ქართულ IT კომპანიებში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი დღეს 8000 ლარია - ვაკო თურნავა
საქართველო IT სექტორში კიდევ მორიგი რეფორმის გასატარებლად ემზადება და ამისთვის ქვეყანა 3 წლიანი IT ბინადრობის უფლების გაცემას იწყებს. როგორც გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ და იმავდროულად დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრმა ვაკო თურნავამ განაცხადა, აღნიშნული რეფორმა ძალაში 1 სექტემბრიდან შევა, ხოლო მანამდე პარლამენტი მას დაჩქარებული წესით მიიღებს.
ვაკო თურნავამ სექტორის ზრდის პარალელურად, ხელფასების ზრდასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ქართულ IT კომპანიებში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი დღეს 8000 ლარია.
„დღეს საქართველოში საშუალო ხელფასი, ახალი სურად 25 ათას დოლარზე მეტის შემოსავალი, აქვს დაზღვევა საქართველოში და ნაქირავები ბინა, უკვე არის კანდიდატი იმისთვის, რომ ჩვენ გავცეთ მასზე IT ბინადრობა. ეს არ არის ყველასთვის, ღია კარის პრინციპით არ არის. ეს არის მხოლოდ IT სექტორისთვის და მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვისაც მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება აქვს. საუბარი მაქვს ზუსტ ციფრებზე, ბანკიდან ამონაწერზე, კონტრაქტი დამსაქმებელთან. აუცილებელია ვთქვათ, რომ ან IT კომპანია უნდა იყოს ან სხვა კომპანია, სადაც IT სექტორში მუშაობას. მოგეხსენებათ არიან დიდი კომპანიები, რომელთაც ასობით IT სპეციალისტი ჰყავთ. ჩვენი მიზანია, რომ მაღალკვალიფიცირებული და მაღალანაზღაურებადი კადრები მოვიზიდოთ ჩვენს ქვეყანაში და ეს იმ გამოწვევების პასუხია, რაც არამარტო ჩვენ მთელს მსოფლიოს აქვს. ქვეყნები, როგორიც არის ესტონეთი, სერბეთი, პორტუგალია და ესპანეთი. ესპანეთი პირდაპირ ეუბნება, შენ თუ 3500 ევრო ყოველთვიურად გერიცხება მე უკვე მოგცემ შენ IT ბინადრობას. ეს არ არის ჩვენი მოგონილი. კარგი იქნებოდა ჩვენ დაგვეწყო ეს, მაგრამ ვართ იმ პირველად ტალღაში, სადაც იწყება. ზუსტად ის დროა, რომ გვჭირდება ამ რეფორმის გატარება, რადგანაც 6 თვეში, 1 წელიწადში ეს რეფორმა უკვე იქნებოდა დაგვიანებული. დღეს ვეუბნებით ინგლისელს, რომ შენს ქვეყანაში რომ ცხოვრება ძვირი ღირს, კი კარგი ხელფასი გაქვს, მაგრამ ცხოვრებაც ძალიან გიძვირდება და ფიქრობ, რომელ ქვეყანაში გადახვიდე, დღეს უფრო ფიქრობენ თბილ ქვეყნებში, ხშირად ბალიზე მიდიან, მექსიკაში მიდიან. ჩვენ კი მათ ვეძახით ჩვენს ქვეყანაში საქართველოში. დილით ინტერვიუ მქონდა და საღამოს იტალიური გაზეთი წერდა, რომ საქართველოში უკვე დაიწყეს ეს ტალღა და ჩვენ რას ვაკეთებთ, იტალია რატომ არ უერთდება“, - აღნიშნა ვაკო თურნავამ.
მისი თქმით, ქვეყნის მიზანია, რომ საქართველო IT სექტორში ერთგვარ ჰაბად ჩამოყალიბდეს.
„ჩვენი ქვეყნის მიზანი, გრძელვადიანი ხედვა არის, რომ IT სექტორში ერთგვარი ჰაბი ვიყოთ, ერთგვარი ცენტრი ვიყოთ და ამიტომ ეს ინიციატივა კიდევ სხვა ინიციატივებთან ერთად ზუსტად არის იმის მანიშნებელი და ის ეფექტი გვექნება, რაც უკვე რამდენიმე მილიარდის ექსპორტი გაქვს და ვფიქრობთ რომ 1-1,5 წელში უნდა გაორმაგდეს, გასამმაგდეს. ამისი პოტენციალი ნამდვილად გაქვს. საკმაოდ ჩქარი ტემპით მივდივართ, საგრძნობლად მაღალი ციფრებია, და არ გინდა, რომ ეს ციფრები გაჩერდეს“, - განაცხადა თურნავამ.
სხვა სიახლეები
აჭარაში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები სასტუმროებში 38%-ით, ხოლო რესტორნებში 13%-ით გაიზარდა | TBC Capital
11.07.2026.15:02
TBC Capital-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ტურიზმის პულსი - მაისი 2026” აქვეყნებს.
ანგარიშის თანახმად, 2026 წლის მაისში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები პოზიტიურ ზრდის ტემპს დაუბრუნდა ყველა შერჩეულ რეგიონში. მაისის დადებითი სიგნალი ქმნის მოლოდინს, რომ ზაფხულის სეზონზე წლიური ზრდა პოზიტიურ ნიშნულზე შენარჩუნდება.
,,თბილისში მაისის მაჩვენებლები ზომიერად აღდგა, სასტუმროებსა და რესოტრნებში პოზიტიური წლიური ზრდის ტემპი დაფიქსირდა, ხოლო სასტუმროებში გაზრდილ დანახარჯებს თან ახლდა საშუალო დანახარჯის ზრდაც .
აჭარაში მაისში დაფიქსირებული აღდგენა მეტწილად სასტუმროებით იყო განპირობებული. წლიური ზრდა ორივე ხარჯვით კატეგორიაში დადებითია, თუმცა რესტორნებში აღნიშნული მაჩვენებელი შედარებით ზომიერია. ამასთანავე, ტრანზაქციის საშუალო მოცულობა ორივე კატეგორიაში შემცირდა წინა წელთან შედარებით.
კახეთში რესტორნებში უნაღდო დანახარჯები შერჩეულ რეგიონებს შორის ყველაზე მეტად გაიზარდა. მაისში სასტუმროებში დანახარჯებიც აღდგა, თუმცა ტრანზაქციის საშუალო მოცულობის შემცირება მიუთითებს, რომ ზრდა მეტწილად ტრანზაქციების რაოდენობამ განსაზღვრა.
მაისის დადებითი სიგნალი ქმნის მოლოდინს, რომ ზაფხულის სეზონზე წლიური ზრდა პოზიტიურ ნიშნულზე შენარჩუნდება”, - აღნიშნულია ანგარიშში.
TBC Capital-ის ინფორმაციით, 2026 წლის მაისში არარეზიდენტების ჯამური უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდა შედარებით სუსტი აპრილის შემდეგ აღდგა და 30 % -ს გაუტოლდა, ხოლო უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა წლიურ ჭრილში 32% -ით გაიზარდა. ამავე თვეში თბილისში სასტუმროებსა და რესტორნებში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდა, შესაბამისად , 24% და 38 % -ს გაუტოლდა. აჭარაში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები სასტუმროებში 38 % -ით , ხოლო
რესტორნებში 13% -ით გაიზარდა .რაც შეეხება კახეთს, უნაღდო დანახარჯები სასრუმროებში წლიურად 23% -ით გაიზარდა, ხოლო რესტორნებში უნაღდო დანახარჯებში 43 % -იანი ზრდა დაფიქსირდა.