ქართულად, ინტერაქტიულად, AI-ით: Fundamental Education-ის ინოვაციური ეკოსისტემა
ტრადიციული წარმოდგენები განათლებაზე, როგორიცაა "ცოდნა ძალაა", დღეს ახალ მნიშვნელობას იძენს. XXI საუკუნეში, როდესაც ტექნოლოგიები ელვისებური სისწრაფით ვითარდება, მხოლოდ ცოდნის დაგროვება საკმარისი აღარ არის. აუცილებელია, რომ სწავლის პროცესი იყოს დინამიკური, პრაქტიკული და ტექნოლოგიებთან ინტეგრირებული. სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს Fundamental Education (fundamental.ge) – კომპანია, რომელიც აერთიანებს EdTech პროექტებს და გთავაზობთ არა მხოლოდ კურსებს, არამედ განათლების სრულიად ახალ ინფრასტრუქტურას ქმნის. კომპანია ამ ეტაპზე აერთაინებს პლატფორმებს, როგორებიცაა: TechSchool
(gotechschool.com), Classroom.ge, Promocky.com, Coding.ge, Leibniz.ge და ა.შ. მომავალში კომპანიის პორტფელს დაემატება მრავალი ახალი, ინოვაციური და საინტერესო პროექტი განათლების მიმართულებით.
TechSchool: პრაქტიკული სწავლების ინტეგრაცია
Fundamental Education-ის ფლაგმანი პლატფორმა TechSchool არის პირველი მასშტაბური ონლაინ სივრცე საქართველოში, სადაც ტექნოლოგიური განათლება ახალ დონეზე ადის. თუ ადრე "ონლაინ კურსი" უმეტესად ვიდეო ლექციების ყურებას ნიშნავდა, TechSchool-ის მიდგომა ფუნდამენტურად განსხვავებულია. აქ სწავლა რეალურ სცენარებზე, ინტერაქტიულ სიმულატორებსა და ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული.
პლატფორმის ძირითადი მახასიათებლები:
● ცოცხალი სიმულატორები: სტუდენტები არა მხოლოდ თეორიას სწავლობენ, არამედ პრაქტიკულად ასრულებენ რეალურ დავალებებს და წერენ კოდს.
● გეიმიფიკაცია: სწავლის პროცესი სახალისო თამაშს ემსგავსება, რაც მოტივაციას ზრდის.
● AI მენტორი: ხელოვნური ინტელექტის მქონე მენტორი უზრუნველყოფს მყისიერ უკუკავშირს და პერსონალიზებულ პროგრესს თითოეული სტუდენტისთვის.
● ქართულენოვანი კონტენტი: ყველა სასწავლო მასალა, ინსტრუქცია და დავალება სრულად ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი, რაც ადგილობრივი აუდიტორიისთვის კომფორტულ გარემოს ქმნის.
პლატფორმა გთავაზობთ კურსებს ისეთ მოთხოვნად სფეროებში, როგორიცაა
Frontend, Backend, Fullstack, SQL, QA Automation და სხვა. მიზანია, ქართველმა სტუდენტებმა მიიღონ ისეთი დონის განათლება, რომელიც კონკურენტუნარიანს გახდის მათ გლობალურ ბაზარზე.
გარდა ინდივიდუალური მომხმარებლებისა, TechSchool-ს აქვს კორპორაციული ვერსია, რომელიც განკუთვნილია კომპანიებისთვის. ის უზრუნველყოფს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროცესს (upskilling, reskilling) პრაქტიკული, ინტერაქტიული და შედეგებზე ორიენტირებული მეთოდოლოგიით. ეს კორპორაციებს საშუალებას აძლევს, ინვესტიცია ჩადონ თავიანთი გუნდის განვითარებაში და შეინარჩუნონ ტექნოლოგიური უპირატესობა.
Classroom.ge: ტუტორინგის ახალი სტანდარტი
Classroom.ge – პლატფორმა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების გამოყენებით აკავშირებს ტუტორებსა და სტუდენტებს. პლატფორმის მისიაა ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ყველა სტუდენტისთვის. პლატფორმა მოიცავს არა მხოლოდ სასკოლო საგნებს, არამედ ნებისმიერ საგანს, რომელშიც ტუტორის დახმარება გჭირდებათ. პლატფორმა განსაკუთრებით საინტერესოა აბიტურიენტებისათვის, რომელთაც საქართველოს მასშტაბით შეუძლიათ სასურველი ტუტორი მოიძიონ.
Classroom.ge-ის უპირატესობები:
● ტუტორებისთვის: უმარტივებს გაკვეთილების განრიგის მართვას, სტუდენტების პროგრესზე დაკვირვებას და ინტერაქტიული სასწავლო ინსტრუმენტების გამოყენებას.
● სტუდენტებისთვის: ეხმარება ზუსტი ტუტორის პოვნაში, რომელიც მათ საჭიროებებსა და ბიუჯეტს ყველაზე მეტად ერგება.
● მშობლებისთვის: მშობლებს შეუძლიათ, მარტივად დაარეგისტრირონ შვილები, თვალყური ადევნონ პროგრესს, სესიების განრიგს და ა.შ.
პლათფორმაზე ყველა ტუტორი გადის ვერიფიკაციის პროცესს.
პროექტების ეკოსისტემა: პროფესიონალების ზრდა ბავშვობიდან
Fundamental Education-ის პორტფოლიო მხოლოდ TechSchool-ით და Classroom.ge-ით არ შემოიფარგლება. ჰოლდინგი სხვა ინოვაციურ პროექტებსაც აერთიანებს:
● ProMocky: AI-ზე დაფუძნებული პლატფორმა ტესტებისა და სიმულირებული გასაუბრებებისთვის. ის სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მოემზადონ რეალური გამოცდებისთვის და ინტერვიუებისთვის.
● Leibniz.ge: მათემატიკის პლატფორმა, რომელიც მოიცავს მასალას საბაზისო არითმეტიკიდან რთულ ტრიგონომეტრიამდე.
● Coding.ge: პლატფორმა, რომელიც ბავშვებს კოდირების პირველ ნაბიჯებს ასწავლის.
ამ პროექტების ურთიერთკავშირი ქმნის ჰოლისტურ სასწავლო ეკოსისტემას, რომელიც ბავშვის განვითარებას ბავშვობიდან პროფესიონალამდე უზრუნველყოფს.
რატომ უნდა ითანამშრომლონ კომპანიებმა?
თანამედროვე ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა თანამშრომელთა უნარების სწრაფი მოძველება. იმის ნაცვლად, რომ კომპანიები ამ პრობლემას შეეგუონ, მათ შეუძლიათ ინვესტიცია ჩადონ თანამშრომლების მუდმივ განვითარებაში.
Fundamental Education-ის პლატფორმები კომპანიებს სთავაზობს:
● Reskilling/Upskilling პროგრამებს: ქართულენოვან ტრენინგებს თანამშრომლებისთვის.
● პრაქტიკულ სწავლებას: ინტერაქტიული და AI ინსტრუმენტების გამოყენებას, რაც თეორიულ ცოდნას პრაქტიკულ უნარებში გარდაქმნის.
ეს მიდგომა განათლებას არა მხოლოდ დანახარჯად, არამედ ბიზნესის მდგრადობის სტრატეგიულ ინვესტიციად აქცევს.
Fundamental Education-ის ამბიცია აშკარაა: შექმნას განათლების მომავალი. მათი მიზანია, საქართველო იქცეს საწყის წერტილად ეკოსისტემის, რომელიც სტუდენტების გამოცდილებას აუმჯობესებს და ამზადებს მომავალ პროფესიონალებს. ეს არის ახალი თაობის განათლება – ქართულად, ინტერაქტიულად და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით.
სხვა სიახლეები
8 წელი იდეიდან რეალობამდე - ყაზბეგში ახალი დიზაინ-სასტუმრო „ლენსი“ გაიხსნა
12.10.2026.19:36
ყაზბეგის მრავალფეროვან ტურისტულ რუკას კიდევ ერთი გამორჩეული ლოკაცია შეემატა. ზღვის დონიდან 1 750 მეტრზე, კავკასიონის მთების შთამბეჭდავი პანორამების ფონზე, ახალი დიზაინ-სასტუმრო „ლენსი“ (Lens Design Hotel) გაიხსნა. პროექტი, რომლის განხორციელებასაც რვაწლიანი შრომა, დეტალური დაგეგმვა და განსაკუთრებული ხედვა დაედო საფუძვლად, სტუმრებს მთაში დასვენების სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს.
38-ნომრიანი სასტუმრო ყაზბეგის ერთ-ერთ გამორჩეულ ლოკაციაზე მდებარეობს, საიდანაც მყინვარწვერის, ისტორიული გერგეტის სამებისა და კავკასიონის მთების თვალწარმტაცი ხედები იშლება. „ლენსი“ მხოლოდ განთავსების ობიექტი არ არის - ეს არის სივრცე, სადაც ბუნების სიდიადე, თანამედროვე არქიტექტურა და დახვეწილი სტუმარმასპინძლობა ერთ მთლიან გამოცდილებად იქცევა.

სასტუმროს მთავარი სავიზიტო ბარათი მისი გამორჩეული არქიტექტურა და ესთეტიკური ინტერიერია. ხით მოპირკეთებული შენობა ორგანულად ერწყმის მთის ლანდშაფტს და გარემოსთან ბუნებრივ ჰარმონიას ქმნის. მინიმალისტური დიზაინი, მკაფიო გეომეტრიული ფორმები, ბუნებრივი მასალები და დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღება „ლენსის“ უნიკალურ ხასიათს განსაზღვრავს. აქ თითოეული არქიტექტურული გადაწყვეტილება ემსახურება ერთი მთავარი მიზნის მიღწევას - შეიქმნას სივრცე, რომელიც ერთდროულად თანამედროვე, ელეგანტური და მყუდროა.
სასტუმროს თითოეული ნომერი შექმნილია იმისათვის, რომ სტუმარმა მაქსიმალურად შეიგრძნოს მთის სიმშვიდე და გარემოს უნიკალურობა. ნომრებიდან გადაშლილი შთამბეჭდავი ხედები, თანამედროვე ტექნოლოგიები, კომფორტული ავეჯი და გააზრებული ინტერიერი დასვენებისთვის იდეალურ გარემოს ქმნის. აქ დილა კავკასიონის მთების პანორამით იწყება, ხოლო თითოეული დეტალი სტუმრის კომფორტზეა ორიენტირებული.

გამორჩეული არქიტექტურის მიღმა „ლენსის“ კონცეფციის უმნიშვნელოვანესი ნაწილი მომსახურების მაღალი სტანდარტია. სასტუმროს გუნდის მთავარი პრიორიტეტი თითოეული სტუმრის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება და პერსონალიზებული მომსახურების უზრუნველყოფაა. აქ სტუმარმასპინძლობა მხოლოდ ყოველდღიური საოპერაციო პროცესი არ არის - ეს არის პროფესიონალიზმის, გულწრფელი ყურადღებისა და დეტალებზე ზრუნვის ერთობლიობა.
მიუხედავად იმისა, რომ „ლენსმა“ პირველი სტუმრები მიმდინარე წლის აგვისტოში მიიღო, პროექტის ისტორია გაცილებით ადრე დაიწყო. სასტუმროს შექმნას რვაწლიანი შრომა, გამოწვევებით სავსე გზა და თითოეული დეტალის ზედმიწევნით გააზრება უძღოდა წინ. არქიტექტურული კონცეფციიდან ინტერიერის უმცირეს ელემენტებამდე, ყველაფერი ერთ მიზანს ემსახურებოდა - შექმნილიყო სასტუმრო საკუთარი იდენტობით, გამორჩეული ხასიათითა და სტუმარმასპინძლობის ინდივიდუალური ფილოსოფიით.



დიზაინ-სასტუმრო „ლენსის“ ოპერირებასა და ყოველდღიურ მართვას სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია DNT Group უზრუნველყოფს. კომპანია საქართველოს სტუმარმასპინძლობის ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდს აერთიანებს. DNT Group-ის პორტფელში საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კონცეფციისა და კატეგორიის სასტუმროებია წარმოდგენილი. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სასტუმროების განვითარებას, წინასაოპერაციო მომზადებას, გაყიდვებისა და მარკეტინგის მართვას, შემოსავლების ოპტიმიზაციასა და სრულ საოპერაციო მენეჯმენტს.
„ლენსის“ შემთხვევაში DNT Group-ის მთავარი ამოცანაა, სასტუმროს გამორჩეულ არქიტექტურულ კონცეფციას შესაბამისი ხარისხის მომსახურება, ეფექტიანი საოპერაციო მართვა და გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია შეუხამოს.
ყაზბეგი საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბდა, სადაც ახალი, განსხვავებული კონცეფციის სასტუმროების განვითარება რეგიონის ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო აძლიერებს. „ლენსი“ სწორედ ამ განვითარების ნაწილია - პროექტი, რომელიც თანამედროვე დიზაინს, ადგილობრივი გარემოს უნიკალურობასა და ხარისხიან სტუმარმასპინძლობას აერთიანებს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ისიც, რომ „ლენსის“ განვითარება აქტიურად გრძელდება. მომავალი წლის ტურისტული სეზონის დაწყებამდე სასტუმროს ინფრასტრუქტურას რამდენიმე მნიშვნელოვანი სივრცე შეემატება: თანამედროვე სპა ცენტრი, ლაუნჯ ბარი 360-გრადუსიანი პანორამული ხედებითა და საკონფერენციო სივრცე. აღნიშნული სიახლეები კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის სასტუმროს მომსახურებას და სტუმრებს როგორც სრულფასოვანი დასვენების, ისე საქმიანი შეხვედრებისა და ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობას შესთავაზებს.
Lens Design Hotel - აღმოაჩინე ყაზბეგი ახალი პერსპექტივით.