიბრწყინა ვენეციის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე.
რამდენიმე დღის წინ ჩამოგვივიდა ეს სტატიები ლონდონიდან და საპატიო ადგილს დაიკავებს ჩვენს კონცეპტუალურ მაღაზია-სალონში.
ონლაინ ვერსიის ნახავა, ქვემოთ მოცემულ ბმულზეა შესაძლებელი. ვეცადეთ, რომ ამ ინტერვიუში, საქართველოზე და ჩვენს ტრადიციებზე ბევრი გვესაუბრა “, - აცხადებს თამარ აბულაძე.

აღსანიშნავია, რომ ბრენდის ნაკეთობები წარმატებით იყიდება როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. თითოეულს მოყვება ბრენდული შეფუთვა და პასპორტი.
Wine Diamond არის დაუვიწყარი საჩუქარი, რომელიც გაახარებს როგორც ღვინის, ასევე ლამაზი და უნიკალური სამკაულის მოყვარულებს.
სხვა სიახლეები
TOP 5 კერძო სკოლა საქართველოში - ვინ არიან მფლობელები
25.12.2025.19:00
საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად 2025 წლის მესამე კვარტალში ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP 5 კერძო სკოლა გამოიკვეთა:
(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
ვინ არიან კერძო სკოლების მფლობელები:
შპს ახალი სკოლა - რეგისტრაციის თარიღია: 08/08/1996. კომპანიის 50%-ის მფლობელია ირაკლი თოფურია, ხოლო 50%-ის მარინა ჟღენტი. დირექტორები - ირაკლი თოფურია და მარინა ჟღენტი.
შპს ევროპული სკოლა - რეგისტრაციის თარიღია: 01/09/2006. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია თეა ჭეიშვილი. სამეთვალყურეო საბჭო: თავმჯდომარე/წევრი: გელა ბეჟუაშვილი, წევრი: ნანა მოსიძე, წევრი: გიორგი სიჭინავა, წევრი: სვეტლანა ლამბრიანოვა, წევრი: თეა ჭეიშვილი, წევრი: მარინა ნებიერიძე.
შპს თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა - რეგისტრაციის თარიღია 05/09/2019: კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ბრიტანულ ქართული აკადემია. დირექტორი - ბადრი ჯირაშვილი.
შპს იუჯი სკოლა - რეგისტრაციის თარიღია 02/07/2008. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება საქართველოს უნივერსიტეტი.
შპს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა - რეგისტრაციის თარიღია: 14/05/1998.