მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7041.8
-0.0013
flag
AZN 1.5839
-0.0002
flag
CNY 37.693
-0.0067
flag
EUR 3.1336
-0.0243
flag
GBP 3.6077
-0.0359
flag
KZT 49.89
-0.0013
flag
TRY 0.0654
-0.0001
flag
USD 2.6935
-0.0005

ქართული ბიო ჩაი „მამათი“ 2026 წელს საექსპორტო ბაზარზე გასვლას გეგმავს

news image

ქართული ნატურალური Mamati Tea • ჩაი მამათი, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მოყვანილი ჩაის ფოთლის ტრადიციული ტექნოლოგიით გადამუშავდება, ექსპორტისთვის ემზადება. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბარში კომპანიის გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, გვანცა ნატმელაძემ განაცხადა, კომპანია ამ დროისთვის ბიო სერტიფიკატის მიღების პროცესშია, ხოლო 2026 წლიდან საექსპორტო ბაზრებზე გასვლას გეგმავს.

„ჩაის წარმოება მამათში 1938 წლიდან არსებობს, თუმცა როგორც ბრენდი „მამათი“ ბაზარზე უკვე ორი წელია წარმოდგენილია. ამ ეტაპზე მომხმარებელს ვთავაზობთ ორ სახეობას - მწვანე და შავ ჩაის, როგორც დასაყენებელ, ისე ერთჯერად შეფუთვებში,“ - აღნიშნავს ნატმელაძე.

მისი თქმით, ჩაის პლანტაციები სოფელ მამათში, 10 ჰა ტერიტორიაზეა გაშენებული.

„გვაქვს ბიო წარმოება და ამჟამად ვმუშაობთ ხარისხის სერტიფიკატის მიღებაზე. ველით, რომ მალე ექსპორტზეც გავალთ“, - ამბობს „მამათის“ წარმომადგენელი.

ამ ეტაპზე არსებული პლანტაციები საკმარისია კომპანიის წარმოებისთვის, თუმცა, მომავალში გაფართოებას და ახალი პლანტაციების დამატებასაც გეგმავენ.


„გვჯერა, რომ ბაზარზე თავის დამკვიდრებას შევძლებთ - ბიო წარმოება ჩვენი ჩაის განსაკუთრებულ არომატს განსაზღვრავს,“- ამბობს ნატმელაძე.

მისი ინფორმაციით, ამჟამად „მამათი“ წარმოდგენილია ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ ქსელში, თუმცა კომპანია აქტიურად მუშაობს სადისტრიბუციო არხების გაფართოებაზე.

ექსპორტის მიმართულებით კომპანია განიხილავს როგორც ევროპის, ისე აზიის ბაზრებს.

„მომავალ წელს ვგეგმავთ პროდუქციის გატანას უცხოეთში. მიუხედავად იმისა, რომ ჩაი ტრადიციულად ჩინეთთან ასოცირდება, იქაც კი ყოველთვის არის მოთხოვნა ხარისხიან პროდუქციაზე,“ - აღნიშნავს ის.

ნატმელაძის თქმით, „მამათი“ პრემიუმ ხარისხის ჩაია და მისი მთავარი უპირატესობა ეკოლოგიურად სუფთა, ბიო წარმოებაა.
„ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის ის, რომ ვიყენებთ მხოლოდ ნატურალურ მეთოდებს - დამატებებისა და ქიმიური სასუქების გარეშე. ეს შესაძლოა მოსავლიანობაზე აისახოს, თუმცა ჩვენთვის ხარისხი რაოდენობაზე მნიშვნელოვანია,“ - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image APM Terminals Poti-ს მიერ დამუშავებული კონტეინერების რაოდენობა 18%-ით გაიზარდა

02.09.2025.17:58

2025 წლის 8 თვეში ეიპიემ ტერმინალს ფოთმა 432 216 TEU კონტეინერი დაამუშავა, რაც 2024 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 18%-ით მაღალი მაჩვენებელია. 2024 წლის 8 თვეში 365 680 TEU კონტეინერი დამუშავდა.

ამავდროულად, 8 თვის მონაცემებით, 12%-ით გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღებაც. „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ წლის დასაწყისიდან დღემდე 239 საკონტეინერო გემი მიიღო, ხოლო 2024 წლის იგივე პერიოდში - 213.

რაც შეეხება გენერალურ ტვირთს, კომპანიის მიერ 2025 წლის დასაწყისიდან დღემდე 191 561 ტონა ტვირთი დამუშავდა, რაც 40%-ით მაღალი მაჩვენებელია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში. შარშან ამ დროს ეს რაოდენობა 136 852 ტონას შეადგენდა.

საბორნე გზით მიღებული ტვირთი 2024 წლის 8 თვესთან შედარებით მომატებულია 20%-ით. 2025 წლის პირველ 8 თვეში 113 060 ტონა ტვირთი შემოვიდა, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში 93 892 ტონა.

2025 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით, კომპანიის მიერ დამუშავდა 13 601 მანქანიანი კონტეინერი, ხოლო 2024-ში - 12 892 მანქანიანი კონტეინერი. ჯამში, ეიპიემ ტერმინალს ფოთის მიერ 2025-ში დამუშავდა 53 226 ავტომობილი, ხოლო 2024-ში - 52 405 ავტომობილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა